დაბეჭდილი მოგონებები

მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე წამეშალა კომპიუტერიდან ფოტოები, პანიკური შიში მჭირს დანარჩენი ფოტოების წაშლის, ამიტომ ხშირად ვბეჭდავ ხოლმე საუკეთესოებს და დედაჩემს ვაძლევ შესანახად.

არც რომელიმე სოციალურ ქსელში ატვირთულ ალბომებს ვცემ დიდად პატივს. დავიწყოთ იქიდან რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ექაუნთი გაგიუქმდეს და მთელი “საგანძური” დაგეღუპოს, ამიტომ ტკბილი მოგონებების დასაცავად უკეთესი მეთოდი ფოტოების დაბეჭდვა და ალბომებად შენახვაა. მე ასე ვფიქრობ, რაც არ უნდა ძველმოდურად ჟღერდეს ჩემი ეს ახირება.

ყოველთვის მიყვარდა ჩარჩოში ჩასმული სურათებით სავსე კედლები და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, არც ერთი ასეთი ნივთი გვქონია სახლში არასდროს. ჰოდა რაც გადმოვედი, გადავწყვიტე მემოქმედა :

ეს ქეთომ მაჩუქა დაბადების დღეზე და საპატიო ადგილი უჭირავს ჩემს არეულ მაგიდაზე და სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. ორი ფოტო – 99 დღის ფართზე და დვალთაში, მდინარეზე.

რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე ჩემი და ყვავას ფოტოები დამებეჭდა, თითო ცალი თითო მოვლენიდან, რაც 7 თვის მანძილზე გადაგვხდენია ერთად და ალბომიც ვიყიდე.


აი ასე გამოიყურება. მხოლოდ ამ ჩარჩოში მოქცეული ვიღაცების სახეები მიშლის ნერვებს და რამით დავფარავ კიდეც. დანარჩენი გენიალურია.

შიგნით პატარა ფურცლები აქვს დატოვებული “ტკბილი მოგონებებისთვის” და უკვე სათანადოდ შევავსე. ერთი სული მაქვს როდის შეივსება😀

დიახ, დიახ, ხელშესახებ მოგონებებზე კარგი არაფერია.

3 thoughts on “დაბეჭდილი მოგონებები

Comments are closed.