რისიც მართლა მრცხვენია

გივიმ ტეგ თამაშში დამტაგა, სახელწოდებით , მრცხვენია. ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ბლოგერმა დაწერა პოსტი და თავიანთი სირცხვილები გამოააშკარავეს.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ჩამოთვლილი სირცხვილებიდან უმეტესობა პოსტისთვის გახსენებულ/გამოგონილი გახლდათ . თითქოს ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით მხოლოდ ახლა დაინტერესდნენ. რატომღაც ყველას ახლა შერცხვა არსებული და გადაუჭრელი პრობლემების.

კიდევ, მივხვდი, რომ მთავარია, პოსტებში მკითხველებს, საზოგადოებას დაანახო, რამდენი რამე “გიტყდება მათ გამო, თავაწეული ვერ დადიხარ, იმიტომ, რომ ამდენი გოიმი და ჩამორჩენილი დადის ქვეყნად..

კიდევ მივხვდი, რომ მსგავს თამაშში ვინც არ უნდა ჩააბა, ყველა ერთსა და იმავეზე-საყოველთაო სირცხვილზე, განუვითარებელ ხალხზე მიუთითებს ცხვირაწეული და კდემისა და წესიერების მანტიას მოისხამს.. ფაქტია, ჩვენ ერთმანეთის გვრცხვენია, ძვირფასო მოქალაქეებო.

უცნაურია, თუ ჩვენ ამდენი რამის გვრცხვენია, თუკი მე ვცდები და მეხსიერების ღრმა ხვეულები ზემოთხსენებულთ მხოლოდ პოსტში პუნქტებად ჩამოსაწერი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებისთვის არ ამოუქექავთ, იმ ხნის განმავლობაში, რაც სირცხვილით ვკვდებით, უკეთესობისკენ მაინც უნდა შეცვლილიყო… რამე.

რაც შემეხება მე:

შიშვლად სიარულის მრცხვენია.

ჩემს მოშიშვლებულ მკერდზე მოშტერებული ხარბი მზერის მრცხვენია.

ქუჩაში ნაგვის დაგდების მრცხვენია სხვის დასანახად.

როცა ტყუილში მიჭერენ მაშინ მრცხვენია.

როცა სისულელეს წამოვროშავ, მაშინ მრცხვენია.

დღემდე მრცხვენია შეყვარებულის სახლში მისვლისას მშობლებთან მისალმების.

სემინარის არცოდნის მრცხვენია.

საგნები რომ შემეტენა , მრცხვენია. (არ ვიმჩნევ, მაგრამ გულის სიღრმეში)

და ა.შ.. ჩემი წვრილმანი სირცხვილებით, მარად თქვენი ანნა.

P.S

ვტაგავ თემუჩინს, ნათიას, და დანარჩენებს, ვისაც გინდათ თქვენი ნამდვილი სირცხვილები საჯარო განსჯის საგანი გახადოთ 🙂

 

4 thoughts on “რისიც მართლა მრცხვენია

  1. siyvarulovna says:

    მე ბევრი ვიფიქრე მაგაზე. რეალურად რისი მცხვენია და რისი არა 😐
    ხოდა :/ აღმოჩნდა რომ ძალიან ცოტა რამის მცხვენია :/

    • An Na says:

      შენ – არ ვნანობ არაფერს ტკბილია ცაააააააააააა- ხარ :დ;დ;დ

      • TemuchinN says:

        ჰოო :დ თან იმდენჯერ იყო ეგ თამთასთან უკვე სულიერი კავშირია მათ შორის :დ

  2. TFromJungle says:

    ana, sheni postebis kitxvisas sul vgfrtovandebi xolme :*:*:* me arafris ar mrcxvenia, garda roca umsgavso saqcielSi gamomicheren (quchashi nagvis dagdebis pontebi dziritadad) da kidev mrcxvenia ragacis, rac sxvistvis albat arc ise sagangashoa, magram me martla mrcxvenia, odesme davwer amaze chems mimkvdarunebul blogze

Comments are closed.