I felt future-საქართველოს ბანკის ექსპრესის პრეზენტაცია

თვეზე მეტია საქართველოს ბანკის ახალი რეკლამა გამოჩნდა, ახალი სლოგანით – იგრძენი მომავალი.

ვიზუალურად ძალიან მომეწონა, თუმცა ვერ მივხვდი რას გვთავაზობდა ამით ბანკი. რამდენიმე დღის წინ, უფრო სწორად პირველ დეკემბერს უკვე ოფიციალურად მოხდა ახალი სერვისის პრეზენტაცია ახალ სათავო ოფისში. ეს არის საქართველოს ბანკის ექსპრესი-ანუ უწინდელთან შედარებით ბევრად გამარტივებული და სწრაფი მომსახურებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი სერვისცენტრი ჩემს სახლთან ძალიან ახლოსაა და პირველივე დღესვე შევირბინე და შევათვალიერე, თუმცა ჯერ გაშვებული არ იყო და ვერ გავტესტე საფუძვლიანად.

დღეს უკვე შემიძლია შევიდე ნებისმიერ მათგანში, ნებისმიერ დროს და საკუთარ თავს მოვემსახურო ინტერნეტბანკის ტერმინალით, ფეიბოქსით, ბანკომატით.ანუ 24 საათის განმავლობაში შემიძლია: თანხის განაღდება, გზავნილის განაღდება, სმს სესხის მიღებას, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა, ანგარიშზე თანხის შეტანა, თანხის გადარიცხვა, დეპოზიტის გახსნა და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულება. თუ დახმარება დამჭირდება, სერვისცენტრებში მოლარე-ოპერატორებიც იმყოფებიან, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, შაბათ-კვირას დილის 10 საათიდან საღამოს 6მდე.

სპეციალურად ექსპრესის მომხმარებლისთვის შექმნილია პროდუქტები – ექსპრესპაკეტი (რომელიც შეიცავს ახალ პროდუქტს – ექსპერსბარათს, ასევე მულტისავალუტო ანგარიშს, ინტერნეტბანკისა და სმს ბანკის მომსახურებას) და ექსპრესანაბარი  ექსპრესკრედიტი და ექსპრესორინჯი.

ესეც ვიდეო, სადაც ექსპრესსერვისცენტრების მისამართებია მითითებული, რომლებიც საგანგებოდ არ დავწერე ბოლომდე რომ უყუროთ სიუჟეტს^^

რაც შეეხება სათავო ოფისს, ალბათ ყველამ იცით როგორ გამოიყურება გარედან:


ესეც შიდა მხარე:

ახალი სერვისის პრეზენტაცია

ახალი სერვისის პრეზენტაცია

პრეზენტაციის მსვლელობა

პრეზენტაციის მსვლელობა

ბლოგერები პრეზენტაციის მოლოდინში:)

ბლოგერები პრეზენტაციის მოლოდინში:)

დროებითი საშვების გაცემისას

დროებითი საშვების გაცემისას

ვერანდა

ვერანდა

სპორტდარბაზი

სპორტდარბაზი

კაფე

კაფე

ხედი სათავო ოფისიდან

ხედი სათავო ოფისიდან

9 thoughts on “I felt future-საქართველოს ბანკის ექსპრესის პრეზენტაცია

  1. tamta jap. says:

    რა კარგად გაუკეთებიათ :)) ეს სპორტდარბაზი მარტო თანამშრომლებისთისაა? ))

  2. mao says:

    marto expres bankis tanamshromlebs eqnebat eseti formis msgavsi maikebi ? mec sb.shi vmushaob da mainteresebs 🙂

    • anna says:

      ალბათ, ექსპრესსერვისის ლოგოს ასახავს და… ლამაზებია ^^

  3. ნასტასია says:

    სპორტდარბაზი მხოლოდ თანამშრომლებისთვისაა და ეს მაისურებიც მხოლოდ ექსპრესის თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი, ექსპრესის დიზაინის ელემენტებით : )

  4. Giorgi says:

    კარგია ანგარიშზე თანხის შესატანად რომ 1 საათიან რიგში დგომა აღარ იქნება საჭირო :))
    თან ვაკეშიც არის ფილიალი 🙂

Comments are closed.