სტუდენტური კონკურსი თუ ზომბილენდი ?

საქართველოს ბანკის სტუდენტური კონკურსი დასასრულს უახლოვდება და საკმაოდ ბევრი ვიდეოც დამიგროვდა სანახავი და მოსასმენი. ვიდრე ბათუმიდან წამოვალ, პრესკაფეში მოკალათებულმა მშვიდად შემიძლია მოვუსმინო ე.წ “გაჰიტებული” ვიდეოები და ვისიამოვნო. ფეისბუქზე ხშირად მხვდებოდა კომენტარებში ამა თუ იმ კონკურსანტის კრიტიკა, დაცინვა თუ გამხნევებდა , მაგრამ თითქმის არც ერთი მათგანი დროის უქონლობის გამო აქამდე არ მინახავს.

წეღან თვალი გადავავლე და საერთო სურათი შემაძრწუნებელი და გულისამრევია.

ლიდერობს გიორგი ფუტკარაძის ვიდეო, რომელიც გაზეპირებულ ტექსტს საქართველო-ევროკავშირის დროშების ფონზე, ლეპტოპითურთ აბულბულებს. ვიდრე ვიდეოს ჩავრთავდი, მეგონა ჩვენი პრეზიდენტის ახალგაზრდობას ვუყურებ-მეთქი და ვინ იცის, უკვე მერამდენედ გავიფიქრე რომ მიმბაძველობა დაგვღუპავს მოკვდავთ.

არ გეგონოთ მხოლოდ ამ უკანასკნელ ვიდეოს გადავეკიდე და სხვა რომელიმე უკეთესია . უბრალოდ ამჯერად მას არ გაუმართლა და ვინაიდან ვიდეოებში ხმებით ლიდერობს , ჩემი კრიტიკაც პირველ რიგში მას ხვდა წილად 🙂

წტფ გაიზ, ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ ჩამოჯდე სადმე, თუნდაც ბალახზე და ორიოდე სიტყვით, თამამად და გამართულად თქვა რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ რისთვის სწავლობ?  ნურას უკაცრავად, ვიდეო აუცილებლად უნდა იწყებოდეს ასე:

“როგორც დიდმა საზოგადო მოღვაწემ თქვა…”

როგორც დიდი მწერალი და გამოჩენილი პუბლიცისტი … ამბობდა…”

დავესესხები გამოჩენილ მეცნიერს…”

როდემდე უნდა ვიმათხოვროთ და დავესესხოთ ვიღაც , თუნდაც ძალიან გამოჩენილ და პატივცემულ პიროვნებებს და თუთიყუშებივით ვიმეოროთ მათი მილიონჯერ გადაღეჭილი და მოძველებული ფრაზეოლოგია? სად არის ინდივიდუალიზმი ამ დროს? ვიტყოდი სძინავს-მეთქი მაგრამ ვაი რომ საერთოდ არ არსებობს, არათუ საღათას ძილს მისცემია 🙂 თავი რომ დავანებოთ მიმბაძველობას ზუთხვისადმი მიდრეკილებას, გარემო, სადაც კონკურსანტების ვიდეოებია ჩაწერილი, არანაკლებ ამაზრზენია, ვიდრე მათი პათოსით სავსე გამოსვლები :

რაა მამული და რაა საკონკურსო ვიდეო, თუ ფონზე საქართველოს დროშა , პრეზიდენტის რეზიდენცია, ბათუმის რომელიმე ღირსშესანიშნაობა და სამება არ ფიგურირებს? სირცხვილი, სირცხვილი… თითქოს ყველამ პირი შეკრა და ერთი და იმავე სცენარით იმოქმედა, შიგ ჩაქსოვილი პატრიოტიზმით, რწმენითა და სწავლის უსაზღვრო სურვილით. გადასარევი სცენარია , ვერაფერს ვიტყვი, მშვენიერი მამულიშვილები გვეზრდება, სწავლამოწყურებულები, მაგრამ უპს… პრობლემაა:

იმისთვის რომ ისწავლო, საჭიროა გამართულად კითხულობდე, წერდე და მეტყველებდე;

იმისთვის რომ ისწავლო, საჭიროა დამოუკიდებლად აყალიბებდე საკუთარ აზრს;

მაგრამ იმისთვის რომ მოიგო კონკურსი, ბევრი წვალება ნამდვილად არ დაგჭირდებათ. რაღა ბევრი ვილაპარაკო, გადახედეთ დაწინაურებული კონკურსანტების ვიდეოებს და მაგალითი აიღეთ..

მაგრამ უკეთესს გეტყვით, უფრო სწორად გაჩვენებთ. რამდენიმე ფავორიტი ვიდეო მეც მაქვს, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ლიდერობენ. ერთ ერთი მათგანი ლიკა გაგნიძეა, ძალიან ბუნებრივი, საინტერესო , სმარტ ვიდეოთი. პოსტს მისი საკონკურსო ვიდეოთი დავასრულებ, თქვენ კი მომავალო, არსებულო და ყოფილო სტუდენტებო, შეეცადეთ უბრალოდ კრეატიულები და უბრალოები იყოთ. როგორც ერთმა საზოგადო მოღვაწემ თქვა, ყველაფერი გენიალური  მარტივია.

39 thoughts on “სტუდენტური კონკურსი თუ ზომბილენდი ?

  1. Mari ამბობს:

    მე მაპატიეთ და ვერაფრით გავიგე, რითაა გენიალური ეს ლიმონათის მსმელი ძაღლის ვიდეო? ისე, კი მომწონს. ლამაზ ფერებშია.

    • anna ამბობს:

      გენიალური სულაც არაა, უბრალოდ სრულიად აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, გემოვნებითაა გადაღებული და რაც მთავარია, ზუსტად აღწერს რისთვის სჭირდება დაფინანსება, საკუთარი სიტყვების და აზრების დახმარებით ^^

    • kevana ამბობს:

      მე არ მომწონს ეგ ვიდეო.. კრეატიულობის მცდელობა არის, თუმცა არ მომწონს, აკლია რაღაც… რაღაც მნიშვნელოვანი

  2. THEVAN3D ამბობს:

    კონკურსის იდეა კარგია…. ვიდეოები საზიზღარი….. როგორ შეიძლება ამის გამოსწორება?? არანაირად…. ნუუ ყოველ შემთხვევაში აქ, ”ამ” საქართველოში არანაირად….

    ისე მე ყველაზე მეტად ეს ვიდეო მომეწონა:

    • Nastasia Arabuli ამბობს:

      ეს ვიდეო მართლა ძალიან კარგია და ისე მწყდება გული ასე ცოტა ხმები რომ აქვს :/

  3. spamwriters ამბობს:

    უბრალოდ ერთი პრობლემაა, ძაღლი ძღნერსაც ჭამს 🙂 სხვა მხრივ მშვენიერი ვიდეოა 🙂

    • Internalself ამბობს:

      გეთანხმები არაადეკვატურო ნამდვილად..მე რომ გადამეღო უეჭველი ძღნერს ვაჭმევდი ძაღლს და ორიგინალურიც გამოვიდოდი 🙂

  4. Nastasia Arabuli ამბობს:

    ანა, კიდევ ერთხელ უნდა გადახედო საკონკურსო ვიდეოებს, ამჯერად უკვე დაგხვდება ბალახზე დამჯდარი ბუნებრივი კონკურსანტები, უბრალოდ, ვიდეოების სორტირების წესი უნდა შეცვალო და დაბალრეიტინგულებიდან დაიწყო 🙂

    • anna ამბობს:

      ჰო, რამდენიმე ვნახე კიდეც, დაბალრეიტინგულებში იყო ეს ვიდეოც სამწუხაროდ :/
      უბრალოდ როგორც ბლოგერებს გვჩვევია, პოზიტივზე ყურადღება ნაკლებად გავამახვილე და ვიწუწუნე :)))))))

  5. kiki ამბობს:

    ფანტაზია, ინდივიდუალურობა, ორიგინალურობა, აზრის ჩამოყალიბება და გადმოცემა… სამწუხაროდ არ აქვთ ჩვენი თაობის უმრავლესობას (თუკი აქ განთავსებული ვიდეოებით ვიმსჯელებთ, ყველას არ ეხება) ამ ხალხს მართლა სჭირდება განათლება და მგონი ყველა უნდა დააფინანსოს საქართველოს ბანკმა:-)

  6. Teona Giorgelashvili ამბობს:

    უკვე მერამდენე ბლოგერის პოსტს ვკითხულობ ამ კონკურსზე. ისე, კონკურსანტენს უწუნებთ მიმბაძველობას და ბლოგოსფერო კი მოიცვა ერთი და იმავე შინაარსის პოსტებმა. ბოლოს უნდა მეთქვა, მაგრამ გული არ მითმენს. ,,როდემდე უნდა ვიმათხოვროთ და დავესესხოთ ვიღაც , თუნდაც ძალიან გამოჩენილ და პატივცემულ პიროვნებებს და თუთიყუშებივით ვიმეოროთ მათი მილიონჯერ გადაღეჭილი და მოძველებული ფრაზეოლოგია?” – გეცნო? ეს შენივე სიტყებია, მაგრამ როგორ დაამტავრე პოსტი? ,,როგორც ერთმა საზოგადო მოღვაწემ თქვა, ყველაფერი გენიალური მარტივია.”
    ახლა რაც შეეხება ვიდეოებს. http://www.youtube.com/watch?v=H7lUUNOVSgI&feature=player_embedded ეს საქართველოს ბანკის საჩვენებელი ვიდეოა. რაც ნიშნავს, რომ კონკურსანტებსაც დაახლოებით ასეთი უნდა გადაეღოთ. ,,ვინ იცის, უკვე მერამდენედ გავიფიქრე რომ მიმბაძველობა დაგვღუპავს მოკვდავთ.” ეს სიტყვებიც შენ გეკუთვნის. მე კი მოგიყვან ფრაზას, სადაც მიმბაძველობა არა დამღუპველი, არამედ ძალიან კარგი თვისებაა. ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში “ცხოვრება წმიდისა გრიგოლისი” ავტორი ამბობს: ,,და ემსგავსებოდეს მოძღუარსა კეილსა, ვითარცა მოძღუარი მათი ემსგავსებოდა ქრისტესა.” მნიშვნელოვანი ისაა ვის და რაში მიბაძავ და არა ზოგადად მიმბაძველობა. ბლოგერებს კი ერთს გირჩევთ. სანამ სხვას მიუთითებთ შეცდომაზე და ნაკლზე, საკუთარს მიაქციეთ ყურადღება.

    • An Na ამბობს:

      რა გჭირს, დამშვიდდი :)))
      რა აღშფოთებული ხარ, რატომ?)))))))))

      • Teona Giorgelashvili ამბობს:

        აღშფოთებული? სულაც არა 🙂 უბრალოდ მოსაბეზრებელია ისეთი კრიტიკოსების აზრის მოსმენა, რომლებსაც უკეთესის გაკეთება თავადაც არ შუძლიათ.

      • An Na ამბობს:

        ჰო აი იმიტომ არ გადავიღე ვიდეო რომ ვიცოდ ი დანარჩენებს კონკურენციას ვერ გავუწევდი ❤

    • kevana ამბობს:

      @Teona Giorgelashvili
      კაი კაცო, მიმბაძველობა არაა ცუდი… ეგ ვიცით. სხვათაშორის, მე ყოველთვის და ყველგან ვიცავ მიმეზისს.
      მაგრამ გადმოცემის უნარი რომ არ უვარგათ, ეს ხომ ჩანს? ერთია წერითი აზროვნება და მეორე ზეპირი…
      მერე კიდევ, ძალიან კარგადაც შეიძლება მოცემული წესების ფარგლებში წუნდაუდებელი ვიდეოს გადაღება 🙂

      დიდი იმჰო

  7. Luka23 ამბობს:

    Teona Giorgelashvili sg gakumireb 😀
    vafshe blogerebi magari bogma xalxia! ‘c’ chemi 13 wlis mezobeli (filosofosebis azri ver movidzie tqventan dakavshirebit da mezoblit shemovifargle)

  8. juli ამბობს:

    teonas davetanxmebii tu blogeri mimbadzvelobashi ar chamitvliss, magram misii azri didad ar mainteresebss…. sanam sxvass gaakritikeb, iqamde cota dafiqrdi da iazrovne ras werr…. “წეღან თვალი გადავავლე და საერთო სურათი შემაძრწუნებელი და გულისამრევია.” am sityvebit dzliain bevr adamians ayeneb pirad sheuracxyofass,rac shens gaunatleblobaze, ukulturobaze da uvicobaze miutitebs… sheidzleba didad ar giyvarrs udidesii moazrovneebi, magram erti gamonatqvami maxsendeba shenze, romlis citirebas movaxden: iq, sadac gonivruli argumentebi mtavrdeba, titqmis yoveltvis da yvelgan, iwyeba yvirili da sheuracxyofa”

  9. An Na ამბობს:

    რამდენს მოხვდა გულზე ლახვრად ეს პოსტი, იმაზე მეტი უვიცი ყოფილა. ვიდრე მეგონა :)))))))

    • Teona Giorgelashvili ამბობს:

      უვიცი? ძალიან მაინტერესებს რა კრიტერიუმებით აფასებ. შენთვის უვიცი, სხვისთვის განათლებულია და პირიქით.

      • anna ამბობს:

        გააჩნია უვიცების სამოძრაო ადგილს, უვიციცაა და უვიციც :)))

  10. shako ამბობს:

    eh tqven kino gadaiget da me romis papis mdgoli gavxdebi :D:D:D rac ar ari tqveni is ar ari daanebet tyuilat nu ocnebobt

  11. cannabis ამბობს:

    ”უკვე მერამდენე ბლოგერის პოსტს ვკითხულობ ამ კონკურსზე. ისე, კონკურსანტენს უწუნებთ მიმბაძველობას და ბლოგოსფერო კი მოიცვა ერთი და იმავე შინაარსის პოსტებმა”

    http://en.wikipedia.org/wiki/Public_relations

    ————————

    ეს საბჭოთა განათლება და ჰაგიოგრაფიიდან დაზეპირებული ციტატები დაგვღუპავს.

    • Teona Giorgelashvili ამბობს:

      კი კი, ნამდვილად დაგვღუპავს, ამიტომ იკითხეთ ბლოგები, ისინი უფრო მეტ ცოდნას მოგცემენ ვიდრე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები.

      • cannabis ამბობს:

        ბლოგებს თავისი ადგილი აქვთ, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს თავისი. ცოდნის მიღებას რაც შეეხება, ახლანდელ რეალობაში ბლოგებით ათასჯერ უფრო მეტ საჭირო და გამოსადეგ ინფორმაციას და ცოდნას მიიღებ ვიდრე 951 წელს დაწერილი ჰაგიოგრაფიით. ნუ რათქმაუნდა მიღებულ ინფორმაციას გადამუშავება და ანალიზი ჭირდება რაც ნაწილობრივ გონებრივ მუშაობას მოითხოვს და ზოგს ეს არ შეუძლია და ურჩევნია უბრალოდ დაიზეპიროს ათიოდე ციტატა. ესეც მიღებული და აპრობირებული პრაქტიკაა.

  12. k. appice ამბობს:

    ბანკის რჩეული მაინტერესებს ვინ იქნება, უეჭველი ვინც უფრო შეეტენა ვიდეოში და კარგად წარმოაჩინა ნარინჯისფერი ის. ეჰ.. :დდდდ

  13. Salome Mshvenieradze ამბობს:

    roca ragacas akritikeb jer tavad unda gkondes gamocdili ras nishnavs ragcis shekmna da tavad unda iyo originaluri………. aseve unda icode rogor gaakritiko…….. kritika ar nishnavs landzgvas………….. unda daasabuto ratom ar mogwons da tu mogwons erti niuansic ki is unda giarooo……………………. sakutar tavze es sitkvebi ar mimigia,magram gavbrazdi am konkurs garet vincaa kvela rom geniosad tvlis tavs………… tu kvela nabijis gatvla shegedzlot ra moewoneboda kvelas (farto gagebit) ,an tavad gageketebinat,an axlobeli studentvistvis gerchiat gaketeba videosi da geamakat misit………………. sacodavi kartuli sazogadoeba sul ro landzgaven da amit imartleben tavs kartveli vart da mitoo………… tkven ra erovnebis xart? ? ? …………. tu ragaca uketesis chveneba shegidzliat da eris ganatleba gangvanatlet batono gisment kuradgebit……………. esec tkveni dabechtili individualizmi…………..

  14. აღგზნებული ფარშევანგი ამბობს:

    აგერ ბატონო ცოტა განსხვავებულები, ისე ზომბილენდი ზუსტად შეარჩიე :))

    • anna ამბობს:

      ჯერ ლუკა 23 იყავი, ახლა ფსიქო გახდი :)))))))))))) ხუ ზი ფაქ არ იუ ?:დ

Comments are closed.