როგორ გიტყუებთ ლუზერი გოგონა ბლოგზე :)

აქამდე ჩემს ბლოგზე ყოველთვის კითხულობდით იმას, რასაც მე შემოგთავაზებდით საკუთარ ცხოვრებაზე, ჩემზე და ზოგად მოვლენებზე. ახლა დადგა დრო, ნათელი მოვფინო სხვების თვალით დანახულ ჩემს პერსონას და გაგაცნოთ ბატონი დავით ჩიხლაძის რეცენზია ჩემი და ჩემი ბლოგის შესახებ. მაშ ასე, იხილეთ და გაერთეთ:)

“ანა გელბახიანი უკვე კარგა ხანია ქართულ, წმინდა, ბლოგოსფეროს საკუთარი პირადი ცხოვრების უინტერესო დეტალებით წამლავს. თუმცა რთულია ამ ყველაფერს პირადი ცხოვრება უწოდო. ბლოგი ნათელი მაგალითია თუ რას ეძახიან პირად ცხოვრებას ლუზერი გოგონები. ესაა სიგარეტზე დიალოგები, რამდენიმე ფართიზე ჩანაწერები და მოგონებები ყოფილ ბიჭებზე, ასევე განხილვები თუ რას წერენ მას უცნობი მამაკაცები. მამაკაცები ალბათ ხმამაღალი ნათქვამია, ესენი ის თხუთმეტი-თექსვმეტი წლის ბიჭუნები არიან, რომლებიც ჯერ ხაშურამ გაასწორა მიწასთან და ახლა გელბახიანის გამო ათი წლის შემდეგ ალბათ არცერთი სნაიპერი არ გვეყოლება !!! ის მასობრივად აბრმავებს თაობას. ის რა, ის აბრმავებს.

გელბახიანი თითქოს მარტივად გითრევს და თავის ცხოვრების წესს გახვევს თავზე. ის ერთი შეხედვით თავისუფალი და ხელმისაწვდომი გოგონაა, მაგრამ მისი ქსენოფობია და სიგარეტის პირში ვერ ან არჩაუდებლობა საკმარის ეჭვს აჩენს ვიფიქროთ, რომ ან ნა არანაკლები პურიტანი და ფუნდამენტალისტია, ვიდრე მამა იობი.

თუმცა ცდუნება დიდია და ბლოგზეც ალბათ მისი ფოტოები შეგიტყუებენ. ოჰ, მერამდენედ უნდა ვჭამოთ მამრებო !!! მერამდენედ უნდა მოგვატყუონ !!! ჯერ შორენამ გაიხადა და მერე თქვა, მიჭირდა და რა მექნაო?! გელბახიანი კი მართალია ჯერ აქამდე არ მისულა, მაგრამ მოვლენების ასეთ განვითარებას მალე იხილავთ. თუმცა ჯერ გელბახიანს ბოლომდეც კი არ გაუხდია !!!

მაგრამ, იცოდეთ, რომ ყველას უნდა შეგვძლოს შეცდომების აღიარება. მათ შორის მეც და მე ვაღიარებ, რომ რამდენჯერმე მეც, მეც გამექცა თვალი :შ”

18 thoughts on “როგორ გიტყუებთ ლუზერი გოგონა ბლოგზე :)

  1. siyvarulovna says:

    გაიხადა ბოლომდე, უბრალოდ ბლოგზე არ დადო :დ ჯერ არ სჭირდება და :დ

  2. razmua says:

    😀😀😀😀😀😀 რა კარგად ვიხალიესე ყოჩაღ !!!! შე პურიტანია გოგოვ და ფარისეველო :))))

    • anna says:

      ნეაჰ, არ ვიცი რა მიზნები ამოძრავებდა, როცა ამას წერდა ;დ

  3. MusicMary says:

    მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული მქონდა, მაინც ბევრი ვიცინე :დდ

  4. karamelka says:

    რა დღეშია ვაიმე!:დ:დ რა უქენი ასეთი, როგრო გაგიმწარებია:დ:დ

Comments are closed.