მასტერკლასებსა და სექსზე

გუშინ, როგორც იქნა ჩავედი ზღვაზე. წყნარი და არც ისე ცივი იყო, საშუალება მომეცა ნორმალურად მეცურავა , მანამ ვიდრე არ გავიყინე და გარუჯვის სურვილმა არ შემომიტია. თუმცა, როგორც ჩანს, განგებას არ უნდა ფერი ვიცვალო და მზემ ღრუბლებში შერგო თავი, მე კი პლაჟის წუწუნის თანხლებით სახლში წამოვედი.

ძალიანაც კარგი, რადგან დილის პრესკონფერენცია გამოვტოვე აპოლოში, ბატონი ოთარის მასტერკლასს მაინც არ გავაცდენ, ძირს პირადი სურვილები!

ამჯერად არ დამიგვიანია, დრო ამერია და ნახევარ საათზე მეტი ინტურისტის ლობიში გავატარე. მიყვარს ნელ-ნელა მომრავლებული ხალხის ყურება, რომელთაგან  ზოგი უბრალო ცნობისმოყვარეა, ზოგი დაუზარელად მუშაობს, ზოგი ფეხს ითრევს და ასე იქმნება დომხალი, რომელმაც საბოლოოდ მესამე სართულზე , პატარა დარბაზში უნდა ამოყოს თავი, რადგან იქ ოთარ იოსელიანის და ალექსანდრე რეხვიაშვილის მასტერკლასია! ყველას აინტერესებს რას იტყვიან ისინი, აქვს თუ არა ქართულ კინოს გადარჩენის და განვითარების შანსი, მაგრამ, არსაიდან ხსნა , არსით ძახილი: ბატონები შეუბრალებლები არიან, ან იქნებ მართლაც არაფერი გვეშველება? როგორც ყოველთვის, ახლაც განვლილი ნაბიჯების განხილვას და უცხოურ კინოსთან შედარებას უფრო მეტი დრო ეთმობა, ვიდრე თანამედროვეობასა და ჩაფლავებულ საავტორო თუ კომერციულ კინოს.

ალექსანდრე რეხვიაშვილი

ალექსანდრე რეხვიაშვილი

ოთარ იოსელიანი

ოთარ იოსელიანი

დარბაზი

დარბაზი

დიახ ბატონებო, ჩვენ არ გვყავს მომავალი თაობა, რომელიც განავითარებს კინოს და თუნდაც იგივე ოთარ იოსელიანის გვერდით თავისი ნიშა ექნება. ჩვენ ასეთები აღარ გვყავს, იმიტომ, რომ არ არსებობს რესურსი, არ არსებობს ბიუჯეტი და შესაბამისად არ არსებობს მოტივაცია?

სამწუხაროდ არ დაუტოვებია რეცეპტი, რით შეიძლება სიტუაციის გამოსწორება თუ არა, უკეთესობისკენ ცვლილება მაინც… ჩვენ არ გვყავს მომავალი და სამწუხაროდ მალე აღარც ის აწმყო გვეყოლება, რომლის წყალობით ქართული კინო ჯერ კიდევ ფეხზე დგას(?!) ჰო, ამ ყველაფერზე პასუხი არავის აქვს, შესაბამისად ვერც მე გეტყვით, გვეშველება თუ არა რამე 🙂

ხელი ჩავიქნიე და დარბაზი დავტოვე, იმ იმედით რომ ხელოვნებასთან ბევრი არაფერი მაკავშირებს, არც მომავალი უნიჭო მსახიობი ვარ და მით უმეტეს კინოინდუსტრიის აღორძინებაზე მეოცნებე მომავალი რეჟისორი, ასე რომ გული დავიმშვიდე და გონებაში ფილმების პროგრამას გადავავლე თვალი:

Code blue- ასე ქვია ფილმს, რომლის ანოტაციამ მეტნაკლებად დამაინტერესა და  გადავწყვიტე მენახა ანტონიაკის ფილმი.

code-blue

code-blue

რაღა დაგიმალოთ და დარბაზი გაშტერებულმა დავტოვე. ანოტაცია ასე არაფრისმთქმელი არასდროს ყოფილა : ფილმი დახვეწილი, გადასარევი შესრულებით და ხარისხითაა გადაღებული. რეჟისორი ყურადღების მიპყრობას თითქოსდა უმნიშვნელო დეტალებით ცდილობს და ფილმიც სწორედ პატარა დეტალებზეა აგებული, თუმცა ერთი არც ისე პატარა „დეტალი“ მთელ ფილმს აფუჭებს: უხეში და ბინძური პორნო დასასრული საერთოდ არ ჯდება ფილმის დანარჩენ სიუჟეტში, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრით. „შეურაცხყოფილიც“ კი გამოვედი დარბაზიდან: სხვა დანარჩენ მაღალმატერიულ დასკვნებთან ერთად  მშვენივრად გავიგე ისიც, რომ ქალებს სექსი გვწყურია და უმისოდ არა არს ჩვენი ყოფაი! ვისაც ჯერ კიდევ არ უღიარებია ეს ფაქტი, ნახეთ ფილმი და დარწმუნდით რომ სექსს იქით გზა არ გვაქვს და თუ გვაქვს, მხოლოდ საგიჟეთისკენ… ა კიდევ ერთი გამოსავალი: ნძრევაში ამოგვხვდეს სული.

ყურადღების გამახვილება სიკვდილზეც ღირს : რეჟისორი განსაკუთრებით სათუთად ეკიდება ამ „ფენომენს“. სიკვდილი და სექსი, სექსი და ვერშემდგარი სიკვდილი.

იმ დღეს მეტი ფილმი აღარ მინახავს. არა, შთაბეჭდილებებმა არ დამთრგუნა, მთელი ცრემლების მარაგი პირველ ფილმზე დავხარჯე , თანაც მშიოდა.

დღეს ირანული ფილმებია: ორი ფილმის ნახვას ვაპირებ. ვნახოთ.

5 thoughts on “მასტერკლასებსა და სექსზე

    • MusicMary ამბობს:

      რუტრეკერზე უნდა დარეგისტრირდე, მეც არ ვარ დარეგისტრირებული, ასე რომ ვერ მოგცემ :პ თუ არ დაგეზარება შენ ნახე :პ

  1. Mari ამბობს:

    რა ფილმებს გაჩვენებენ მანდ 😐 მისულიყავი ალუკარდთან და მშვენიერ ჰორორებს გაყურებინებდა.

  2. litterator ამბობს:

    რა რეცეპტს დატოვებს ალექსანდრე რეხვიაშვილი?

    მივედი თეატრალურში მაგისტრატურაზე – მხატვრული კინოს რეჟისურა, ჯგუფის ხელმძღვანელი საშა რეხვიაშვილია. სამდივნოში მეუბნებიან რომ რეხვიაშვილი სხვა სპეციალობის ბაკალავრებს მასტერზე არ იღებს. ანუ უნახავად არ მიმიღო ხვდები? არანაირი გასაუბრება, არანაირი გამოცდა, უბრალოდ არ იღებს და მორჩა. ამის გამო საბუთები ტელერეჟისურაზე შევიტანე 😦

    საიდან ეყოლებათ ახალი კადრები და ახალი თაობა, თუ ასე უარით ისტუმრებენ ყველას :@ :@

Comments are closed.