რა მოხდა 1 წელში

მეორე წელია ბლოგი მაქვს. შესაბამისად მეორე წელია ტრადიციად გადავაქციე ერთი თვით ადრე წლის შეჯამება-ერთი თვით ადრე დაბადების დღემდე. სამაგიეროდ არ ვწერ წლის შემაჯამებელ პოსტებს ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ან გვიან.

2011 წელი 2010ზე უარესიც იყო და უკეთესიც. გააჩნია როგორ შეხედავ მოვლენებს, ან როგორ არიან ქრონოლოგიურად ისინი დალაგებული. ვაღიარებ, წლის დასაწყისი სრული კოშმარი აღმოჩნდა ჩემთვის. არა, არავის ვაბრალებ, ადამიანებს ყველაფერი საკუთარი წინდაუხედაობისა და გაუფრთხილებლობის წყალობით ემართებათ, შესაბამისად შედეგსაც მალე იმკიან ხოლმე. სირთულეები პირად ცხოვრებაში, სირთულეები უნივერსიტეტში, სირთულეები სახლში ,  და რაც მთავარია გამოსავლის არარსებობა რამდენიმე თვის მანძილზე ვიტანე. შემდეგ ექშენზე გადავედი. კერძოდ:

წლის დასაწყისში დაწყებული უბადრუკი სიყვარულობანა ფეხებზე დავიკიდე. როგორ? ჩვეულებრივად . 

სამაგიეროდ, ახალი გენიალური რილეიშენშიფში გავყავი თავი . 

ემოციურად და მისაღწევად პრობლემატური საცხოვრებელი ადგილი ახლით შევცვალე. 

სწავლას მივხედე.

დამატებით ბონუსად ფინანსურად მთლიანად დედაჩემზე დამოკიდებული აღარ ვარ . 

დავიკელი 5 კილო და დავიწყე ვარჯიში – გავაკეთე ის, რაც ძალიან დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა.

ამ ყველაფრის შემდეგ დავრწმუნდი რომ ყველაფერი შემიძლია შევცვალო უკეთესობისკენ, თუ ამას მოვინდომებ. მოვინდომე და შევცვალე კიდეც. თუ 2011  წელს კიდევ ერთხელ გადავავლებ თვალს , თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს ძალიან კარგი წელი იყო, იმიტომ რომ კარგად დავასრულე .

რაც შეეხება 2012 წელს: თუ დუ ლისტების გაკეთება არ მიყვარს , იმიტომ რომ არ ვიცი რა მოხდება მომდევნო 12 თვის განმავლობაში. უბრალოდ ჩემს ჭკუას, რომელიც კიდევ უფრო მომემატა, სათანადოდ გამოვიყენებ. უფრო მეტს ვიშრომებ, უფრო ბევრს ვისწავლი. უფრო ბევრ რამეს ვისწავლი .ნაკლებად მივცემ უფლებას ნეგატიურ მოვლენებს, სიმშვიდე დამირღვიონ. – ფაქტიურად ესეც თუ დუ ლისტის მსგავსი რაღაც გამოვიდა:)

ერთ თვეში კი ჩემი დაბადების დღეა. ახალი წლის ათვლა და ახალი თავგადასავლები ჩემთვის 23 თებერვლიდან იწყება. ბევრ საჩუქარს გავუკეთებ ჩემს თავს 😀

5 thoughts on “რა მოხდა 1 წელში

  1. siyvarulovna says:

    ჰმ, ხო თუ გავითვალისწინებთ როგორ დასრულდა 2011 შეიძლება ითქვას რომ კარგი წელი იყო ❤ მაგრამ 2012 წელი 2011-ისგან განსხვავებით კარგად დაიწყო, და იმედი მაქვ ასევე კარგად დასრულდება ❤

  2. Kate_AlukaЯD says:

    სამაგიეროდ, ახალი გენიალური რილეიშენშიფში გავყავი თავი

    შენ ქართველი არის? :დდდდდ

  3. zurriuss says:

    ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობებიც შეიცვალა: გახსოვს, თავიდან როგორ ვერ მიტანდი? ახლა კიდე… სოუ სვიიით :დდდდ

Comments are closed.