ვინ აფინანსებს ბლოგერებს

დღეს ორ საათზე პიონერთა სასახლეში ვიყავი, ამერიკულ კუთხეში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ინიციატორი ჯეფრი ანისიმანი გახლდათ, ევროპისა და ევრაზიის ბიუროსსაერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი. საუბარი უნდა ყოფილიყო არჩევნებზე და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რომელშიც ქართველ ბლოგერებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

აქ პატარა დაბრკოლება წარმოიშვა. დამსწრე 4 ბლოგერიდან 3 პირადი ბლოგების მფლობელები ვიყავით და პოლიტიკაზეც ძალიან იშვიათად ვწერთ. როცა მან გვკითხა რამდენად აინტერესებთ ქართველ ბლოგერებს პოლიტიკა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, გულახდილად ვიტყვი, შემრცხვა. ფაქტია, საქართველოში ბლოგინგი უბრალოდ ჰობია, რომელსაც მგონი არავინ ეკიდება სერიოზულად. პრინციპში, რატომ უნდა მაინტერესებდეს პოლიტიკა, როცა არსებობს უამრავი სხვა საინტერესო და სასიამოვნო სფერო, რომლით გატაცებაც შეიძლება და რატომ უნდა ვაბინძურებდე გონებას და ბლოგს, რომელსაც განტვირთვის საშუალებად ვიყენებ ნაგვით? დღესდღეობით მიმდინარე ე.წ პოლიტიკურ პროცესებს პირადად მე მხოლოდ ამ სახელით თუ მოვიხსენიებ.

მოკლედ, შევთანხმდით , რომ პოლიტიკას ბლოგერები ამრეზით უყურებენ და ორიათას კაცში სულ რამდენიმე წერს მასზე. შემდეგ გამოჩნდა რეზონანსის ჟურნალისტი, რომელმაც სულ სხვა კუთხით წაიყვანა მსჯელობა და ფაქტიურად დაგვადანაშაულა იმაში, რომ ქართველ ახალგაზრდებს საერთოდ არ გვაინტერესებს ხალხის, ქვეყნის ბედ-იღბალი და რაში წერაზე ვხარჯავთ დროს, კაცმა არ იცის..

მე მაქვს კითხვა: ყველა ჟურნალისტს, რომელიც პოლიტიკაზე წერს, ინტერესი ახრჩობს და სიხარულით წერს ცხელ-ცხელ ნიუსებს თუ ამაში ფულს უხდიან? რა თქმა უნდა ფულს უხდიან. ფულს უხდიან ნებისმიერი სისულელის დაწერა-გადაღებაში, რასაც დღესდღეობით მიაქვს ტელევიზია , პრესა და ინტერნეტგამოცემები.

აქედან გამომდინარე მაქვს მეორე კითხვა: რატომ არ უნდა გვიხდიდნენ ფულს ჩვენ ბლოგერებს? იმიტომ რომ ჩვენ მიუკერძოებლები ვართ და ჟურნალისტის სტატუსს არ ვატარებთ? დიახ, ჩვენ მეტნაკლებად მიუკერძოებლები ვართ და რაც გაგვეხარდება და საინტერესოდ მოგვეჩვენება, იმაზე დავწერთ, ცხადია, თუმცა პატივცემულ ჟურნალისტს აღმოაჩნდა ფრიად კონფიდენციალური წყარო, რომლისგანაც უტყუარ ინფორმაციას ფლობს ბლოგერების დაფინანსების შესახებ.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩვენ, ბლოგერები ფრიად კორუმპირებული სექტა ვართ, რომლებსაც ფულს უხდიან იმაში, რომ წერონ შეკვეთილი პოლიტიკური პოსტები და შებღალონ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის , პრეზიდენტის , ან თუნდაც სახელგანთქმული ბიძინას სახელი. უცნაურია , რადგან როგორც თავიდან აღინიშნა, პოლიტიკური ბლოგერები არ გვყავს, შემდეგ უეცრად აღმოჩნდა რომ გვყავს, თანაც ანაზღაურებადი. ჰო, აბა რა.  მეტს არც ველოდი რეზონანსის ჟურნალისტისგან, რომელიც პროფესიიდან გამომდინარე ბუზის სპილოდ ქცევას ცდილობდა სრულიად უადგილოდ და სულ მალე გამოაშკარავებას დაგვპირდა.

მოკლედ, ყველა სიკეთესთან ერთად კორუფცია ყვავის ბლოგერებში.

კორუფცია იქით იყოს, მე ორი რაღაც მაინტერესებს: ჟურნალისტის ანონიმური წყაროს  და ბლოგერების დამფინანსებლის ვინაობა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე სარფიანად მივეყიდო . თავს ლაფი აპოლიტიკურობის გამო დამესხმება თუ კორუმპირებულობის, მგონი არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ასე რომ გელოდებით, მიყიდეთ ვინმემ !

P.S

ნეტავ ბატონმა ჯეფრიმ რა იფიქრა, გვეშველება რამე?

18 thoughts on “ვინ აფინანსებს ბლოგერებს

  1. siyvarulovna ამბობს:

    კაკრაზ ცოტა ხნის წინ მოვრჩი ბლოგზე პოსტის წერას იმის სესახებ თუ რატომ არ წერენ პოლიტიკაზე :დ
    და კიდევ :დ დაე გამჩნდეს ვინმე და გადამიხადოს მაინც ტყუილად გვადანაშაულებენ და :დ

  2. Gocha Gabodze (@gabo_ge) ამბობს:

    ბატონმა ჯეფრიმ ვერ გაითვალისწინა რომ ბლოგერებს ძილი უყვართ 🙂 როგორ მინდოდა დასწრება და ჩემს მაღვიძარას დილით სულ კარგები ვაგინე 😦 გაერთობოდი აბა რა რეზონასნსის ჟურნალისტი ჭკუას რომ გარიგებს

    • anna ამბობს:

      2 საათი იყო, რა გინდოდა?
      მოგეშლებოდა ნერვები , ეს გამაზე მხოლოდ თორემ სხვა დანარჩები ისედაც ვიცოდით :დ

  3. Mari ამბობს:

    ჰმ.. ქვეყნის ბედ-იღბალი არ გვაინტერესებს თურმე, რადგან ივანიშვილი vs. სააკაშვილის თემას არ განვიხილავთ, ყველა კონტექსტში და ყველა მხრიდან? ვინც მაგას ამბობს, პოლიტიკაზე საინტერესო განსახილველი თემა არ ეღირსოს, თავისი კარიერის განმავლობაში, ვოტ!
    მე მეპატიეთ აღშფოთებისათვის. ჯერ ნათიას პოსტი წავიკითხე ამ თემაზე, ახლა შენი და თავი ვეღარ შევიკავე.

    • Dv0rsky ამბობს:

      არა, ერთი ის თქვა, პატიმრებს რომ ცემით კლავენო, რატომ არაფერს ამბობთო.
      მე ვუპასუხე – გირგვლიანის ამბის მერე ყველამ კარგად ვიცით, რომ უბრალო პროტესტს არანაირი აზრი არა აქვს მეთქი და ვითომ ვერ გაიგო

      • Mari ამბობს:

        არ უნდათ, ბლოგერები გამოგვიყენონ სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად? 😀 ბარემ რამე პარტიასაც შევქმნით და გამოვიბამთ ძაღლის ყბებს ყვირილით…
        ისე, მარშუტკის ტარიფები რომ გაიზარდა, ბლოგერი არ მეგულება, რომ არ დაეწეროს მაგ თემაზე და რა მერე? გვეშველა რამე?

  4. kevana ამბობს:

    ლოლზ, იმედი მაქვს ანნ, რომ შენ “ცემე” ეგ არამკითხე.. “ცემა” გადატანითი მნიშნველობით ცხადია. ძირითადად სწერვობა ვიგულისხმე ^^
    ხო, ბლოგერთა პოლიტ თემები დაინტერესებას რაც შეეხება:
    1) პირადად მე პოლიტიკა ფორუმ,გე–ზეც მეყოფა, ახლა ბლოგზეც ვაცხო კიდე პოლიტ პოსტები. გარდა მაგისა, რომელი პოლიტოლოგი მე ვარ რომ ცხელ–ცხელი ანალიზები ვწერო. კაი, არ მომეთხოვება დავუშვათ პოლიტოლოგობა, და როგორ წარმოუდგენია მაგ ჟურნალისტს, დავწერ ჩემს სუბიექტურ აზრს და ამით დამთავრდება? არ უნდა იკითხოს, როგორ დავწერ, რა პოლიტ.იდეოლოგიის მიმართულებით? თუ ეს უკანასკნელი არაა მნიშვნელოვანი?
    2) კორუფცია მოიკითხოს ჟურნალისტიკაში :/

    პ.ს. აუვთუხთუხდი ^^

    • anna ამბობს:

      რომ დამთავრდა შეხვედრა, დავუწყეთ კამათი და ყურად არ იღო, იდიოტივით იდგა და გაიძახოდა ერთსა და იმავეს, ისე მომეშალა ნერვები, ლამის პირდაპირი მნიშვნელობით ვცემე :დ;დ;დ;დ

  5. ჩორვენი ამბობს:

    აუუუ მე რატომ არ ჩამრთეს დასაფინანსებელთა სიაში??
    ჩემზე ინტრიგანს ბევრს ვერ ნახავდნენ. მეწყინა . ახლა ორჯერ მეტს მოვითხოვ ვიდრე თავიდანვე რომ შემოეთავაზებინათ თანამშრომლობა.

    ვაიმე როგორ აფრენს ზოგი ჟურნალისტი : ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  6. Nikusha Marx ამბობს:

    აუ სულ გადამავიწყდა მოსვლა 😦 ჟალ 🙂 პოლიტიკაზე იყო არადა

  7. სივრცე ამბობს:

    დაუშვათ ფულს მიხდიდნენ,
    ეგ უფასოდ წერს?
    სულ გააფრინეს რა ამ ჟურნალისტებმა.

    ვინმე თუ ჩემს ბლოგს დააფასებს და ხელფასს დამინიშნავს ძალიან ბედნიერი ვიქნები.

  8. Lukian ამბობს:

    ანა, რეზონანსის ჟურნალისტისთვის უნდა გეთქვა, ერთი რეზონანსის სტატია და ერთი ნებისმიერი ტოპ-ქართული ბლოგპოსტი დაუყენეთ გვერდიგვერდ და ჩაიხდით იმის სურვილით რომ ბლოგერებმა დაგაფეხმძიმონთქო : ) ჯერ იქედან დავიწყებ რომ 2009 წლიდან ვწერ, მანამდეც ვწერდი და უფრო ღვაწლმოსილი (აქ იგულისხმება უფრო ძველი) ბლოგერებიც გვყავს, მაგრამ ახალი არც მე არა ვარ ამ შემთხვევაში, აღმოჩენა საერთოდ ჩემი ბლოგის და იმისა რასაც ვწერ მაშინ ვიგრძენი როცა ”ფეისბუქკა რა ჰქმნა?!”-ში დაიბეჭდა ლუკიანეს სტატია. რა გადახდაზეა საუბარი და რა აფსურდებამდე დავიდნენ 🙂 ღადაობა ისაა, რომ მიაჩნიათ ე.წ. ”ექსკლუზივი” სხვების გათითხვნაა და სადაც მოეხასიათებათ ყველგან ვითომ ექსკლუზიური – *ლეური ინფორმაციებით ცდილობენ თავის წარმოჩენას. პირადად მე კი ერთხელაც არ მიგრძვნია რამით წინ ყოფნა რიგით ადამიანზე ნებისმიერ რამეში, რომ ის ვიღაც ახლა წერს და მე დიდი ხანია ვწერ, ამბიცია არაფერ შუაშია 🙂 აქ უკვე იმაზეა საუბარი რომ თუ ვწერ და მოსწონთ რატომ არ ვარ აღსანიშნი 🙂 … ეს პროტესტები მაწუხებს დიდი ხანია, მაგრამ არავისადმი არაა ეს პროტესტები მიმართული, უბრალოდ ასე ვაკუუმში არსებობს. ჰოდა კბილები კარგად გამოიხეხოს როცა ფულზე და დაფინანსება – სექტანტობაზე დაიწყებს ლაპარაკს ეგ ვიღაცა რადგან რეალურად რეზონანსის უფერულ სტატიებს უფრო ”დიდი” ფასი აქვს დღეს ვიდრე ვიღაც ლუკიანეს ან ვიღაც გელბახიანის პოსტებს. მიზეზი კი მარტივია – ჩვენ ჩვენთვის გათვლილ ექსკლუზივებს (”-ესენი დამავიწყდა) ვაზიარებთ, ისინი კი კარგად ფლობენ ხალხის სამანიპულაციო ტექნიკას – პოლიტიკას (არაპოლიტიკურ თემებსაც სკანდალებს ეძალებიან მხოლოდ) და ანაზღაურება კი მხოლოდ იმიტომ არაა რომ ჩვენ ბუნებაში ასე ცალკე ვარსებობთ – ბლოგერები (არც ჟურნალისტებად მოვიაზრებით და არც ვებ პუბლიცისტებად) ამიტომ უკან გაიკეთოს ეგ თავისი აზრი და ჩვენ თუნდაც წამახალისებელ პონტში ვინმე რამეს გადმოგვიგდებს სასიხარულო იქნება მხოლოდ და მხოლოდ

  9. Jason Evans ამბობს:

    გამეცინა :დ ბლოგერებს ეგღა გვაკლია პპოლიტიკაზე ვწეროთ და გავფრინდებით :/

  10. bioblog.me ამბობს:

    მოქმედი ჟურნალისტიგან ბლოგერების დადანაშაულება თავის გამოძვრენის ვარიანტი მგონია. რასაც თვითონ ვერ (არ) აკეთებენ, უნდათ სხვას გადააბრალონ.

    ისე, რაც შეეხება პოლიტიკურ ბლოგებს, მათ ნაკლებობას ნამდვილად განიცდის ქართული ბლოგოსფერო. ვფიქრობ, ამ საკითხში განათლების და ზედაპირული წარმოდგენის გამოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ყველაფერი პოლიტიზირებულია, მაინც არ ხდება სწორი ანალიზი და შეფასება.

  11. ჩალანიკი ამბობს:

    “აქ პატარა დაბრკოლება წარმოიშვა. დამსწრე 4 ბლოგერიდან 3 პირადი ბლოგების მფლობელები ვიყავით და პოლიტიკაზეც ძალიან იშვიათად ვწერთ.”

    სწორედ ამიტომ უნდა დაპიარდეს ნორმალურად მსგავსი ივენთებიდ არა ვიღაც-ვიღაცების პირადი შეხედულებებისამებრ 🙂

    • siyvarulovna ამბობს:

      ნორმალურად იყო გაპიარებული და 15 ბლოგერს მისწერეს :დ მაგრამ როგორც ჩვევიათ თქვეს რომ მოვიდოდნენ და არ მოვიდნენ, ასე რომ…

Comments are closed.