ფეისბუქზე გატარებული წარმატებული ცხოვრების შესახებ

ადამიანებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი გახდა სოციალურ ქსელებში შექმნილი იმიჯი, თითქმის სულ მიავიწყდათ რეალური ცხოვრება, თავგადასავლები და ბედნიერებები. ლეპტოპებთან და კომპიუტერებთან მიმსხდრები გამუდმებით პოსტავენ თავიანთი ამაღლებული განწყობის შესახებ, მაშინ როცა სინამდვილეში ცხვირ-პირი ჩამოსტირით, საუკეთესო უიქენდის შესახებ, მაშინ როცა მოწყენილობაში ამოხდათ სული, წარმატებული კარიერის შესახებ, მაშინ როცა უფროსი ყურებს უწევთ, ჰავაის კუნძულებზე ვიზიტის შესახებაც კი, მაშინ როცა საქართველოდან ფეხიც არ გაუდგამთ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რეალურად ადამიანები გაცილებით უარესად გამოიყურებიან ხოლმე, ვიდრე ოდესღაც სკაიპში გამოგზავნილ  და ახლა უკვე ფეისბუქის ალბომებში განთავსებულ ფოტოებზე.

 მნიშვნელოვანია ალბათ იმიჯის შექმნა და საზოგადოებისთვის იმის დანახება, რას წარმოადგენ და რა კარგი ხარ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს რეალური საფუძველი ჰქონდეს და გული არ მისკდებოდეს სოც-ქსელებს გარეთ შემხვედრი ადამიანების დანახვაზე, არ მეღიმებოდეს მეგობრის გენიალური უიქენდის შესახებ სტატუსის წაკითხვისას და სხვა მრავალი.

ძალიან კარგი იქნებოდა “განწყობის” და “სახასიათო” ფოტოების სერჩვის და ფეისბუქზე და სხვა ქსელებში პოსტვის მაგივრად ადამიანები უბრალოდ უფრო მეტს რომ სეირნობდნენ, უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთმანეთთან და უბრალოდ ნაკლებად ორიენტირებულები იყვნენ პუბლიკის გაოცებაზე.

რამდენიმე დღის წინ კი ნაინგაგზე ძალიან კარგ მემეს წავაწყდი. ზუსტად ასახავს ზემოთქმულს.

არ ვიცი მაგრამ ამ ყველაფრის გამო ადამიანების მიმართ თანდათან ვკარგავ პატივისცემას, იმის პირდაპირპროპორციულად, როგორც ისინი კარგავენ რეალურ სახეს. მე არ მიყვარს არც ერთი ჩემი ვირტუალური “მეგობარი” და ფეისბუქ ფრენდი. ნამდვილი ადამიანები მიყვარს და უბრალოდ მინდა ისინი იმედებს არ მიცრუებდნენ.

 

 

6 thoughts on “ფეისბუქზე გატარებული წარმატებული ცხოვრების შესახებ

  1. zorbegi ამბობს:

    პირველივარპირეველივარპირველივარ

    პივერლივარ?!

  2. tami ამბობს:

    მწარე სინამდვილე.. და არა მარტო საქართველოში…

  3. Nanako Ust ამბობს:

    100% სიმართლეა… 1 დღე რომ არ შევიდე ხოლმე ფბ-ზე უკვე ცუდად ვხდები… :/ ჰო, ვიცი, ვიცი, ცუდია… ძალიან მიჯაჭვული ვარ უკვე და არა მარტო მე…

  4. touchkah ამბობს:

    ნამდვილი ადამიანები მიყვარს და უბრალოდ მინდა ისინი იმედებს არ მიცრუებდნენ.

  5. vivien ამბობს:

    მეც ეგ განცდა მაქვს. სრულიად გეთანხმები. საბედნიეროდ ფბ დამოკიდებული ნადვილად არ ვარ.

  6. Nan Giorgadze ამბობს:

    უბრალოდ ადამიანებს ზომიერება და კანონზომიერება ეშლება…აქვს ფბს თავის დადებითი მაგრამ უარყოფითი უფრო აშკარაა გადამეტებული დროის დათმობის გამო(ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც კი ეზარებათ ,იმდენად ვერ წყდებიან)…დროა ფბდამოკიდებულთა კლუბი ჩამოყალიბდეს….

Comments are closed.