knitted crafts

ამბობენ, ქსოვა კაცების მოგონილიაო, მაგრამ ეს ალბათ უხსოვარზე უხსოვარ დროში მოხდა, რადგან სიცოცხლის მანძილზე სულ ორიოდე მამრი მინახავს ძაფით და ჩხირით ხელში. აი მეკი ძალიან მიყვარს ქსოვაც, კერვაც და ა.შ, რაზეც ჩემი არაერთი პოსტიც მეტყველებს , სადაც სულ იმაზე ვლაპარაკობ , თუ როგორ მოვქსოვე ესა თუ ის ნივთი და თუ რა ლამაზები არიან ისინი. მაგრამ ჯერაც არაფერი გინახავთ.

დღეს რაღაცებს ვეძებდი გუგლში და ძალიან ლამაზი რამეები აღმოვაჩინე, ოდესმე თუ დრო მექნა, მეც გავაკეთებ ასეთ რამეებს:

ეს მოყელსახვევო ელემენტი პრაქტიკულია და ძალიან იოლი.

იდეაში ჩებურაშკაა, ყურებჩამოყრილი.

საინტერესოა, ვის მოუვიდა თავში აზრად, სუში მოექსოვა ?:)

ძალიან საინტერესო უზორია, ბალიშისთვის ამის გაფუჭება საცოდაობაა. ოდესმე აუცილებლად მოვქსოვ ამით უფრო საჭირო ნივთს^^

სრულიად უბრალო სათვალის ბუდე ^^

პატარა ბუ ^^ ქეთოს უყვარს ბუები ..

მოკლედ, გადავქექე ფეისბუქის ვოლფოტოები და რამდენიმე ვებკამერით გადაღებული ფოტო აღმოვაჩინე და აჰა, ბოლოს, ჩემი ქმნილებების ხილვის საშუალება გეძლევათ:

 

9 thoughts on “knitted crafts

  1. ketusi ამბობს:

    ყოჩაღ,ანა,დრეს იშვიათობაა,რომ ახალგაზრდა ხელსაქმით დაინტერესდეს,არადა ამას დიდი შრომა,ნებისყოფა,გემოვნება და აკურატულობა სჭირდება.როგორც ჩანს ეს ყველაფერი უხვად გაქვს :).
    ადრე მეც უამრავ რარაცას ვქსოვდი ვქარგავდი(ხელით,მანქანით)პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ ეხლა რაღაც სულ მივატოვე ყველაფერი :(.ორი დიდი ყუთი თარგები და ’უზორები’ მაქვს და ვერ ველევი :)შუა გზაში მაქვს მიტოვებული საქარგავი,ჩიტები,მახსოვს კონკრეტული ფერის ძაფი ვერ ვიშოვე და შევაჩერე საქმე,მას მერე აგერ უკვე 8 წელია ხელი არ მომიკიდია.ეხლა გამიჩინე სურვილი,რომ გავაგრძელო(აღქარც მახსოვდა,სიმართლე გითხრა )
    აბა,წარმატებები

    • anna ამბობს:

      კარგია თუ ჩემმა პოსტმა იმოქმედა ^^
      ისე მიყვარს ხოლმე ვინმეს რომ აღმოვაჩენ, ვისაც უყვარს ეგეთი რამეები :დ ❤

  2. siyvarulovna ამბობს:

    ჩემი სამზარეულო :>
    კი არა და ვინ ორი კაცი ნახე? :დ
    ყვავა რომელმაც ჯემპრი მოგიქსოვა? :დდდ მეორე?

  3. shoka♥ ამბობს:

    ვა ყოჩაღ ის ბოლოდან მეორე ჟაკეტი ძაან ორიგინალურია, რა ძნელი მოსაქსოვი იქნებოდა..
    დედაჩემი მიქსოვს ხოლმე სვიტრებს, ქუდებს, კაშნებს მაგრამ ემ არ მიყვარს, არ ვიცმევ, ძაან თბილებიაა

დისკუსია დახურულია.