Conor Maynard

რამდენიმე დღის წინ იუთუბზე დავძვრებოდი და რენდომ ლინკებს ვუსმენდი ყველა საყვარელი მელოდიის მოსმენის შემდეგ.

ბოლოს წავაწყდი ამ ყმაწვილს:

თუ არ დაგეზარებათ და ერთ ვიდეოს მაინც უყურებთ ცოტა ხნით, მიხვდებით რომ ეს ბიჭი პოპვარსკვლავების სიმღერებს აქავერებს, თანაც არაჩვეულებრივად.

ძალიან ბევრ ვიდეოს ვუყურე , თანაც რამდენჯერმე. ასე ამოვიჩემე თავის დროზე მადონაც, ჯეკ ბეღურას პერსონაჟი და მეტალიკაც. კონორიც ძალიან მომეწონა. ნიჭიერი, საკუთარი სტილის მქონეა და გული მწყდება, როცა ჯასტინ ბიბერის პოპულარობას მსოფლიო მიაქვს, რატომ არავინ იცის ეს ბიჭი საქართველოში? გამოგიტყდებით და ჩემი აღმოჩენა მგონია და თუ ეს ასე არაა, მითხარით რომ ვცდები , გამეხარდება.

რაც აღმოვაჩინე, მას შემდეგ თვალს ვადევნებ მის ფეისბუქგვერდს. ესეც თქვენ კიდევ ერთი ვიდეო, მეკი წავალ, იქნებ კიდევ ერთი მომავალი ვარსკვლავი აღმოვაჩინო.