წამყვანის როლში

წინა პოსტში მოგახსენეთ რომ ონლაინჟურნალში დავიწყე წერა. ამ პოსტში კი იმას მოგახსენებთ, რომ სულ მალე გადაცემის წამყვანადაც მოგევლინებით. გადაცემა იქნება სოციალური მედიის სიახლეებზე და დაიყოფა სამ ბლოკად : ქართული ბლოგოსფეროს საინტერესო სიახლეებს გავაშუქებ მე. უფრო ვრცლად დეტალები თემოს პოსტშია და იმავეს დაწერას და გამეორებას აღარ დავიწყებ .

ჩავწერეთ სატესტო გადაცემა, ჩემს სახლში, ჯერჯერობით მხოლოდ იმისთვის , რომ გაგვეგო, რამდენად გამოგვდის კამერასთან მუშაობა. უნდა ვაღიარო, იმაზე ბევრად იოლი ყოფილა უტექსტოდ და მოუმზადებლად კამერის წინ ლაპარაკი, ვიდრე მეგონა.

ეს პატარა სქრინი გადაღებიდან. ჯერჯერობით სატესტო გადაცემის ჩანაწერს არ დავდებ ბლოგზე, თუმცა პირველი გადაცემის შესახებ აუცილებლად დავწერ.

მისურვეთ წარმატებები !

6 thoughts on “წამყვანის როლში

  1. Keti Go says:

    მომავალი ინტერნეტ ტელევიზიებისაა!

    ძალიან მიხარია, მივესალმები და დიდ წარმატებას გისურვებ, ანა :*

Comments are closed.