გადაარჩინეთ

დღეს ფეისბუქზე ფრენდმა ლინკი დააშეარა: “იქნებ ჩვენმა დამატებულმა ერთმა ხელმოწერამ, მას სიცოცხლე აჩუქოს”. ბუნებრივია, დამაინტერესა და გადავედი. ივენთი იყო გაკეთებული პაკისტანელი ქალის გადასარჩენად, რომელსაც ღვთის გმობაში სდებენ ბრალს და სასიკვდილო განაჩენს ელოდება. გროვდება ხელმოწერები პეტიციაზე, მის გადასარჩენად. მილიონი ხელმოწერა იყო საჭირო. უფრო სწორად არის.

ძალიან შემეცოდა. სიკვდილის ხომ მეშინია , ახლა წარმოვიდგინე ელოდები სიკვდილს და შენი სიცოცხლე ფაქტიურად სხვებზეა დამოკიდებული. ამ განცხადებას რამდენი ადამიანი ნახავს და რამდენი არ მიაქცევს ყურადღებას ვინ იცის, არადა რა მარტივია , უბრალოდ სახელი, გვარი, იმეილი, ქალაქი და ზიპ კოდი ჩაწერო და ონლაინ ხელმოწერით გადარჩენის შანსი გაუზარდო.

არ ვიცი რა სჯობს, როცა ყველაფერი გადაწყვეტილია და განაჩენი აღარ შეიცვლება, თუ როცა თითოეული ადამიანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ინდივიდისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტი: გადარჩენა.

აი საიტი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ონლაინ ხელმოწერა და ამ ქალის გადარჩენა. ჰოდა რაღას უცდით, მიდით…

9 thoughts on “გადაარჩინეთ

  1. ketusi ამბობს:

    რა ვქნა,მომკალი და არ მჯერა ასეთი რაღაცეების ^^
    დავიჯერო მილიონი ხელმოწერაზეა დამოკიდებული მართლა განაჩენი?
    რავიცი რავიცი 🙂

    • Lord Vader ამბობს:

      არაა დამოკიდებული.
      მარა რომ გამოუშვებენ (და 99,99% ეგრე იქნება) მერე ვიტყვით – აჰა, მე რომ მოვაწერე ხელი = მაგიტომო.

      ამიტომ მეც შევუერთდი.

Comments are closed.