გილოცავთ ახალ .. მეფეს

პირველ რიგში, ახალ წელს გილოცავთ, იმედი მაქვს ყველამ სურვილისამებრ გაატარა და ისიამოვნა, ახლა კი, თქვენის ნებართვით, საქმეზე გადავალ.

ალბათ შეამჩნევდით, საზოგადოებას, ცოტა არ იყოს, მობეზრდა მიშას და ბიძინას დატოლება, პატრიარქის ფანატიკური სიყვარული, რამეთუ ხალხი ბრძენია და ყველა კარგად მიხვდა, რომ ამ ყველაფრისგან ხეირი არ იქნებოდა, მააგრამ, თუ თქვენ დახედავთ ამ სტრიქონის დაბლა არსებულ ფოტოს, მიხვდებით, რომ ღვთის შეწევნით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალი მახათი გამოგვიჩნდა:


ალბათ მიხვდით..

თუ მაინც ვერ მიხვდით, მე აქ რისთვის ვარ?  ეს პატივცემული სენიორი და სენიორა ამ ბავშვის მშობლები არიან, ეს უკანასკნელი კი საქართველოს იმედი, ერის გადამრჩენელი, ღირსეული ვაჟკაცი და მამის კოპიოა ! იცნობდეთ, მისი უდიდებულესობა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე. იმ ტახტის მემკვიდრე, რომელიც არ გვაქვს და იმ მამის შვილი, რომელიც ესპანურ ისტორიას უფრო კარგად იცნობს ალბათ, ვიდრე საქართველოსას;

ვიდრე ამ ბავშვს მშვიდი ძილით სძინავს და წარმოდგენაც არ აქვს, რა გნიასი და თმების პუტვა მიდის მისი ფოტოს ქვეშ ფეისბუქზე, კომენტარებში თავმოყრილმა პატივცემულმა პატრიოტებმა უკვე გადმოალაგეს ჩაჟანგებული ქამარხანჯლები, ალესეს კიდეც და აბჯარასხმული ელიან პატარის გაზრდას.

ახლა, რა ხდება სინამდვილეში: როგორც ამ ბალღს, უკვე მეფე გიორგიდ წოდებულს არ ადარდებს ქვეყნის ბედ-იღბალი და ფერად კურდღლებს დასდევს სიზმარში, ისე არ ფიქრობენ საქართველოს გამთლიანებაზე არც მისი თავდადებული მშობლები და არც ვინმე სხვა. გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ არაფერი გვეშველება. რატომ?

იმიტომ რომ ყოველთვის ველოდებით ვიღაც სხვას, ვინც გარეთ გამოგვყრის, გაგვაერთიანებს , მერე  ბრბოდქცეულები ჩვენს ბელადს ხან ჩაის დალევას მოვუწონებთ, ხან ქართული ოცნების ახდენას შევეცდებით, მომავალში ალბათ ჩოხებს ჩავიცვამთ, ჩიხტიკოპებს ჩამოვიმხობთ და ხორუმს და სამაიას ჩამოვუვლით სადმე, სადაც სამეფო კარავი იქნება დაცემული. ანდაც, იქნება?

მოდი დავმშვიდდეთ, ჩვენც დავლიოთ ჩაი და დავფიქრდეთ, რად გვინდა სამეფო ოჯახი საქართველოში. პირველ რიგში იმიტომ რომ დამატებითი ხარჯები დააწვეს ისედაც გაღატაკების პირზე მყოფ ქვეყანას; კიდევ იმიტომ, რომ ყველას კი არ ყავს მეფე! და კიდევ იმიტომ, რომ  გვჭირდება ვიღაც, ვისაც ქედს მოვუხრით და ტერფებს დავუკოცნით, მეფე კი ამისთვის საუკეთესო კანდიდატურაა, ცილსაც ვერავინ დაგვწამებს რას სჩადი ერო , გამოფხიზლდიო , აბა როგორ მეფეა და ადათი მოითხოვსო, ჩვენ ამაყად ვუპასუხებთ!

სიტყვა გამიგრძელდა, მეგობრებო, არადა მეფე კარზეა მომდგარი, მეც მოსამზადებელი ვარ. წავალ, დავჯდები და მანდილს მოვიქსოვ, მე რაა სხვებზე ნაკლები ვარ, გვარიშვილობით თუ ქონებითა? !

 

 

11 thoughts on “გილოცავთ ახალ .. მეფეს

  1. zurriuss says:

    ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ მაგარი ბანძი ახალი წელი გქონდა😀
    გულით გიოცავ, დარლინგ :*

    • anna says:

      რადგან აუუუუ რა მაგარი დრო გავატარე არ დავწერე ესეიგი ბანძი ახალი წელი მქონდა?:დ attention whore არ ვარ ზურა უბრალოდ :დ

    • anna says:

      წავიკითხე შენი პოსტი და ვფიქრობ, საკმაოდ იდეალისტი ხარ . შენი აზრით , ის ყველაფერი , რაც პოსტში გაქვს ჩამოწერილი, საქართველოში ნაწილობრივ მაინც გაამართლებს?

      • faifuris angelozi says:

        ახლა არა ,მაგრამ მაგის დროც მოვა,საზოგადოება გაიფილტრება,ვგულისხმობ მიხვდება რა არის უკეთესი და უარესი და შესაბამისად გაამართლებს)

  2. anna says:

    დაახლოებით რამდენი ხანი დაჭირდება ქართული საზოგადოების გაფილტვრას? ძალიან დიდი ხანია კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ. ყოველშემთხვევაში, ეს ბალღი რომ დაჭაბუკდება და მეფობისთვის მზად იქნება, არც ქართველები იქნებიან გონებადამჯდარები და არც უფლისწული-დაღვინებული :დ
    ძალიან კარგი წყობილება გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ სულელი მმართველებით. და როცა ქვეყნის სათავეში იდიოტები არიან, ვერც მონარქია გვიშველის და ვერც საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკა🙂

    • faifuris angelozi says:

      მმართველებს ვერასოდეს ვერაფერს დავაბრალებ სანამ თითოეული ჩვენგანი ქუჩაში თუნდაც კამფეტის ქაღალდს კი არ გადააგდებს,არამედ ნაგვის ურნაში ჩააგდებს.მარტო ამ ელემენტარულით ჩანს საზოგადოების შეგნების კოეფიციენტი.
      ჰოდა ეს პრობლემა სადღაც 20 წელიწადში სრულიად შესაძლებელია მოგვარდეს ოღონდ არა შენი,არამედ მომავალი თაობისგან,აი ამ ბავშვის ტოლი თაობისგან და აუცილებელი არ არის მაინცდამაინც ეს იყოს მომავალი მეფე.მანამდე კიდევ ბევრი გამოჩნდება და საკითხიც გაიფილტრება.
      პ.ს. სათავეში მყოფი შენი თქმით “იდიოტი”,ჩემის აზრით კი ჩვენზე “ჭკვიანი” საზოგადოების დამსახურებაა))))

  3. TFromJungle says:

    კატერინას ვეთანხმები და უბრალოდ არ მჯერა რომ სერიოზულად დგას ეს საკითხი, 21-ე საუკუნეში ეს ორი სრულწლოვანი ადამიანი ამ უაზრო მიზნის გამო შეუღლდა და ახლა თავიანთი მოკლე ჭკუით მეფეს ზრდიან. რაღაც წარმოუდგენელი აბსურდია

Comments are closed.