ორიოდე რჩევა დამწყებ და მომავალ ბლოგერებს- რა და როგორ ვწეროთ

რამდენიმე დღეში ჩემს ბლოგს ერთი წელი შეუსრულდება. როგორ მოვედი აქამდე და ბლა ბლა , რა თქმა უნდა არავის აინტერესებს, აგერ ბატონო არქივი და იკითხეთ. ახლა ცოტა წავუტუტორიალებ და რამდენიმე რჩევას დავდებ, იმის შესახებ, თუ როგორ ვწეროთ და რაც მთავარია, რა ვწეროთ🙂

პირველ რიგში, მინდა შევეხო ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტს, რაც თითქმის ყველა ახალბედა ბლოგერს ემართება ხოლმე: ე.წ სასტავიდან განცალკევება და მყვირალა პოსტების წერა არ არის მართებული დანო და ძმანო: როცა ბლოგს აკეთებ, ორიოდე პოსტი გაქვს დაწერილი და უკვე გაქვს ამბიცია, გყავდეს იმდენი მკითხველი და ფანი, რამდენიც ძველ და ცნობილ ბლოგებს აქვთ, ეს ძალიან ცუდია… ამიტომ ბუზღუნი იმაზე, რომ ვიღაცები ზემოდან გიყურებენ, არ გიღებენ თავიანთ წრეში და გიჭირს თავის დამკვიდრება , ცოტა არ იყოს უადგილოა. წერე, მოიპოვე ინტერესი და ყველაფერი რიგზე იქნება…

ჰო, რაც შეეხება კონტენტს: ”5 რამ, რაც ჩემზე არ იცით” ”8 რამ რაც ჩამიდენია” , ”მე რომ ვაჟიშვილი ვიყო” ”როგორ მიცნოთ, წიპა ქუჩაში რომ შემოგხვდეთ”, უკვე მრავალჯერ გადაღეჭილი თემებია და შესაბამისად უინტერესოც. ეს ყველაფერი მეგობრობის დღიურებში ჩამოწიკწიკებულ კითხვა პასუხებს მაგონებს, სადაც ძველ ნაწერებს არავინ კითხულობს, ის კიარა, ყოველ მომდევნოს უფრო და უფრო ეზარება პასუხის გაცემა უკვე ყელში ამოსულ კითხვებზე, რომლებზე პასუხებიც უკვე ყველამ ზეპირად იცის. ასეა მსგავსი სახელწოდების ქვეშ დაწერილი პოსტების საქმეც: ავტორების და ტეგ თამაშის დამაარსებლების გარდა მათი შინაარსი ბევრს არავის აინტერესებს და მობეზრებადია.

მაშინ ვწეროთ რაზე?

არსებობს უამრავი საინტერესო მოვლენა, თემა , ამბავი, რის შესახებაც წერა შეიძლება. მთავარია ვწეროთ კარგად. თუ ბლოგერმა გადაწყვიტა დაიკავოს სექსუალური ნიშა, ამისთვის ცოტაოდენი სექსუალური გამოცდილება მაინც არის საჭირო. ის ფაქტი, რომ დღესდღეობით უამრავი გამოუცდელი და პირზერძეშეუშრობელი ავტორი პოსტავს თავიანთი სექსუალური ფანტაზიების შესახებ, ცოტა სასაცილოა , შეიძლება ითქვას ბორინგ… იგივე შეიძლება ითქვას ზოგადსაკაცობრიო თემებზეც: როცა მსოფლიოს ბედ -იღბალს წყვეტ შენს პოსტში, ბუნებრივია შესაბამისი ცოდნაც უნდა გაგაჩნდეს და უბრალო სიტყვების ცვენა იმაზე უფრო ფან არის, ვიდრე ქალწულებისა და ვაჟიშვილებისგნა მოსმენილი ინტიმური ისტორიები..

და მთავარი: ვიდრე ბლოგს გავაკეთებდეთ, ხომ არ დავფიქრებულიყავით იმაზე, შეგვიძლია თუ არა საერთოდ წერა? ან იმ პრესის გაძლება რაც შემდგომ ჩვენს ეპატაჟურ გამოსვლებს მოყვება. ეს უკანასკნელი ნაკლებად მნიშვნელოვანია, სჯობს პირველ პუნქტს მიექცეს მეტი ყურადღება . მართალია , ბლოგი არსებობს იმისთვის, რაც თავში მოგვივა  , ყველაფერი ვწეროთ და ამაში არავინ გვზღუდავს, თუმცა თუ კარგი ბლოგერობის ამბიციას შევუპყრივართ, მინიმუმ გამართულად წერა და აზრების გადმოცემა უნდა შეგვეძლოს.

პოსტს დავასრულებ თხოვნით. ნუ გააკეთებთ ანონიმურ ბლოგებს. ძალიან ქთხოვთ. ბლოგერსა და ბლოგის მკითხველს შორის კონტაქტი აუცილებელია და ვიჯეტებში ჩასმული ფეიქ ექაუნთები მკითხველის ცნობისმოყვარეობას, დამერწმუნეთ , სრულიადაც ვერ აკმაყოფილებს.

თითქმის სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა, ახლა კი გილოცავთ ჩემი ბლოგის მოახლოებულ დაბადების დღეს🙂

56 thoughts on “ორიოდე რჩევა დამწყებ და მომავალ ბლოგერებს- რა და როგორ ვწეროთ

  1. გრაფინია says:

    გილოცავ 1 წელს🙂
    ნეტა მე რომელი ვარ ?😀
    ისე რა კარგია, როგორც ზემოთ ახსენე, ისეთი პოსტები საერთოდ არ მაქვს😀

  2. Butterfly says:

    კაიააა :))) მომწონს ასეთი რჩევა-პოსტები : ))) ისე კარგი იქნებოდა ამბიციები და შესაძლებლობები ერთმანეთს ემთხვეოდეს.მეც ახალბედა ვარ და თავი ბლოგერიც არ მგონია და მკიდინგ თუ ვერ ვწერ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ გამოცდილებმა ”ზევიდან” შემომხედეს…რა სისულელეა ეგ ალბათ ახალბედებს ეჩვენებათ ხოლმე :დ(ნუ ყველას არა რა თქმა უნდა) :დ:დ ჰოდააა ვწეროოთ ის რაც გვინდა და როგორც გვინდა უბრალოდ რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი ”შემოქმედება”

  3. Butterfly says:

    უიიჰ ჩემი პირველი კომენტარია მგონი შენ(ს) ბლოგზე …ჰეჰ… კეთილი იყოს ჩემი მაუსი თუ კურსორი თუ რაც არის ბლოგზეე

  4. mari says:

    ყველაზე უჯიშო ბლოგერი ვარ, რომელსაც არც განსაკუთრებული ნიშა გააჩნია და არც რაიმეს ითვალისწინებს პოსტის წერისას.
    წავედი, ჩემი ჭია გავახარო, რამდენი ხანია არაფერი დამიწერია😀

  5. zorbegi says:

    ჩემი რჩევა დამწყებ ბლოგერებს:
    წერეთ რაზეც აგიდგებათ. დაიკიდეთ სხვები.
    გამოვა _ ჰო კაი
    _ არ გამოვა და მაგის დედაც გავაცენზურე…

    :ეგრეარაა?!:

    • mylilac says:

      zorbegi, გეთანხმები 100%-ით და ძალიან ბევრ რამეში ვერ დავეთანხმები პოსტის ავტორს. პირადად მე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ”5 რამ, რაც ჩემზე არ იცით”, ”8 რამ რაც ჩამიდენია” და ა.შ. ტიპის პოსტებს სხვების ბლოგებში, ხოლო ჩემ ბლოგს რაც შეეხება, სულ არ მაინტერესებს ვინ და რამდენი კაცი წაიკითხავს მას, რადგან ვთვლი, რომ ის ჩემი პირადი ბლოგია და ვწერ იმას, რაც მომესურვება, როგორი სახითაც მომინდება და რა რაოდენობით…

      • anna says:

        და რატო იშლებით ხოლმე ნერვებზე ვერ ვხვდები ;დ
        ბლოგი მანახეთ ერთი, ვის ავტორსაც არ უნად ვიზიტორები?
        ითს ფანი , ნასინგ ოლ:))
        მაშინ წერე დღიური, ან გააკეთე დახურული ბლოგი, რა არის ამაზე იოლი? :დ

  6. zorbegi says:

    ანა შენ გჯერა რო დამწყები ბლოგერი შენ ბლოგზე შემოვა და კითხვას დაიწყებს როგორ დაიწყოს ბლოგინგი? არამგონია.
    მაშ რატომ? (პოსტის დაწერის აზრს ვგულისხმობ)

    :რჩევაარაცელი:

    • გრაფინია says:

      არა, რატომ? მე რომ ახალი გაკეთებული მქონდა ბლოგი მსგავს პოსტებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი😀

    • anna says:

      რა თქმა უნდა მჯერა ^^
      აბა როგორ იწყებენ ბლოგინგს?
      კითხულობენ უკვე არსებულ ბლოგებს ..
      მეც ეგრე დავიწყე ძმაო ^^

      • zorbegi says:

        მე ეგრე არ დამიწყია… არც მაშინ ვკითხულობდი ბლოგებს და არც მერე მომიკლავს თავი… მითუმეტეს არასოდეს დავინტერესებულვარ იმით თუ რას ფიქრობენ სხვები თუ როგორი უდნა იყოს ბლოგი.
        ბლოგი იისი ბლოგია რო როგორც შენ აგიდგება და გაგისწორდება ეგრე წერო. მანდაც თუ ვიღაცების აზრი გაითვალისწინე…

      • anna says:

        თუმცა თუ კარგი ბლოგერობის ამბიციას შევუპყრივართ, მინიმუმ გამართულად წერა და აზრების გადმოცემა უნდა შეგვეძლოს.
        მგონი ეს არ წაგჰიკითხავს:დ
        როცა შენთვის წერ ერთია და როცა რაღაც ამბიციები გაქვს მეორე..

      • zorbegi says:

        ეგ კი არა ვაბშე არ წამიკითხავს :)))))
        მეტი საქმე არ მქონდა. ხო გითხარი არ მაინტერესებს სხვები რას ფიქრობენ-მეთქი -)))

      • anna says:

        ჰოდა ნუ წერ კომეტარებს იქ, რაც არ წგიკითხავს ;დ
        ვაჟბატონო :დ

      • zorbegi says:

        ნუ მებლატავები შე ბლოგერო!
        არც წავიკითხავ… შენივე კომენტარში მოყვანილი ციატიდან ჩანს რო რაღაც სისულელეები ეწერება… სავარაუდოდ თავში ავარდნილიც _ “მე ბლოგერი ვარ მე მაგარი როჟა ვარ”

        GAAAAAAAYYYY

      • rusabuski says:

        anna PERMALINK*
        October 1, 2011 11:40 am
        რა თქმა უნდა მჯერა ^^
        აბა როგორ იწყებენ ბლოგინგს?
        კითხულობენ უკვე არსებულ ბლოგებს ..
        მეც ეგრე დავიწყე ძმაო ^

        :)) მე პირადად ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით დავიწყე თვენახევრის წინ და ვაქვეყნებ ჩემს პატარა ნოველებს თუ რაღაც ამის მსგავსებს :)) ასე რომ სხვების პირადი ბლოგების გავლენა არ მქონია🙂

        როგორ ვწეროთ… Anna, ეგ რომ ისწავლებოდეს… :)))

  7. Kate_AlukaЯD says:

    კრისტალს ბაზრობ დაიკო :დდდდდ
    მარა ნუ ეს ბლოგების დატოლებები ამოვიდა ყელში რა :დდდ
    გახსოვს ამას წინათ სულ ელიტისტი რომ მეძახეს? :დდდდდ

    • anna says:

      ჰო მახსოვს, სად იყო მაშინ ეს პოსტი :დ
      იმის ჩამატება დამავიწყდა, ბლოგერების ჯგუფში მაშინ რომ უნდა დამატდე, როცა ბლოგი გაქვს :დ;დ;დ

  8. teennewson says:

    გილოცავ საინტერესო რჩევებია, მიხარია ჩემი თავი რო არ დავინახე ახალბედა ბლოგერები, როდესაც დაახასიათე….

  9. dreamar says:

    “ნუ გააკეთებთ ანონიმურ ბლოგებს. ძალიან ქთხოვთ. ბლოგერსა და ბლოგის მკითხველს შორის კონტაქტი აუცილებელია და ვიჯეტებში ჩასმული ფეიქ ექაუნთები მკითხველის ცნობისმოყვარეობას, დამერწმუნეთ , სრულიადაც ვერ აკმაყოფილებს.”
    ბლოგერსა და ბლოგის მკითხველს შორის კონტაქტი ვერ შედგება თუ მაინცდამაინც მისი სახელი და გვარი არ ეცოდინება?:/ აქ ხომ ფიზიკურ კონტაქტზე არაა საუბარი ან ერთად დალევაზე :დ ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელია ანონიმურ ბლოგერს ჰქონდეს კონტაქტი თავის მკითხველთან. მაგალითად, სულ არ ვიცი ვინ არის მოლი ბლუმი. მაგრამ, ყველაზე კონტაქტური ბლოგერია.
    ხშირ შემთხვევაში ანონიმური ბლოგერობა ადამიანის ერთადერთი გამოსავალია (თუ მას ბლოგზე წერა უნდა :დ). საკუთარი ვინაობის გამხელით შეიძლება დიდი პრობლემები შეექმნას.

    • anna says:

      რა ვქნა, არ მიყვარს ანონიმური ბლოგები, ისე მაინტერესებს ზოგჯერ ავტორის ვინაობა , ვკვდები:/
      რატომ არ უნდა ვიცოდე?:შ რატომ?:დ

  10. xmasters says:

    გილოცავ🙂 ასე თუ ისე ეს ბლოგი კაია🙂 ყველამ მიხედოს თავის ბლოგს😀

  11. netochka3 says:

    shvilishvils davukomentare feisbuqze….sheyvarebuli eubneva-bebiasheni “odnozec”iqnebao ara?-ras ambob ra unda odnoze?-qali blogerobas awvebao….
    ase shayiroben chemze,magram es sulac ar mwyins,…miyvars tqveni blogi.

  12. lashaworld says:

    მე დამწყები ვარ და ძალიან ბევრი რამ არ ვიცი,არ ვიცი რა დავწერო,რაზე და მოკლედ და გთხოვთ დამეხამაროთ🙂

  13. Lord Vader says:

    ქართველ მწერლებს ერთი იდიოტური ჩვევა ქონდათ – ყველა ნაცნობს ეკითხებოდნენ ხოლმე აბა ჩემი ახალი კრებული რომ გამოვიდა, რას ფიქრობო? ამით ფაქტიურად აიძულებდნენ, წაეკითხათ.
    ანონიმურ ბლოგერებს ერთი პლიუსი აქვთ – უფრო ობიექტურ სურათს ხედავენ.😉 მათ პოსტებს არვინ კითხულობს ძმაკაცობის გამო, დაქალობის გამო, კოლეგიალობის გამო, მეჟდუსაბოიჩიკის გამო… ეგეთი ბლოგერი შეიგიძლია დაიკიდო, იმიტომ რომ არ იცი, ვინაა.🙂
    ჰოდა, თუ კითხულობ – ესე იგი მართლა მოგწონს.

    • anna says:

      რაღა დაგიმალო და აღარც ერთ ანონიმურ ბლოგს აღარ ვკითხულობ..
      როგორც წესი, ეგეთები თავიანთ პირად ამბებს ყვებიან უფრო ხშირად, თან ძალიან პირადს, მეკი სულაც არ მაინტერესებს ანონიმის პირადი ცხოვრება, რომლის ბლოგის უკან, არც ვიცი ვინ დგას ..
      სხვა საქმეა თემატური ბლოგები, კი ბატონო

  14. Lord Vader says:

    თუმცა რეიტინგებში ვხედავ მაგათაც
    მეც ვნახულობ ხოლმე ვორდპრესის TOP10-15 პოსტს. ზოგის ავტორი ვიცი ზოგის არა… მთავარია წერა შეეძლოს. ქართულთანაა ზოგი ნაჩხუბარი.🙂

    ისე მეც ანონიმშიკი ვარ, რაღაც პონატაში.🙂

  15. mogonebebi says:

    ana sheidzleba gagecinos axali var shemtxvevit agmovachine es gverdi.. gadavwyvite mec gameketebina chemi blogi radgan wera dzalian miyvars.. ufro chemtvis vjgabni… chems emociebsa da cxovrebashi momxdar epizodebze vwer… es xshirad madzlevs imis sashvalebas rom amovisuntqo gulze momeshvas…sheidzleba dzalian bevrs gaecinos magram ragac ver gauge ra rogor xdeba. shegidzlia damexmaro?

    • anna says:

      კი შემიძლია , ტექნიკურ მხარეებს გულისხმობ ალბათ ხო?:დ
      მე ახლაც ბევრი რამე არ ვიცი და არც მაინტერესებს, ნუ არ მჭირდება ხოლმე :პ

  16. კახი says:

    “ნუ გააკეთებთ ანონიმურ ბლოგებს. ძალიან ქთხოვთ. ბლოგერსა და ბლოგის მკითხველს შორის კონტაქტი აუცილებელია” გეთანხმები🙂

    • anna says:

      ვიცი, ქთხოვთ ეს გაწელ;ილი და საგანგებო ხმით წარმოთქმული გთხოვთ არის ;დ
      რომელიც წერილობითი ფორმით არც ისე კარგად ჟღერს და რმდენიმე ჩემი მეგობრის გარდა ვერც ვერავინ ხვდება რომ არ შემშლია :))))))))))))

  17. HEH says:

    არ მომეწონა :შ:XXXX

    ძუძუები რო გქვონდეს ჩვენც პოპულარულები ვიქნებოდით:facepalm:

  18. rockermeloman says:

    😀 ბოლო კომენტარს არა უშავდა :დ მე ახალი ბლოგერი ვარ, და მჭირდება ასეთი რჩევები, მკითხველს არ ვეძებ მაგრამ უმკითხველოდ წერის აზრსაც ვერ ვხედავ :))

    • anna says:

      მართალია, არავინ არ იწყებს წერას “ისე” :დ არ მჯერა მე ეგეთებს ^^

      • rusabuski says:

        ანა, მე პირადად არ მითქვამს, რომ არ მაინტერესებს, ვინმე წაიკითხავს თუ არა ჩემს ბლოგს🙂 მე სხვა რამე ვთქვი – ვერავინ ვერავის ასწავლის, როგორ წეროს, ისევე როგორც ვერავის ასწავლი, როგორ დაწეროს მაგალითად ნოქტიურნი🙂

  19. TFromJungle says:

    მე ახლა შევქმენი ბლოგი და მართალია ჯერ არაფერი დამიწერია🙂 მაგრამ მაინც მეწყინა პირველ თუ არა მეორე დღესაც კი არც ერთი კომენტარი რომ არ დამხვდა. ახლა გადავწყვიტე, რომ ეგ ფაქტი დავიკიდო, მე დავწერ და ვისაც დააინტერესებს წაიკითხავს და ან გამოადგება რამეში ან არა (გამოადგება იმიტომ, რომ პირადულზე წერას ჯერ არ ვაპირებ და ძირითადად ინფორმაციული ხასიათის პოსტების დაწერას ვაპირებ)🙂 ჩემი პირველი ინფორმაციული პოსტი სამშაბათს საღამოს დაიდება და სახის კანის პრობლემებს და მოვლის საკითხებს მიეძღვნება, და დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ იხილოთ🙂

    • An Na says:

      აი საიდან დაგხვდებოდა , არსად დაგიშეარებია და :დ

      • TFromJungle says:

        :D:D:D:D გენაცვალე :D:D:D შენ დამიშეარე ხოლმე რაც მოგეწონება, ჩემი ფარულობის დაცვით :D:D:D:D:

  20. TFromJungle says:

    rockermeloman

    მაგარი რაღაც თქვი🙂 გეთანხმები 100%

  21. LittleDreamer says:

    ჩემ ძველ პოსტებს რო ვკითხულობ გული მისკდება ვაი დედა… ძაან ბევრს ვწერდი უბრალოდ აი 10 წლის ვიყავი მაშინ და რას დავწერდი აბა… ჰაჰაჰ რა მოსწონდათ ჩემ ბლოგში არ ვიცი :დდდ

Comments are closed.