images

ერთი ეკლესია ჩვენზე იყოს, ბიძინა

“ბერა მალე დაობლდება”- ვთქვი, როცა მეგობრები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ამბავზე ვსაუბრობდით. გუშინ ნიუსფიდი აჭრელებული მქონდა სხვადასხვა სააგენტოების მიერ მოპოვებული ინფორმაციით .

…ბიძინა საკუთარ პოლიტიკურ პარტიას ქმნის..

…ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსობას აპირებს…

…ბიძინას ფულის წარმომავლობა…                             …ივანაშვილი და რუსეთი…

მოკლედ, უამრავი ვარაუდი და მოსაზრება გამოითქვა მისი გაპოლიტიკოსების თაობაზე , მეკი სიმართლე გითხრათ, არც ერთი მათგანი არ წამიკითხავს. ასე მგონია მოკლე შინაარსი ვიცი უკვე:

წარმოიდგინეთ ფულიანი, კეთილი ბიძა, რომელიც აპირებს ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილი უკვე პარლამენტიდან შეიტანოს, თესოს სიკეთე და აღადგინოს სამართალი. რა თქმა უნდა , ის ყველას უყვარს, ის ხომ ნახევარი საქართველოს მამა და მარჩენალია? ის ქმნის საკუთარ პოლიტიკურ პარტიას და ნეტარ არიან პარტიის ფრთებქვეშ შეყუჟული პარტიელები… ის ილაშქრებს მიშას რეჟიმის წინააღმდეგ. ან არ ილაშქრებს. ამ უკანსკნელ შემთხვევაში, რა აზრი აქვს კიდევ ერთი წანაციონალო პარტიის შექმნას? მაქსიმუმ მშიერ მწყურვალი და უპარტიოდ დარჩენილი პარლამენტარ-პოლიტიკოსების შეფარება და დასაქმება, მაგრამ ესეც ხომ საქმეა, თან ბიძინა ამგვარი საქმეებით უკვე ცნობილია, ასე რომ არც ეს გამიკვირდება.

რა მოხდება, თუ ყოფილმა ბიზნესმენმა ხმა აღიმაღლა ? მოდით გადავინაცვლოთ წარსულში, რამდენიმე წლის წინ. ბუნებრივია ივანიშვილის და პატარკაციშვილის შედარება არავის გაუკვირდება, მეტიც ნებისმიერი თქვენგანი პარალელს გაავლებდა ამ ორ მოვლენასთან. წლების წინ, როცა ცნობილი ბიზნესმენი , მეცენატი და ა.შ, ცხონებული ბადრი პოლტიკასაც შეეჭიდა, ალბათ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ასე მალე მოუწევდა გარდაცვალება. რასაკვირველია, ვინ იცის, როდის დადგება ეს ოხერი სიკვდილი? მით უმეტეს პოლიტიკაში.

როგორც ჩანს ასევე ცნობილი ბიზნესმენი, მეცენატი, უდიდებულესი ადამიანი, არაჩვეულებრივი მამა და ხალხის მარჩენალი ვერ ითვალისწინებს წინამორბედის შეცდომებს, ფაქტიურად უშიშრად ეგებება სიკვდილს. პატარა კი აღარ არის, პოლიტიკა ძალიან რთული საქმეა, გაძლება მოგცეს ღმერთმა, ბიძინა. ერთი ეკლესია შენზე იქნება…

მაგრამ.. არის ერთი მაგრამ. რას უშვრები ბერას? ღუპავ ბიჭს? მაშინ როცა ძლივს მისმა ვარსკვლავმა ამობრძანება ინება, მაშინ ღუპავ? პრინციპში რატომ? როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა, ბერა მალე მილიონერი გახდება, ჩვენ ვიკითხოთ, შენი ფულების შემყურეებმა..

ჰო , ჰო, მალე ყველანი დავობლდებით. თუმცა, ამ ყველაფერსაც ექნება თავის დადებითი მხარე. წმინდანებით  განთქმულ საქართველოს ერთით მეტი წამებული ეყოლება: თანამედროვე ცოტნე დადიანი, ან სამასი არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე , ან უბრალოდ ერთადერთი და განუმეორებელი წმინდა ბიძინა ივანიშვილი.

ერთი ეკლესია ჩვენზე იყოს ბიძინა..

7 thoughts on “ერთი ეკლესია ჩვენზე იყოს, ბიძინა

  1. mari says:

    ვაიმე, რაააააატოოოოოომ :((( რატომ უნდა დაისვაროს ყველა ამ წყეული პოლიტიკით 😐
    ნეტავ რას უზამენ ახლა ამას 😦

  2. razmua says:

    რა უნდათ პოლიტიკაში პროსტა ვერ ვხვდები ეგეთ ფულიანებს …… (რა გულუბრყვილო ვარ 🙂 )

  3. Anukka says:

    ბიძინა ივანიშვილია და არა ივანაშვილი… მისი ძმის შვილიშვილი ჩემთან სწავლობდა კლასში და ვიცი :დ

    ყოჩაღ ანნა :*

  4. Irakli Suladze says:

    და იმ ვარიანტს რატომ არავინ იხილავს, რომ შესაძლოა ივანიშვილი პატარკაციშვილზე მეტად ჭკვიანი აღმოჩნდეს პოლიტიკაში და მისი მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვას? შეცდომებში პირველ რიგში, თარგამაძის და გელბახიანის მსგავსი ხალხის შემოკრებას ვგულისხმობ და დანარჩენ სხვასაც. პროგრამის არარსებობას, ა.შ.

    ამასთანავე, რომ ამბობთ, ყველა რატომ ისვრება პოლიტიკაში, ან კიდევ რა უნდა ამ კაცს პოლიტიკაში, ფული ხომ აქვს და შეირგოსო… მაგას უნდა, აბა ვის უნდა. აბა, მე და შენ უნდა გავაკეთოთ პარტია? ვისაც ფული და ერთი ადგილის განძრევის თავი აქვს, იმან უნდა იბრძოლოს თუ რამის თავი აქვს , და პოლიტიკაშიც ის უნდა ”გაითხვაროს”.. ეს ყველაფერი კარგი გაგებით, რა თქმა უნდა.

Comments are closed.