welcome to the new home

უჰუ, გამარჯობა. წერას გადავეჩვიე, თან ეს პოსტიც კარგა ხნის წინ უნდა დამეწერა, მაგრამ რადგან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, სჯობს დაგვიანებით გიამბოთ ჩემი ახალ სახლში გადაბარგების ამბავი.

მოკლედ, ის, რაზეც თვეების განმავლობაში ვწუწუნებდი და მოვთქვამდი, მოხდა და გადავბარგდი ჩემთვის, მარტო. თავიდან ცოტა გამიჭირდა შეგუება, აი უცხო სახლში რომ ხარ და თავს სტუმრად გრძნობ, თითქოს სადღაც დროებით შესახლდი და დღედღეზე ელოდები როდის დაბრუნდები უკან. მერე მივეჩვიე, დედაჩემი რომ წავიდა და მარტო დავრჩი, უკვე თითქმის შეგუებული ვიყავი ყველაფერს.

დიდი ამბით შევუდექი სახლის დალაგებას და ე.წ ოჯახურ საქმიანობას, მაგრამ არასდროს არ გამომდის დალაგება: სულ რაღაც ორ საათში ისევ ყველაფერი მიმოფანტულია ოთახში და თეფშები დასარეცხია, მაგრამ ამასაც შევეგუე- ყოველთვის ასე იყო, ადრეც და ახლა მით უმეტეს. ადრე ნათია მოდიოდა და ფანჯრის რაფებზე შემოწყობილ ჭიქებს აგროვებდა, აქ კიდევ ქეთი მოდის და მეჩხუბება , შერბის სამზარეულოში და ალაგებს 🙂

სამაგიეროდ ისევ შემიძლია სახლში ღამის სამ საათზე დავბრუნდე, ან არ დავბრუნდე . მოკლედ, ყველა ის ბედნიერება გამაჩნია, რაც მარტოობას ახლავს ხოლმე თან, ზემოთჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად. რაც ყველაზე კარგია, აღარ ვარ ტრაკში. ამიერიდან ჩემი მისამართი ყაზბეგის 34 გახლავთ. ყველაზე მეტად მგონი ის მიხარია რომ უნივერსიტეტში მისაღწევად ზუსტად 15 წუთი მჭირდება. მაღლივშიც კი ამავე დროში ავდივარ, როცა ადრე ერთი საათით ადრე ვდგებოდი რომ როგორმე გულამოვარდნილი თსუმდე მივსულიყავი.

ჰო, გუშინწინ ნათიას დაბადების დღე გადავიხადეთ ჩემთან:


ეს ჩემი სამზარეულო და მე. აქ 9 გაგიდან შთაგონებულ სოსისს ვამზადებთ სპაგეტით. აი ასეთს:


დანარჩენი ფოტოები არ ვარგა 🙂 მეტისმეტად შინაურულია და არ გავრისკავ.
გარდა იმისა რომ განვმარტოვდი, ტატუ გავიკეთე. უფრო სწორად ყვავამ გამიკეთა ნახევრად. კონტურია მოხაზული, დანარჩენი დასამთავრებელია. ის, რასაც ერთი წელი ვაპირებდი, ანუ სიკვდილის საჩუქრები მაჯაზე, კიდევ კარგი არ გავიკეთე: ზურგზე, კისრის ოდნავ ქვემოთ, სადაც კანი არც ისე რბილია, საშინლად მეტკინა . წარმომიდგენია რა დამემართებოდა მაჯაზე გაკეთებისას. ერთი სული მაქვს როდის დასრულდება. წესით ხვალ ან ზეგ გააგრძელებს და ოდესმე გაკეთების პროცესის ამსახველ ვიდეოსაც დაამონტაჟებს. მერე ვრცელ პოსტს დავწერ ჩემს განცდებზე. მანამდე მორჩა, სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა 🙂

მგონი მართლა გადავეჩვიე წერას.

15 thoughts on “welcome to the new home

  1. siyvarulovna ამბობს:

    გულის ფანცქალიჩ ჩამოვსქროლე რამე ფოტო არ იდოს-მეთქი :დდდდ

  2. Mr. Nomad ამბობს:

    მე კიდე ინტრიგებს ველოდებოდი :S

    გილოცავ ანა ახალ სალხს :)) კაი ხო დამოუკიდებლობა?!

    • anna ამბობს:

      ეს პოსტი ან მშრალი უნდა ყოფილიყო, ან ძალიან სველი :პ რომელი სჯობდა?;დ

  3. niko ამბობს:

    “მეტისმეტად შინაურულია და არ გავრისკავ” shensgan gamikvirda An Na, nutu riskis shegeshinda? 😦 ragac ar momewona eg… 🙂

    • anna ამბობს:

      სხვების უსაფრთხოებაზე ვზრუნავ და არა ჩემსაზე :))

Comments are closed.