კინოფესტივალის გახსნა-დღე პირველი

კინოფესტივალზე წელს პირველად ვარ, ბლოგერის რანგში და 17 სექტემბერს და ბათუმში ჩემს ვიზიტს კარგა ხანს  ველოდი.
გუშინ ჩამოვედი და ბარგის ამოლაგებისთანავე მე და მარი დანარჩენებს შევუერთდით: ვიპოვნეთ გაბო, მოგვიანებით ფსიქე და საბოლოოდ ყველანი კინოთეატრის წინ შევიკრიბეთ, გახსნის მოლოდინში. ამინდი მშვენიერია, მზე,შუა სექტებრისთვის გადასარევი  სითბო..

როგორც ველოდი, ყველაფერი ქაოსით და დაგვიანებით დაიწყო: ვღელავდით ჩვენს ბეიჯებზე, რომლებიც დღემდე არ გვაქვს და იმედია საღამოსთვის ყველაფერი მოგვარდება და ვეღირსები ჩემს ბეიჯს 🙂
ერთსაათიანი ფუსფუსის შემდეგ ყველანი დარბაზში შევედით და კინოფესტივალი გახსნილად გამოცხადდა წამყვანების ცოტაარიყოს დაბნეული დიალოგის შემდეგ.

ფესტივალის ორგანიზატორებმა მცირე მიმოხილვა გააკეთეს ფესტივალზე. თარგმანი არც ისე სასიამოვნო მოსასმენი იყო, წამყვანი ნერვიულობდა , როგორც ჩანს..

სცენაზე ოთარ იოსელიანს საავტორო კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს , რის შემდეგაც ვუდი ალენის ფილმით : “შუაღამე პარიზში”, ფესტივალი ბოლოსდაბოლოს გახსნილად გამოცხადდა. ფილმმა ძალიან გამიცრუა იმედი: არც ისე კარგი ხარისხი, ვიტყოდი ცუდიც, ასევე ცუდი გახმოვანებით, საკმაოდ რთული სანახავი აღმოჩნდა. რაღა დაგიმალოთ და არც შინაარსით დავრჩი აღფრთოვანებული, უფრო მეტიც, ვერ გავიგე რა ხდებოდა, თუმცა , ნახევარი საათი გულმოდგინედ ვცდილობდი აზრის გამოტანას 🙂

საბოლოოდ დავნებდით და დარბაზიდან წამოვედით.

შეცბუნებულებმა გადავწყვიტეთ, კარგად გადავხედოთ პროგრამას და ფილმები დაკვრივებით შევარჩიოთ. აუტანელი სანახავია ცუდი ფილმის გაძლება და მით უმეტეს მასზე თვალის მიდევნება :/ იმედია დღეს გამიმართლებს და შედარებით უკეთეს ხასიათზე და რაც მთავარია ფილმის დასასრულისთვის გამოვალ დარბაზიდან.

მე და მარიამი პოზირებით ვინაზღაურებთ ფილმით მოყენებულ ტკივილს :)

მე და მარიამი პოზირებით ვინაზღაურებთ ფილმით მოყენებულ ტკივილს 🙂


რაც შეეხება ფესტივალსგარე ყოფას ბათუმში, ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, მეორე დღეა უკვე აქ ვარ და ზღვას მხოლოდ შორიდან მოვკარი თვალი. დიდი სურვილი ბანაობის აღარც მაქვს, ქალაქში ბოდიალით და ხედებით გადავწყვიტე გართობა.

დღეს გეგმაშია “when we leave – როცა ჩვენ მივდივართ” . ესეც ფილმის ტრეილერი:

9 thoughts on “კინოფესტივალის გახსნა-დღე პირველი

  1. merryem ამბობს:

    შარშან მომეწონა ფესტივალი და ფილმებიც . წელს მესამედ ვარ და უკვე არ მომწონსს :))))))))))))))))

  2. dreamar ამბობს:

    რატომ ასეთი მწირი ინფორმაცია ალენის ფილმზე? :ს ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებდა

    • anna ამბობს:

      ალენის ფილმზე რა უნდა ვთქვა არ ვიცი… ერთადერთი რაც ყველას მოეწონა, ფერები იყო :)))
      ნახევარმა დარბაზმა დატოვა ტერიტორია :))

  3. Mari ამბობს:

    მართლაც რომ საშინელებაა უინტერესო ფილმი ყურება. მახსოვს, “სოც-ქსელზე” როგორ დავიტანჯე 2 საათი 😀 😀

    • anna ამბობს:

      წეღან რაც ვნახე, when we leave, გენიალური ფილმია, მეორედ ვუყურებდი დიდი სიამოვნებით, ოღონდ მერე :დ
      გავსკდი ტირილით, საერთოდ არ გამიგია როგორ გავიდა დრო ..

  4. giorgi_7@posta.ge ამბობს:

    სასაცილოა…შუაღამე პარიზში ამერიკაში და ევროპაში საოცარი პოპულარობით სარგებლობს და კრიტიკოსები და მაყურებლები თანხმდებიან რომ ეს რეჟისორის ერთერთი საუკეთესო ფილმია.. და თურმე ეს ფილმი ქართველ მაყურებელს არ მოეწონა? ჰმ,….

    • გვირილა ამბობს:

      და მერე რა რომ არ მოეწონა? მე “დონ კიხოტი” არ მომწონს, არადა მსოფლიოში აღიარებულია. თუმცა, არ ვთვლი, რომ ვინმეზე ნაკლები ლიტერატურული გემოვნება მაქვს, არც ფსევდო მკითხველი ვარ და ორი წლის წინ არ დამიწყია კითხვა კოელიოთი… ასე რომ… ყველას აქვს გემოვნება და არჩევანის თავისუფლება 😉

  5. გვირილა ამბობს:

    გახსნაზე არ ვყოფილავარ 😦 არც მერე პრინციპში, მხოლოდ ორი ფილმი ვნახე, “ბოშა” და “თოვლივით თეთღი”, ორივე მომეწონა. დღესაც ვაპირებ გასვლას, კაი ფილმებია წესით. ყველა ფილმის ნახვა მინდოდა, მიუხედავად მათი ხარისხისა, მარა სამსახური 😦 ისე, “შუაღამე პარიზში” განსაკუთრებით მაინტერესებდა, თუმცა ვინც ნახა, ყველა უკმაყოფილოა. ალბათ ხარისხმაც იმოქმედა. ნუ, მერე მაინც დავძებნი და ვნახავ 🙂

    შენ წარმატები. მე მთელი წელი ველოდები ხოლმე biaff-ს და მესმის შენი ახლა 🙂
    ძველი ბათუმი ნახე აუცილებლად 😉 და კიდევ პარკში გაიარე, ტბასთან. იქ ერთი ძალიან მაგარი ხეა, ყვავილების ხე, ახლა მაგის სურნელი ტრიალებს იმ ტერიტორიაზე და ბათუმის სუნია მაგი ^_^ (ეს ისე, ვიბჟუტურე :-D)

Comments are closed.