აბა რა, აბა რა…

წარმოიდგინეთ, რა პირობებში უნდა სწავლობდეს ადამიანი, უნივერსიტეტის საპირფარეშოში შესვლისას ქაღალდი რომ დახვდება და ეს ფაქტი გააბედნიერებს. ბიბლიოთეკაში ვაირლესს რომ დაიჭერს და სიხარულით ცას ეწევა. ჰო, ჰო, ერთ-ერთი ასეთი “ბედნიერი” მე გახლავართ, რომელსაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო.

მოკლედ, ეს ორი ფაქტი ერთდღიანი სიხარულისთვის სრულიად საკმარისი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე  ერთი კვირაა ვიტანჯები სხვადასხვა გაუგებრობებით: დროზე არ გამეხსნა ბაზა, როცა გამეხსნა, ვეღარ ავირჩიე სასურველი ლექტორები, ადგილების აღარარსებობის გამო და ისევ ის ნაგავი შემრჩა, რაც წინა წელს. აი შემდეგი წლისთვის, საკუთარ თავს ვპირდები, საიტის რეფრეშით გავსკდები და საყვედურს არ მივიღებ ადმინისტრაციისგან იმის თაობაზე, თუ სად ვიყავი მანამდე, როცა ადგილები საკმარისად იყო..

პრინციპში, ყველაფრის ღირსი ვარ, უმადურობისგან დაბრმავებული თსუს ღირსებებზე რომ დაიწყებს კაცი ლაპარაკს და დედა უნივერსიტეტის სახელს დახარბდება, იმსახურებს კიდეც ტუალეტში ქაღალდის დანახვაზე ხტუნვას იწყებდეს ..

არადა , როცა თეუსუ გაუქმდა და თსუს შემოვუერთდით, პატარა ბავშვივით მიხაროდა, აქაოდა, მომეცა შეცდომის გამოსწორების შანსი-მეთქი. ახლა, თავიდან რომ ვაბარებდე, არათუ მეორეს, თსუს საერთოდ არ ჩავწერდი იმ 7 ფაკულტეტში! სულ სხვანაირ უნივერსიტეტზე ვოცნებობდი, სულ სხვანაირზე: ფილმებში რომ ლექციებიდან გამოსული სტუდენტები სხედან მწვანე მოლზე წიგნებით ხელში და ბედნიერებას ასხივებენ ხოლმე, ეგ მინდა…

წიგნებით გადაჭედილი , დიდი და ნათელი ბიბლიოთეკები მინდა, სადაც ყოველთვის დამხვდება სათანადო ლიტერატურა და არა გვერდებამოხეული და გაჭირვებით ნაშოვნი აკინძული ქსეროასლები. უგემური გუდფუდის ნაცვლად მყუდრო და მოწესრიგებული , ვრცელი კვების ობიექტს ვისურვებდი.

ნუთუ ეს ყველაფერი ელემენტარული არ არის, რასაც სტუდენტი უნდა ითხოვდეს უნივერსიტეტიდან, რომლის სახელი და დიდებაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ “ქუხს”? აბა რა, აბა რა..

დღეს თსუში განათლების მინისტრი და რექტორი მივლენ და ასწლიანი რემონტის შედეგად გაწკრიალებული პირველი კორპუსის მისადგომებიდან იდემაგოგებენ იმის შესახებ, თუ რა ფასდაუდებელია სწავლა უნივერსიტეტის დიად კედლებში და რა პატივი ხვდათ წილად პირველკურსელებს იქ სწავლით.აბა რა, აბა რა..  გამოუცდელი სტუდენტებიც სიხარულით ცას ეწევიან და თავს დაიბრმავებენ , როცა ელემენტარული თხოვნის შემთხვევაშიც კი ადმინისტრაციიდან სამდივნოში გაუძახებენ, სამდივნოდან სადმე, სადმედან კიდევ სადმე და სადმედან ისევ სადმე და ასე დაუსრულებლად.თავს დაიბრმავებენ მაშინ, როცა გამოცდებისას უკანასკნელ წუთებში სიებში არ იქნებიან და დარეტიანებულები ირბენენ აქეთ-იქეთ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

თავს დაიბრმავებენ მაშინ, როცა მეორე კურსზე გადავლენ და ბაზაში არ აღმოჩნდებიან, ან რატომღაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ექნებათ, ზემოთხსენებულ “ელმენტარულ” მოთხოვნებზე კი ხმის ამაღლება არც კი ღირს: როგორ, განა ახლახანს არ გვეღირსა ესოდენ ნანატრი პირველი კორპუსის ეზო? როგორ, განა ბიბლიოთეკაში საკმარისი რაოდენობით არ მოიპოვება ქსეროასლები? როგორ, ის მე არ ვიყავი, ვინც ბიბლიოთეკაში ვაირლესი დაიჭირა და საპირფარეშოში ქაღალდი დახვდა? გუდფუდს არ ვსტუმრებივარ და ხმის ამოღების უფლება მაქვს განა? აბა რა, აბა რა, ეს უბრალოდ ეს მე ვარ უმადური.

რამე გამომრჩა და არ ვიწუწუნე? მეც ვცდილობ თავი დავიბრმავო და კმაყოფილი ვიყო ყველაფრით, ბოლოსდაბოლოს მეც იმ სტუდენტთაგანი არ ვარ , ამხელა პატივში რომ იმყოფებიან? ამ ყველაფერს დაფასება უნდა, გავა დრო და მეც დავაფასებ სახელმწიფოს ამაგს. თუმცა, ვიდრე ეს დრო გავა , შემიძლია ისევ ვწერო პოსტები, გუგლში დასერჩილი მშვენიერი ფოტოებითურთ, ისევ ვუყურო ჰაი სქულ მუვის და ვიოცნებო. აბა რა, აბა რა…

19 thoughts on “აბა რა, აბა რა…

  1. Devi Pirts ამბობს:

    ამის მერე კიდე მკითხავენ რატო არ ჩააბარეო? ჭკვიანი ბიჭი მგონიხარო (ლოლ).. აბა რა აბა რა..

  2. teennewson ამბობს:

    როგორ გყვარებია შენ თსუ.. :დ :დ იცოდე პირველ კორპუსს სახურავი თუ აეხადა მთავარი ეჭვმიტანილი შენ ხარ.. :დ

  3. mari ამბობს:

    საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ისედაც უკვირთ ვაიარლესიც და ტუალეტის ქაღალდიც, საზოგადოებრივ ადგილებში 😀 😀 😀 ეს ისე, ზოგადად, ჰოდა თსუ-ს დაცვას არ ვაპირებ, რადგან მეც არანაკლებ გულმოსული ვარ მაგ ბაზის გამო, თუმცა უარესებიც არსებობს. უკეთესები კი გაცილებით უფრო ძვირი ღირს. 😐

  4. ninnaka ამბობს:

    თეუსუში კითხვაზე ნორმალურ პასუხს მაინც გცემდნენ და ადამიანად მაინც გთვლიდნენ… 2 კვირაში სწავლა მეწყება მეც და თსუ-ს დანახვა არ მინდა. 😐 გვეშველება რამე? 😐

  5. TFromJungle ამბობს:

    ასეთი ასპროცენტიანი რამე, თსუ-ზე დაწერილი, ჯერ არ მინახავს :):) პირველ კურსზე რომ ვიყავი მანდ, შოკი მივიღე. ადმინისტრაციის ხალხს ზომ ზრდილობაში ტრეინინგი უნდა ჩაუტარო, ადამიანურად რომ გაქცნენ პასუხი, ყველაზე ბანძი უნივერსიტეტი იქნებოდა თსუ დედამიწაზე, რამდენიმე ნორმალური ლექტორი რომ არ აკეთილშობილებდეს იქაურ გაქაჯებულ სიტუაციას :):):):):)

    • anna ამბობს:

      სამწუხაროდ იმის გამო რომ საუკეთესო ლექტორებთან ადგილები ყოველთვის ივსება მანამ, ვიდრე ბაზები ბოლომდე გაიხსნებოდეს, მე ადგილი არ მხვდება არასდროს და ეგეც კია რ მღირსებია :დ;დ;დ;დ;დ

დისკუსია დახურულია.