23-24 თებერვალი- ჩემი დაბადების დღეები

დღეს 26 თებერვალია, კვირა. სამი დღის წინ , 23ში ჩემი დაბადების დღე იყო. დიდი ხნით ადრე გადავწყვიტე რომ დაბადების დღეს გადავიხდიდი და ქეთოც ჩემთან ერთად აღნიშნავდა დაგვიანებით, ჰოდა, 24ში დავგეგმეთ სითი თაიმში გადახდა და გადავიხადეთ კიდეც. ამაზე ცოტა მოგვიანებით. მოგეხსენებათ, 24მდე 23ია და თანაც მეტად ნაღვლიანი 23. ყოველშემთხვევაში ჩემთვის.

წლების მატებასთან ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა , 16 წლიდან უკვე საშინელებად მიმაჩნდა ყველა ჩემი დაბადების დღე და დაბერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად მივიჩნევდი. პრინციპში, ასეცაა, მაგრამ ამას ალბათ მე გაცილებით მწვავედ აღვიქვამ, ვიდრე სხვები. ასე წუწუნით გავხდი 21 წლის. სამაგიეროდ, მერე მთელი წელი თავს ვიმშვიდებ ხოლმე, რომ შემდეგ დაბადების დღემდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი 🙂

23 თებერვალს გამოცდის გადაბარება მქონდა და მორჩილად წავედი მაღლივისკენ. მშვენიერი საჩუქარია დაბადების დღისთვის. გამოცდის შემდეგ მთელი დღე მეგობრებთან ვიბოდიალე, ფიქრთ განსართველად , თან ვნერვიულობდი იმაზე, რომ პირველად ვიხდიდი დაბადების დღეს და მინდოდა კარგი ყოფილიყო.

ჰოდა, იმ დღეს მივხვდი. ჯანდაბას ყველაფერი, დაბერებაც და ჩემი შიშებიც, როცა ასეთი კარგი მეგობრები და ბიჭი გყავს ❤ დიახ..

7 thoughts on “23-24 თებერვალი- ჩემი დაბადების დღეები

  1. siyvarulovna ამბობს:

    აწწწ <3<3

    და მე ჩემი დაბადების დღე მაშინაც მეყვარება როცა 30-ის გავხდები :/

    • anna ამბობს:

      31 წლის ადამიანებმა რა უნდა თქვან ნეტავ?:შ
      მახსოვს, 20 წელი საოცრად ბევრი მეგონა 7-8 წლისას :დ

      • siyvarulovna ამბობს:

        7-8 წლისას და 13 წლისასაც და 15 წლისასაც ბევრი მეგონა 20 წელი :დ

        სამაგიეროდ 13 წლიას თავი ქალი მეგონა და ეხლა 20 წლისას თავი ისევ ბავშვი მგონია და 13-15 წლისები ლაწირაკები :დ ვოტ

  2. zurriuss ამბობს:

    “აწწწ, სოუ სვიით”
    აჰა შენი კომენტარი :დდდ

    “ანა, მიხარია, რომ ერთმანეთს ძალიან ძალიან ვენდობით. მეგობრობასაც ყველაზე მეტად ამიტომაც ვაფასებ”- ესეც ჩემი :დ

  3. Codi Gourd ამბობს:

    Hello Webmaster, I noticed that https://anagelbaxiani.wordpress.com/2012/02/26/23-24-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ is ranking pretty low on Google and has a low Google PageRank. Now the Google PageRank is how Google is able to see how relevant your webpage is compared to all the other webpages online, if you cannot rank high at the top of Google, then you will NOT get the traffic you need. Now usually trying to get to the top of Google costs hundreds if not thousands of dollars and very highly optimized targeted marketing campaigns that takes a team of experts months to achieve. However, we can show you how to get to the top of Google with no out of pocket expenses (free traffic), no stupid ninja tricks, no silly mind control techniques, and this will be all white hat with no blackhat software or tactics that could possibly land you on bad terms with Google and put you in the dreaded “Google Sandbox”. We’ll show you how to easily capture all the targeted traffic you need, for free, multiple ways to land fast (not months) first-page rankings in Google and other major search engines (Bing, Yahoo, Ask, etc), even show you strategies on how to earn daily commissions just try Ranking Top of Google, please check out our 5 minute video.

Comments are closed.