გასაუბრება

მოქმედება ვითარდება ორ პერსონაჟს: დამსაქმებელსა და დასასაქმებელს შორის. უფრო კონკრეტულად რიგით დამსაქმებელსა და ჩემს შორის. სფერო, პიარი და სოციალური მედია.
დამსაქმებელი- “იცი რა არის სოციალური მედია? ჩამომითვალე სოციალური ქსელები”

მე- თვალები მიფართოვდება და უკმაყოფილოდ ვიწყებ სოციალური მედიის “რაობის” ახსნას და სოც.ქსელების ჩამოთვლას.

დამსაქმებელი-რამდენ ბლოგერს იცნობ?

მე-ძალიან ბევრს. ვინმე კონკრეტული “სახეები გაინტერესებთ?

დამსაქმებელი-არა, მაინც არ ვიცნობ მე არავის; ბლოგზე რამდენი კომენტარი გაქვს პოსტზე? ბლოგის ფან ფეიჯი გაქვს?

მე-ვცდილობ ავუხსნა, რომ კომენტარების რაოდენობა პოსტის აქტუალური შინაარსითაა გამოწვეული და საშუალო არითმეტიკული ამ დროს არ ჭრის.

დამსაქმებელი-რას გვირჩევ, ბლოგი ბლოგსპოტზე გავაკეთოთ თუ ვორდპრესზე? ge-დომენი გვინდა?

მე-სრულიად ობიექტურად ვორდპრესის ძრავიან და ge-დომენიან ბლოგს ვურჩევ.

დამსაქმებელი-კომპანიის ფან-ფეიჯს რა გზებით მოუპოვებდი ლაიქებს?

მე-ლაიქების მოპოვება საინტერესო კონტენტის ფეიჯზე დადება-გავრცელებით ხდება. მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ რეკლამა ფეისბუქზე… “საკმარისია”- მაწყვეტინებს.

დამსაქმებელი-ვთქვათ ორი ერთი და იმავე პროდუქტის მწარმოებელი კომპანიაში მუშაობის პერსპექტივა გაქვს. ერთში, რომელშიც მუშაობ, დაბალი ხელფასი გაქვს, მეორე კი მაღალს გთავაზობს. რას იზამ?

მე-ხელფასს ავირჩევ.

დამსაქმებელი ფრიად უკმაყოფილოდ – იცი, თანამშრომელმა კომპანიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში, აბა რა წესია, მაღალ ხელფასზე გაცვალოს სამსახური?

მე, ფრიად აღშფოთებული- თქვენ რა გგონიათ, დღეს ხალხი კომპანიების განვითარებაზე ზრუნავს და იმის მიხედვით იცვლის სამსახურს, აქაოდა ბევრი კომპანია გავაუმჯობესოო, თუ საკუთარი პირობების გასაუმჯობესებლად?

დამსაქმებელი-მმმ, ეს სულ სხვა შემთხვევაა, ჩვენთან თანამშრომლები კომპანიაზე ზრუნავენ.. რაც შეეხება ხელფასს და სამუშაო გრაფიკს: დილის ათის ნახევრიდან საღამოს 6მდე, ერთსაათიანი შესვენებით. შესაძლოა ზოგჯერ უფრო დიდ ხანს დარჩენა მოგიწიოს. კომპანიებთან მოლაპარაკების გამართვა შეგიძლია? სწავლა ხელს ხომ არ შეგიშლის? იცოდე, დაგვიანებაში ხელფასი დაგექვითება. ჩვენ არც ისე დიდი ხანია ვმოღვაწეობთ და ამიტომ ვცდილობთ მინიმალური დანახარჯი ვიქონიოთ, ამიტომ დაბალი ხელფასებია. 250 ლარი, პლიუს ბონუსები.

მე-კარგი, მოვიფიქრებ, ნახვამდის.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ვაკანსია სოციალური ქსელების კოორდინატორობას შეეხებოდა, გასაუბრება კი , გუმანით მივხვდი რომ საშინლად არაპროფესიონალ და უხეშად რომ ვთქვა, უვიც ადამიანთან მომიწია. ბევრს არ გავაგრძელებ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს გასაუბრება ნორმალური კომპანიების წარმომადგენლებსა და შესარჩევ კანდიდატებს შორის?

26 thoughts on “გასაუბრება

  1. Djron says:

    ბარემ კომპანიაც დაწერე, მაინტერესებს :დ

  2. Djron says:

    მაგ ბონუსებს “დაგვიანებაში” ხელფასის დაქვითვები ჩაიყვანს ნოლზე :დ
    ასე რომ კომპანიის სახელი დაიდოს!

  3. krosk says:

    მე-კარგი, მოვიფიქრებ, ნახვამდის. <– ეს, იმენა ეპიკია :დ

    ლოლ

  4. Dodie Dodka Kharkheli says:

    წტფ?? :დ

    მსგავს სამსახურზე არასდროს დათანხმდეთ.. არავინ. გასაუბრება და ინტერვიუ მარტო დასასაქმებელის შეფასება კი არა, დამსაქმებელის შეფასებაცაა.

    • anna says:

      რა თქმა უნდა. პირველივე ფრაზიდან მივხვდი რომ შტოტა სძეს ნიჩისტა იყო :დ

  5. ირინა says:

    გასაუბრება მსხვილ, სახელიან, სახელმწიფო სტრუქტურაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსიაზე:

    1. კრეატიული ხართ? (:დ)
    რას გულისხმობთ? :დ
    2. რა საშუალებებით გაუწევთ პოპულარიზებას ჩვენს ცენტრს?
    სოციალური მედია, ვებ-გვერდი, ჟურნალისტებთან ურთიერთობა, არატრადიციული მეთოდებიდან კი – ფლეშ-მობი, ე.წ. ბაზ-რეკლამები.
    3. ქართულად იმეტყველეთ, ფლეშ-მობის შესატყვისი ქართული სიტყვა არ არსებობს? :დდდ
    არა, იცით, ძალიან ახალი ტერმინია :დ

  6. touchkah says:

    კეფაში რომ ამოარტყა არაპროფესიონალიზმი … ნამდვილად ტრავმატოლოგიაში გახდებოდა წასაყვანი. ადამიანს რომ სთხოვ : პასუხისმგებლობას, დაინტერესებას, ერთგულებას ( რაც ყველაზე რთულია ) და ასეთ პირობებში ამუშავებ … მდა. აბსოლუტურად არ აფასებე პოტენციურ თანამშრომლებს და დარწმუნებული ვარ არსებულებსაც არ “ეფერებიან” .

  7. THISain't says:

    დამიჯერე, “მაღალგანვითარებული” კომპანიის “კვალიფიციური” მენეჯერი რომც დაგელაპარაკოს “მოწოდების სიმაღლეზე”, ნებისმიერი საუბარი ხელფასის სავარაუდო ოდენობის კითხვით მთავრდება რის შემდეგაც 99.9 % უარია დასაქმებაზე.

    ამ ქვეყანაში დიდი ხანია მხოლოდ მტრედის ხელფასზე მომუშავე მონები ჭირდებათ და იმასაც უკლებენ ხოლმე.

    არადა საკმაოდ პატარა მოთხოვნა აქვთ როცა განცხადებას აქვეყნებენ საჭირო კვალიფიკაციის სპეციალისტზე, შემდეგ კი თუ “გაგიმართლა” და გასაუბრებაზე დაგიბარეს, ისეთი ჩამონათვალი მიდის დამატებით რის გაკეთება მოგიწევს, რომ შეიძლება გამოუცდელმა ყბა დააღოს პირველად გავიგე ეგეებიო🙂

    • TFromJungle says:

      100% ian “ამ ქვეყანაში დიდი ხანია მხოლოდ მტრედის ხელფასზე მომუშავე მონები ჭირდებათ და იმასაც უკლებენ ხოლმე.”

  8. Gabriel Turkadze says:

    გააჩნია რა პროფესიის ხარ . . მაგალითად პროგრამისტის გასაუბრება ესეთია ნუ თუ ამას გასაუბრებას დავარქმევთ. ზარი ტელეფონზე : გამარჯობათ გავიგეთ ანაზღაურება გაქვტ #### ამდენი ჩვენ გთავაზობთ ერთ ნახევარჯერ #### ამდენს და პლუს ბენზინი ლაპტოპი თავისუფალი გრაფიკი. შენ პასუხობ რო დრო არ გაქ რო მათი შემოთავაზებაც შეითავსო და ცივად თიშავ ყურმილს.

  9. ჩორვენი says:

    ასეთი კომპანიების სახელი საჯაროდ უნდა დაიდოს!! იმისათვის რომ ყველამ იცოდეს რომ დეგენერატები არიან და მეორე იმისათვის რომ იქნებ თვითონაც მიხვდნენ რომ დეგენეერატები არიან და რამე შეცვალონ : )

  10. qristi says:

    – იცი ჩვენთან რატომ მოხვედი?
    – რომ არ მცოდნოდა, ეხლა აქ არ ვიქნებოდი..
    – ჩვენ ახალ საინფორმაციო პორტალს ვაკეთებთ და შენი მოვალეობა იქნება რეკლამა
    – გასაგებია
    – და მკერდი რა ზომა გაქვს?
    – ეგ მნიშვნელოვანია?
    – კი, სიმაღლე,ოდნოში ხარ? მინდა სხვა გარემოში გნახო.

    P. S. ქუთაისის მწერალთა სახლში, ერთ-ერთი კომპანიის გასაუბრებაზე

  11. faifuris angelozi says:

    იცი, თანამშრომელმა კომპანიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში, აბა რა წესია, მაღალ ხელფასზე გაცვალოს სამსახური?
    კარგად კი უპასუხე მაგრამ კითხვა გამიჩნდა,ნუთუ ეს უვიცი ეიჩარი ფიქრობს რომ დაბალანაზღაურებადი კადრით კომპანიას განვითარების პერსპექტივა ექნება? მოკლედ არ არის ამ ქვეყანაში საშველი,ყველას ყველაფერი მუქთად უნდა.

  12. Irakli Dolidze says:

    Are you serious? o.O

    ანახე სოციალური მედიის ძალა და დაგეწერა ეს პოსტი უშუალოდ მაგ კომპანიაზე

  13. teennewson says:

    მეც ვიყავი ორი დღის წინ გასაუბრებაზე.. საოცარი სიტუაცია დამხვდა.. : ))) პიარ მენეჯერს ეძებდნენ და სულ სხვა მოთხოვნები იყო… ხელფასი პროცენტულ გამომუშავებაზე და ხალხს რამდენსაც მიიყვანდი იმდენი პროცენტი გემატებოდა :დ

  14. TFromJungle says:

    “ჩვენთან თანამშრომლები კომპანიაზე ზრუნავენ” – aq erti didi loooooooooooooool. ra sasacilo adamiani, romelic aset sisuleles warmomidgenia rogori patosit ambobda :D:D

Comments are closed.