სიონი, ცხვარიჭამია და ფოტოსესია

გუშინ ცხვარიჭამია-სიონში გახლდით ექსკურსიაზე : როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს, შევიკრიბეთ 9დან 10 საათამდე , ვიყიდეთ სამწვადე და მისთანები და წავედით.

მე მგზავრობის პროცესი მიყვარს მგონი ყველაზე მეტად. გზაში ბუნებას ვუყურებ ხოლმე და ათას საინტერესო რამეს აღმოვაჩენ ხოლმე. თუმცა შემხვედრი სოფლის სახლის ეზოში მოსეირნე ქათმები მგონი მხოლოდ ჩემთვის არის საინტერესო 🙂 თუმცა კიდევ ბევრი უცნაური რამის აღმოჩენა შეიძლება ხოლმე, მით უმეტეს, გვერდით თუ გამოცდილი ექსკურსიამძღოლი, ან უბრალოდ მრავალჭირგამოვლილი კაცი გიზის …

მწვადების შესაწვავად გაჩერებისას მიხილავდით ასეთ ფორმაში, თუმცა საიდან, თქვენ ხომ ექსკურსიაზე არ ყოფილხართ და ჩემს მონათხრობს კითხულობთ მხოლოდ?

ისე, ასეთმა პახოდებმა და ბუნებაში გასვლებმა მწვადი შემაყვარა. ან ძალიან მშია, ან მართლა ძალიან გემრიელი რამეა ხოლმე. თბილისში გემრიელი მწვადი არასდროს მიჭამია, ფაქტია. სამაგიეროდ ბარამბოს დანახვა აღარ მინდა , კარგა ხანი შოკოლადს საერთოდ არ შევჭამ ალბათ : ეს ლეონსიოს ფოტოსესიის დამსახურებაა, საიდანაც საბოლოოდ ეს შედეგი მივიღეთ:

ჯინსებით და კედებით წასული, სპეციალურად ასეთი კადრებისთვის აღმოვჩნდი ტყეში, სიცივეში კაბით. ცხვარიჭამიის მერე წავედით სიონში, ტბისკენ, უფრო სწორად ტბაზე. შუა გზაზე გავჩერდით და რამდენიმე მხედარს უღებდნენ ფოტოებს ბავშვები, მე ვიჯექი და გამწარებული ვფიქრობდი, რატომ არ მყავს ცხენები :/ თან იმ დროს ცხენზე დაჯდომის შანსი არ მქონდა, კაბის და პატრონების უნდობლობის გამო..

საბოლოოდ, მივედით ტბასთან. მზე ჩადიოდა და ციოდა. არადა რამდენიმე საათი შეიძლებოდა უბრალოდ მჯდარიყავი, წყალში ფეხები ჩაგეყო და კენჭები გესროლა, რაც შეიძლება შორს .  ჩემი რეკორდი სულ რაღაც სამიოდე მეტრი იყო 🙂

ერთი სიტყვით, ისე გამოვიდა რომ ბუნებით და ხედებით უფრო ვისიამოვნე, ვიდრე ბავშვების კამპანიით, მაგრამ ნურას უკაცრავად, ეს უბრალოდ ასე გამოვიდა! აბა ხომ არ ვიმეტიჩრებდი და სიტყვასიტყვით ხომ არ გადმოვწერდი ჩვენს ხუმრობებს და თავს გადახდენილ ამბებს ? ჰოდა, ვინაიდან და რადგანაც მოსაყოლი მეტი აღარაფერი მაქვს, თუ იმას არ აღვნიშნავ ბოლოს, რომ შებინდებისას უკან წამოვედით, აქ დავასრულებ, დანარჩენი კი იხილეთ ფოტოების სახით :






9 thoughts on “სიონი, ცხვარიჭამია და ფოტოსესია

  1. mari ამბობს:

    ისე გამოვტოვე ეს ექსკურსია, არც მიცქმუტია ბევრი 😀 😀 შარშან გასაოცარი იყო მაქაურობა. სველი მიწა, ძირს დაფენილი ფოთლები, ყველაფერი გაყვითლებული და ნისლში ჩაფლული… დემენტორებიშ შემოსევა გეგონებოდა. წელს ალბათ უფრო კარგი შთაბეჭდილება დამრჩებოდა მაგ ადგილზე. ნუ, შენი მონაწოლიდან ასე ჩანს და…
    ჰო, ფოტოები მომეწონა, განსაკუთრებით პირველი 😀 😀

  2. Jessie ამბობს:

    ჰეჰე მეც გავიჩითე სურათი უნდა იყოს წარწერით : I want you!

    კაი იყო მართლა, ჰა როდისაა შემდეგი ექსკურიუშკები? ^_^

  3. ლინა ამბობს:

    ლამაზად ხარ ფოტოებზე! ჟაკეტი შენი მოქსოვილი ხომ?თავდახრილი ხუჭუჭა ბიჭი მომეწონა:)

დისკუსია დახურულია.