მეც დავშორდებოდი

არ მიყვარს ბავშვები. განსაკუთრებით ფეხმძიმობის და მშობიარობის პროცესის წარმოდგენა მიფუჭებს ხოლმე ხასიათს და ხშირად ვამბობ ხოლმე, ბავშვი ხომ არ მეშვილებინა ხოლმე-მეთქი. ერთი შეხედვით საკუთარ შვილზე უარის  თქმა და შვილად აყვანა იოლია ხომ? თან, კაცმა რომ თქვას, კეთილშობილურად ირჯები, უდედმამოდ დარჩენილ პატარას უწევ მზრუნველობას. ჩემს შემთხვევაში საქმე მარტივადაა, როგორც მშიშარა და ზედაპირულად მოაზროვნე, შვილად აყვანას ვჯერდები ხოლმე წარმოდგენებში.

ჰოდა, ასე ვფიქრობდი მანამ,  სანამ ერთ მშვენიერ დღეს ერთ საინტერესო დიალოგს არ შევესწარი.

წარმოიდგინეთ, რა უცნაური გრძნობაა, როცა ზიხარ და ცოლ-ქმრის საუბარს ისმენ:

-ბავშვს თუ არ გააჩენ, მოგკიდებ ხელს და დაგაბრუნებ სახლში – ამბობს ქმარი და აშკარაა, სულაც არ ხუმრობს.

-………… – ცოლის რეაქცია.

რა უნდა უპასუხო ამაზე, მით უმეტეს ახლობლების თანდასწრებით? სამაგიეროდ მე ვიცოდი რა მეპასუხა, მაგრამ სამწუხაროდ, არც ცოლი ვიყავი და არც უფლება მქონდა, ჩავრეულიყავი მათ საქმეში, ასე რომ ჩემთვის გავაგრძელე გაბრაზება და ნერვების მოშლა. “როგორ გაბედა და ცოლს ბავშვის გაჩენა კატეგორიულად მოსთხოვა ? მე გავშორდებოდი!” – ეს იყო ის, რაც უახლოესი რამდენიმე საათი თავში მიტრიალებდა.

მერე დედაჩემს მოვუყევი და სრულიად მშვიდად მთხოვა, თავი იმ კაცის ადგილზე წარმომედგინა, შვილს რომ ელოდება მოუთმენლად და თუნდაც ძალიან ძვირფასი და საყვარელი ცოლი ვერ უჩენს. ვრცელი ლექციის მერე, რომელიც საკუთარი პირმშოს შეუცვლელობას და განუმეორებლობას ეხებოდა, ლამის საკუთარი ფიქრები და მრისხანება უკან წავიღე. კაცმა რომ თქვას, მართალია ის კაცი..  აი მაგალითად მე, მერე რა რომ მთელი პირველი აბზაცი იმის მტკიცებას დავუთმე , რომ ბავშვი არ მინდა და შვილად აყვანასაც დავჯერდები? ოდესმე ალბათ მომინდება ჩემი შვილი. თანაც ერთია, არ გინდოდეს რაღაც და მეორე, არ შეგეძლოს რაიმეს განხორციელება. მით უმეტეს, თუ ამ რაღაცის მიღწევაში ხელი სხვისი, ამ შემთხვევაში ქმრის/ცოლის წყალობით გეშლება.

ჰოდა რავიცი, არ ვიცი. მეც დავშორდებოდი ალბათ. თქვენ?

P.S
იმ ქალმა შვილი გააჩინა. გოგონას ზრდიან. მეკი ახლა ის მაინტერესებს, ოდესმე დაავიწყდება ცოლს ის დღე, როცა სახლში გაშვებას დაპირდა ქმარი?

 

12 thoughts on “მეც დავშორდებოდი

  1. Mari ამბობს:

    თუ არ უჩნდება, რა ქნას ქალმა, მაგრამ თუ სპეციალურად არ აჩენს, მაშინ სრულიად მესმის იმ კაცის, თუ დაშორდება. მაგრამ ეგ მუქარები და ულტიმატუბემი სრულიად ზედმეტია. ზედმეტი კი არა, საზიზღრობაა 😐

  2. ketusi ამბობს:

    ისე, ქალსაც გააჩნია.ოღონდ ქმარი და შვილი ყავდეტ ყველაფერზე თვალს ხუჭავენ.
    ამ კერძო შემთხვევაში ცოლ-ქმარს შორის ურთიერთგაგების და პატივისცემის ნაცვლად მხოლოდ შვილის ყოლით გამპირობებული ოჯახური ცხოვრებაა.უფ,არ ვიცი, ულტიმატუმები არ მიყვარს 🙂

  3. tikachkhikvadze ამბობს:

    ketusi-გეთანხმები,ამ შემთხვევაში მხოლოდ შვილია ამ წყვილი ერთად ყოფნის მიზეზი და არა ის რომ მათ ერთმანეთი უყვართ და უგებენ…

  4. ანი გაგუა ამბობს:

    მთლად ეგრე არა, მაგრამ ცოტა სხვა ფორმატში მქონდა საუბარი ჩემს ყოფილ(!) ქმართან.
    ძაღლის გვყვავდა საერთო, რომელიც ჩემი “მზითვი” იყო. მისი აღზრდის პრინციპებზე ხშირად ვჩხუბობდით. ის თვლიდა, რომ მე არ მაქვს საკმარისი პასუხისმგებლობა და “უნარ-ჩვევები”, რომ ვინმეზე ვიზრუნო და აღვზარდო. ერთ-ერთი ჩხუბის დროს მითხრა, ჩვენ რომ(თუ კი არა, რომ – გადაწყვეტილი ქონდა უჩემოდ, რომ ბავშვი უნდა გვყოლოდა) შვილი გვეყოლება და თუ(აქ უკვე თუ :დ) დავშორდებით, იცოდე, რომ ბავშვი ჩემთან დარჩება, შენ ვერ განდობო.
    ხოდა აიქ გადაწყდა, რომ ჩვენ ერთობლივი ბავშვი არასოდეს არ გვეყოლებოდა 😀

    ზოგადად რთული თემაა ეგ. მაგრამ მგონია, რომ წყვილი ამაზე წინასწარ უნდა შეთანხმდეს. თუ ერთს კატეგორიულად არ უნდა ბავშვი და მეორეს კატეგორიულად უნდა, სულ პრობლემა იქნება.
    საკვანძო საკითხებზე თუ არ ემთხვევა შეხედულებები და ფასეულობები და პრინციპები მეტ-ნაკლებად ერთნაირი არ არის, რომელიღაცა მხარე სულ მინუსში იქნება…
    ნუ ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს ინტელექტი უქაჩავთ. ვისაც ბავშვის გასაჩენად მოყავს ცოლი და იმისთვის თხოვდება, რომ “პატრონს ჩაბარდეს”, არ ეხება ეს.. :დ

  5. siyvarulovna ამბობს:

    არ დაავიწყდება შანსი არაა და ოდესმე ჩხუბისას, კამათისას აუცილებლად წამოაძახებს

  6. TFromJungle ამბობს:

    ვინაიდან ისეთ იდიოტს გაჰყვა, რომელიც მსგავს ფრაზებს სერიოზულად ისვრის და თქმისას თავზე არ დაახურა ყველაფერი, ე.ი. არათუ ახლა არ ახსოვს, მაშინაც არ მოხვედრია გულზე და ეს პოსტი რომ წაიკითხოს, ვერც გაიგებს, რატომ უნდა წყენოდა ქმრისგან ის ულტიმატუმი. ასეთებიც არსებობენ და არა მარტო საქათველოში, არამედ მთელს მსოფლიოში

  7. მზესასწაული ამბობს:

    ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ბავშვი მანამ არ უნდა იყოლიონ, სანამ ორივეს არ ენდომება ეს და არ ჩამოყალიბდებიან, რომ მართლა ერთად უნდათ ცხოვრება. მადლობა ღმერთს დღეს პრობლემა აღარ არის შეგნებული ადამიანებისთვის, ერთად ყოფნის წლისთავზე ბავშვი რომ არ ჰყავთ 😀

Comments are closed.