საქართველოს ბანკის მოპარული ახალი წელი

ახალ წელს ყველა კომპანია ცდილობს ორიგინალურობა გამოიჩინოს და სათანადოდ შეხვდეს საზეიმო დღეებს. ზოგიერთი მათგანი იღებს კლიპებს, ზოგიერთი რეკლამებს და ა.შ. ამჯერად თვალი დავადგი საქართველოს ბანკის ბოლო საახალწლო კლიპს, რომელიც , როგორც წესი, ძალიან მხიარული, რიტმული, სასაცილო და საყვარელია, ყველას გვართობს და გვაბედნიერებს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც პლაგიატობას აქვს ადგილი.

ვისაც ჯერ ნანახი არ გაქვთ, იხილეთ საქართველოს ბანკის მიერ გაკეთებული კლიპი:

Santa 2012 Bank of Georgia

 

ახლა ნახეთ ყველასთვის კარგად ნაცნობი კლიპი –

Fatboy Slim – Weapon Of Choice ft. Bootsy Collins

 

მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ ბევრად უფრო კრეატიული სცენარისტები გვყავს, ვიდრე ეს ბოგის 2012 წლის მისალოც კლიპშია ასახული 🙂

 

30 thoughts on “საქართველოს ბანკის მოპარული ახალი წელი

  1. Natosha ამბობს:

    ამმმმმ…. იმას პრინციპულად ვერ ვხვდებით, რომ სპეციალურად კლიპის სტილში იყო რეკლამა გაკეთებული? O.o

  2. anna ამბობს:

    Saba Lekveishvili ფეისპალმების ზეიმი მაქვს დილიდან ამ პლაგიატობის თემაზე :დ
    ქავერი, ლიცენზიის ყიდვა და სხვა ასეთი თემები ყველამ დაიკიდა იმინა :დ
    2 minutes ago · Like

    Lexo Machavariani მე ხომ არ დავიკიდე კაცო, რატომ ანზოგადებ ? :დ
    about a minute ago · Like
    An Na ყოველთვის სხვისგან ყიდვარატომ უნდა გჭირდებოდეთ? ვერ ვხვდები :დ
    a few seconds ago · Like
    An Na აუცილებელი რიმეიქები აკეთო ყოველ ახალ წელს? ;დ
    a few seconds ago · Like
    An Na თუ უ ვას ტაკაია ტრადიცია … კაჟდი ნოვი გოდ ;დ
    იხილეთ ეს კომენტარები და იმედია ჩემი აღშფოთების მიზეზსაც იხვდებით

  3. DICOM ამბობს:

    ნუ ისე მთლად მოპარული არაა 🙂 კრისტოფერ ვოკენი მემგონი თავის კლიპში არავის დასდევს მო^&*@^^&ად 🙂 ჩემი აზრით არაეთიკურია კონკურენტის მიმართ ასეთი კლიპების გადაღება 🙂

  4. Me ამბობს:

    თითქოს ეს პირველი იყოს რაც მოიპარეს :)))) ავტოსესხის რეკლამაც მოპარული არა აქვთ? და კიდევ სხვებიც 🙂

  5. ნასტასია ამბობს:

    მსგავსება სრულიად გამიზნულია ამ ორ ვიდეოს შორის და ლიცენზია ნაყიდი აქვს ბანკს მაგისი, რომ მსგავსება დაშვებული ყოფილიყო 🙂 ასე რომ, მოპარულს ვერ დაარქმევ ამ ამბავს

    • anna ამბობს:

      მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ მაინცდამაინც მე არ ვარ პირველი, რომელსაც “საგანი” არ ესმის და იმაზე ლაპარაკობს, ამიტომ , არ მესმის რატომ გიკვირს და გავაგრძელოთ იმით, რომ ჩემს პირად ბლოგზე სრულიად ალოგიკურ რაღაცებზეც კი ვილაპარაკებთ.
      ახლა რაც შეეხება ამ რეკლამებს. სრული უფლება მაქვს არ მომწონდეს, მერე რა რომ ლიცენზია აქვს ნაყიდი? ბევრად უკეთესი იქნებოდა რამე თქვენი იდეა გაგეკეთებინათ და ასე წასულიყო ეგ ჩაფიქრებული კამპანია, რომელიც წლების მანძილზე გრძელდება და არა სხვადასხვა ცნობილი კლიპებიდან გადმოტანილი სცენარებით.
      სულ ესაა 🙂

      • David ამბობს:

        სრული უფლება გაქვს არ მოგწონდეს.
        არანაირი უფლება არ გაქვს მოპარულობა დააბრალო.

        ახლა კი უფრო ვრცლად: როცა ადამიანი ისეთ რამეზე ლაპარაკობს მტკიცებით ფორმაში, რისი საგანიც არ ესმის, ამას ძველქართულად ქვია “რიჟა ბაზარი”, ხოლო ახალქართულად – “ბულშითი”. დავიჯერო გაქვს სურვილი შენი ბლოგით ბულშითმეიქერთა რიგებში შეაბიჯო?

        როცა საკითხში გინდა გაერკვე, ან შენი პოზიცია გამოხატო ისეთ თემაზე, რომელშიც არ გაქვს საკმარისი “ბაგაჟი”, მტკიცებითიდან გადადიხარ სადისკუსიო ფორმაზე და სვამ კითხვებს აუდიტორიის მხარეს. ამ შემთხვევაში კომენტარებში დაიწერება სხვების პოზიცია და შენც შეინარჩუნებ “სახეს”. ეს ისე, სამომავლოდ.

  6. journaliar ამბობს:

    მე მაინც მგონია, რომ სარეკლამო ბიზნესში პლაგიატი არ არსებობს. ანუ, რაც მოსაპარია უნდა მოვიპაროთ…
    და მირჩევნია ქართველების ნაფიქრ ღლეობებს, კოპირებული კარგი რამე ვნახო ტელევიზორში, რომელსაც, ჩემდა სამარცხვინოდ, სულ უფრო ცოტა დროს ვუთმობ უკვე 🙂

    • anna ამბობს:

      ქართველების გაკეთებულ ღლეობებს რაც შეეხება- ეგ სულ სხვა თემაა და კიდევ უფრო სამწუხარო:
      არსებობენ “კრეატიული” მენეჯერები და არსებობენ კრეატიული თანამშრომლები. “კრეატიულების” მთავარი ფუნქცია დღეს არის ის, რომ თუნდაც უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ხელქვეითის აზრი დაიიდონდა მიაწვენ საპირისპირო ყლეობას 🙂 შედეგად გვაქვს ის ქაქი, რასაც ყოველდღე ვუყურებთ.

  7. Lord Vader ამბობს:

    უოქენი ცეკვავს კონგენიალურად.
    ყოველთვის მინდოდა ამიას თქმა. 🙂
    სხვა დანარჩენი გითქვამთ უკვე და…

  8. Lord Vader ამბობს:

    უოქენმა მო*ნა უკვე მოსა*ნავი და ამიტომ აღარ დასდევს. დასამტკიცებელი არაფერი აქვს.
    აქ კი ბანქერსმა თიბისი წლის საუკითესო ბანკების სიაში დაასახელა 🙂

    • David ამბობს:

      ეგეთი დასახელებები თიბისისაც ვედრამანეთად აქვს და სბ-საც 🙂 დიდი ხანია უკვე ნექსთლეველზეა სბ ასული და აღარ დასდევს მაგ დასახელებებს, რადგან ლონდონის ბირჟაზეა გასული და სულ სხვა პარამეტრებით ფასდება ამ ბანკის პერფომანსი 🙂

      • Lord Vader ამბობს:

        კაი, რახან აქ ასეთი სახალისო წინასაშობაო დისპუტი მიდის მაშინ ასეთი კითხვა:
        თუ ნექსთლეველზე ხართ უკვე და ეგ მისია შეასრულეთ, რას გადაეკიდეთ ამ ქართველ ფიფქიას? გადადით ევროპულ ლეველზე. 🙂
        თან იქ უფრო ფიფქიანი ფიფქიები იციან. ფითქინა და თეთრი-თეთრი.

  9. presgeo ამბობს:

    getanxbei ani ratom ubda sheuwuxoo zedmetat tavi roca gaqvs fuli da gaqvs shansii tundac iyido licenzia da gadaigo dzalianmartivat da xarisxianat mshvenieri lamazii saxaliso klipi 🙂
    mxolod erti gogos arsaddevs martla kata tqgvivit tore igivea frena mainc sheecvalat :DD: mokled mtavaria kargi da saxalisoa 🙂

  10. გასტო ამბობს:

    გასაგებია იყიდეს და არ მოუპარავთ, მაგრამ ეს უკვე მერამდენე კლიპია რასაც საუბრები მოყვა და თან ცუდი, ხოდა იქნება თავისი გადაიღონ, მგონი მოიპოვება რესურსები საქართველოში.
    ალბათ ზოგი იტყვის ცუდი საუბრებიც, რომ მოყვა მაინც რეკლამააო, მარა მეეჭვება ამდენჯერ პლაგიატის იარლიყის მიკერება კარგი იყოს ბანკისთვის.

  11. faifuris angelozi ამბობს:

    ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია რომ აქ ქორეოგრაფია კოპირდება,თორემ ჯანდაბას იდეის კოპირება.

  12. TFromJungle ამბობს:

    ჩემი აზრით საკამათო არაფერი იმაში, რომ კლიპი ამერიკულიც და ქართულიც სასიამოვნო საყურებელია, მაგრამ კრეატივის მხრივ მხოლოდ რუსკა მაყაშვილია დამატებული და ტანსაცმელია შეცვლილი. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ საქართველოს ბანკის მარკეტინგულ ჯგუფს აშკარად უჭირს რეკლამების ამბავში, ფანტაზიის დახშობაზეა აქ საუბარი. წესად გაიხადეს ის, რომ სხვებისგან უნდა იღონ ყველაფერი, მგონი არც ჯერათ რომ თვითონაც შეუძლიათ კარგი რეკლამის მოფიქრება და აპრიორი სხვისგან იღებენ რაღაცებს, დავითის კომენტარს რაც შეეხება, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს ბანკმა ლიცენზია აიღო თუ არა და ანა სიტყვა მოპარვას გამოიყენებდა თუ მიბაძვას? პოსტი აშკარად იმ უკმაყოფილობით იყო დაწერილი, რაც საქართველოს ბანკის გამუდმებულ დახშულ კრეატივს თუ უკრეატივობას შეეხება

დისკუსია დახურულია.