ფიტნესი. after & before

დღეს ზუსტად ერთი თვე გახდა, რაც ფიტნესზე სიარული დავიწყე. მოგეხსენებათ უნდა გავზომილიყავი თვის ბოლოს და შედეგები დამეწერა, ჰოდა დღეს გამზომა თინამ.

როცა პირველად მივედი, 56 კილო ვიყავი, 89 – 66- 93 პარამეტრებით. არც ესაა ურიგო, დიეტის მერე ჩამოვედი ამ პარამეტრებზე, მანამდე კი შიშით არც ვიწონებოდი არც ვიზომებოდი, გული რომ არ გამხეთქვოდა. საგანგაშო წონა არ მქონია არასდროს მაგრამ სასწორზე შედგომის შიში მკლავდა სულ. როგორც წესი იმაზე მეტი ვიყავი , ვიდრე წარმომედგინა ხოლმე.

ვარჯიშის დაწყებიდან ორ კვირაში შუალედური გაზომვა მქონდა, მალევე შემიმცირდა გარშემოწერილობები დაახლოებით 2-2 სანტიმეტრით, მაგრამ თვის ბოლომდე მოვიცადე, ნაადრევი შედეგების დადებისგან. ჩემი ამჟამინდელი პარამეტრები კი არის : 85-60-88. ვქრები 🙂

ვარჯიშს რა თქმა უნდა, ვაგრძელებ და დიდი იმედი მაქვს, არასდროს შევწყვეტ. ჩემი კლებაც, ბუნებრივია სამუდამო არაა და სასურველი ფორმების მიღწევის შემდეგ უბრალოდ მათ შენარჩუნებას ვეცდები

ეს ერთ-ერთი ვარჯიშისას გადამიღო მეგობარმა. ფეხების მონაცვლეობით აწევ-დაწევას ვახორციელებ.

ვარჯიშის პარალელურად კანის გამამკვრივებელ კრემს ვისვამ, ცელულიტის, სტრიების და მისთანების საწინააღმდეგოდ და მშვენიერი შედეგი აქვს. ჩემი პოსტი ტელემარკეტის ტრენაჟორებით გაბედნიერებული მომხმარებლების აჟიტირებულ მონაყოლს გავს მგონი, მაგრამ, რატომ არ უნდა მიხაროდეს? ძალიან ბედნიერი ვარ, დიახ.


დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს after & before ფოტო ბლოგზე, მრცხვენოდა ცოტა და ბოლოს აჰა, გადავწყვიტე. თქვენ თვითონ ნახეთ განსხვავებები. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ზაფხულზე, როცა ეს ფოტოები და მანამდე, როცა ამის მსგავსი არაერთი ფოტო გადაღებულა, სრულიადაც არ მიმაჩნდა ტრაგედიად თუ ტანსაცმელი დიდად არ მიხდებოდა. მხოლოდ შემოდგომით ჩამერთო სიგნალიზაცია- რატომ არ უნდა გავხდე უკეთესი! 

ხვალიდან შევიფუთები პარკში და ისე განვაგრძობ ვარჯიშს-მეტი ეფექტისთვის. მისურვეთ წარმატებები ^_^

9 thoughts on “ფიტნესი. after & before

  1. tamta jap. ამბობს:

    წარმატებები!!! ძალიან მაგარი შედეგია ))
    იცი რა მაინტერესებს? რომელ გამამკვრივებელ კრემს ისვამ და გაგამკვირვა თუ არა 😀

  2. receptebi ამბობს:

    ყოჩაღ, კარგია ვარჯიში! 🙂

    ზედამარჯვენაფოტომომეწონა ))

  3. bushka ამბობს:

    ვარჯიში კარგია და არასდროს უნდა შეწყვიტოს ადამიანმა, მაგრამ გახდომა მგონი აღარ გინდა, კარგ პარამეტრებზე ხარ უკვე ❤

  4. ვეკო ჩხეიძე ამბობს:

    ანა, ”ადრე” როგორი იყავი არ ვიცი, მაგრამ ბოლო სურთებში მშვენივრად გამოიყურები : ))

    პ.ს. ისე, დაახლოებით ზუსტად ეგეთი შავი კაბა მაქვს, – ასეთივე მოკლე და დეკოლტით, რომელსაც სამწუხაროდ უკან ძალიან მოკლე ელვა (ზმეიკა :დ ) აქვს და ამიტომ ზუსტად თუ შენი ზომაა არაა ვერ ჩაიცმევ.
    ჰოდა, ამ ზაფხულს ვიყიდე ეს კაბა და მაშინ ვთქვი: ისე არასდროს უნდა გავსუქდე, რომ ამ შავ კაბაში ვეღარ ჩავეკვეტოთქო :დ

Comments are closed.