დაპირებული პოსტი: after & before diet

ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც, დანაპირები უნდა შეგისრულოთ. ადრე  ვწუწუნებდი, რომ ვერაფერი მოვუხერხე ფეხებს და აღნაგობასთან შედარებით მსხვილი მქონდა. ამაზე პოსტის დაწერიდან კიდევ კარგა ხანი გავიდა ვიდრე თავს მოვაბამდი დიეტას და რამე მეშველებოდა. დიეტის დაწყება საშინელებაა, პირველ დღეს ისე გშია, მზად ხარ გარშემომყოფები დახოცო, თუ ირგვლივ არავინ გყავს, რამე ნივთი დალეწო და ა.შ 🙂

ასეა თუ ისე, დავიწყე. თან სტიმული იმანაც მომცა რომ რაც სწავლა დაიწყო და აქეთ-იქეთ სირბილი და ნაკლები ჭამა მიწევდა, თავისთავად დავიკელი ცოტა, ჰოდა გადავწყვიტე გამეგრძელებინა წონაში კლება.


აი ეს არის ის შედეგი, რასაც ზაფხულის შემდეგ მივაღწიე. საერთოდ, დიეტების დიდად არ მჯერა ხოლმე, მით უმეტეს, როცა სხეულის ცალკეული ნაწილების ცვლილებისთვის იყენებენ მას, თუმცა როგორღაც, და არცთუ ისე რთულად მოვახერხე ფეხები შემეთხელებინა.


აი ის შორტი, რომელშიც ზაფხულზე გაჭედილი ვიყავი და ზედ მასკდებოდა. მგონი ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ტანის დანარჩენ ნაწილებს, ანუ წელს, მკლავებს და ა.შ, ფეხებთან შეუსაბამობაში აღარაა. ახლა ვვარჯიშობ. ვაკეთებ პრესებს, უმეტესად ფეხის გასამკვრივებელ ვარჯიშებს. დიეტას ცოტა ხანი გავაგრძელებ კიდევ… გაგიმხელთ და ინტენსიური დიეტა სულ რაღაც ათი დღეა რაც დავიწყე, არც მიშიმშილია და არც დამირღვევია.

მოკლედ, ძალიან მიხარია: მიხარია, რომ დავიკელი და მიხარია, რომ ბლოგზე დადებული პირობა შევასრულე 🙂

 

7 thoughts on “დაპირებული პოსტი: after & before diet

  1. kevana says:

    დიეტა არის სწორი კვება და არა შიმშილობა. სწორად შერჩეული ვარჯიშებია კარგია ^^ ასწორებს ^^ გილოცავ :*

  2. Ani says:

    ყოჩაღ, ყოჩაღ 🙂
    ისიც გვითხარი როგორ დაიკელი, ძალიან მაინტერესებს 🙂

    • anna says:

      რავიცი, დილით ერთი მოხარშული კვერცხი და სტაფილო, შუადღისას სტაფილო და კიტრი, საღამოს კვერცხი, ან წიწიბურა, ან მოხარშული სოსისი. ჩემზე კარგად იმოქმედა :დ

  3. Kate_AlukaЯD says:

    გოგო ვუყურებ და არ მჯერა :დდდდდ
    სგ სგ ^^ ვარესი დანაპირების შესრულელები დადე :დ

  4. Dv0rsky says:

    like! ეხლა საერთოდ უფრო ლამაზი იქნები 🙂
    :იქნებ მეც მომეცეს სტიმული და დავიწყო ვარჯიში: 😦

  5. anina says:

    ,,უმეტესად ფეხის გასამკვრივებელ ვარჯიშებს”

    ესენი მასწავლე რა 😦

Comments are closed.