ვიცხოვროთ მშვიდობიანად… ყოფილებთან

ბევრი ბიჭი მყოლია. მათთან ურთიერთობის განვითარების თანმიმდევრობა არასდროს შეცვლილა : ჯერ ჩვენ ორნი, მერე ჩნდება საერთო სამეგობრო წრე , რომელიც თანდათან მჭიდროდ იკვრება, იმის შესაბამისად, რამდენად მყარია ჩვენი, ორის ურთიერთობა..

არა, მშვენიერი რამეა დაბლ დეითები, საერთო მეგობრებთან ერთად გართობა და მთელი ცერემონიალები, რაც რილეიშენშიფებს თან ახლავს ხოლმე, როცა ურთიერთობა თბილი და ჰარმონიულია, ყველა ერთი დიდი ოჯახივითაა ერთმანეთთან, თუმცა ხშირად , ბანალურად რომ ვთქვათ, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა და შეყვარებულები ერთმანეთს შორდებიან.

რა ხდება ამ დროს? გარდა იმ ტკივილისა, რაც დაშორებას მოაქვს, გვემატება მთელი დავიდარაბა: ყოველ ნაბიჯზე თვალში გვეჩხირებიან “მისი” მეგობრები და უამრავი თავისტკივილი მოაქვთ შერიგებაზე ზრუნვით თუ მხარის მოშვერით. არადა ამ დროს ვის სჭირდება მათი ნუგეში? ერთადერთი სურვილი ამ დროს მათი რაც შეიძლება იშვიათად დანახვა და ყველაფრის თავიდან ამოგდებაა.

როგორც წესი, ადამიანთა უმეტესობა ამ პრესს ვერ უძლებს და დაკარგულ შეყვარებულს ერთ-ორ მეგობარსაც თან მიაყოლებს ხოლმე, ზოგი კიდევ უფრო სუსტია და საერთოდ ქრება იმ ტერიტორიიდან, სადაც მისი ყოფილი სუფევს .

ჰო, ძალიან რთულია იცხოვროთ დაშორების შემდეგ იმ სივრცეში, სადაც ოდესღაც თქვენ და თქვენი მეგობრები ერთად თანაარსებობდით, რაც მთავარია იცხოვრო აუღელვებლად და ძალდაუტანებლად , მაგრამ კაცმა რომ თქვას, რა სილაჩრეა ყველაფრისგან გაქცევა?

დასაწყისში ვთქვი, ბევრი ბიჭი მყოლია მეთქი. გამოგიტყდებით და ბევრჯერ გავქცეულვარ კიდეც: რამდენიმე მეგობარი ფეხებზეც დამიკიდებია, ოღონდ თვალით აღარ მენახა არც ერთი მათგანი. რა გამოვიდა, ბევრჯერ ვყოფილვარ მხდალი და სუსტი ?  საკუთარ პრინციპებს თუ დავეყრდნობი, დიახაც , მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი არ მისცემს საკუთარ თავს მეორე შანსს და ყველაფრის გამოსწორებას არ ცდის? 🙂

საუკეთესო გამოსავალი იცით რა არის? უხეშად  რომ ვთქვათ, homies over hoes 🙂 ნუ დავკარგავთ მეგობრებს , მით უმეტეს, ნუ “დავტყდებით” იმ სიტუაციიდან, სადაც ყოფნა ერთ ბედნიერ დროს ძალიან გვიხაროდა . ამისთვის გვჭირდება ცოტა თვითშეგნებას დამატებული უფრო მეტი ნებისყოფა, წონასწორობა და სიმშვიდე : არ გამოგრჩეთ არც ერთი ინგრენდიენტი და ყველაფერი კარგად იქნება 🙂

ნუ მეტყვით ერთი შეხედვით ყველაფერი ძალიან მარტივიაო . არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი გენიალური  მარტივია  , მეგობრებო .

12 thoughts on “ვიცხოვროთ მშვიდობიანად… ყოფილებთან

  1. anina says:

    მე არ გამომდის იმ სივრცეში ყოფნა, სადაც ყოფილები და მისი მეგობრები არიან. თუ ჯერ ეს მეგობრები მყავდნენ და მერე გავიჩინე მათი წრიდან შეყვარებული, მაშინ ჰო. მაგრამ თუ ამ ტიპმა გამაცნო ეს ადამიანები, შანსი არაა, მათთან ურთიერთობა გავაგრძელო ამ ბიჭთან დაშორების მერე. უბრალოდ ახალ წრეს ვპოულობ. ასე ნაკლები უსიამოვნებაა

    • anna says:

      მეც ვფიქრობდი რომ არასდროს გავაგრძელებდი ბიჭის მეგობრებთან ურთიერთობას დაშორების მერე, მაგრამ არც ეგრეა საქმე :დ
      ზოგჯერ ეგეც კი გამომდის.
      თუმცა პოსტში უმეტესად იმ სიტუაციაზე ვსაუბრობდი, მეგობრების წრიდან რომ იჩენენ შეყვარებულს. როგორც წესი მე ასე მემართება ხოლმე :))

  2. Mari says:

    მოკლედ, თუ ოდესმე ვინმეს დავშორდი, შენს ბლოგზე შემოვსახლდები და შენი ტუტორიალების შესწავლას დავიწყებ.
    სიტყვა “დაშორება” უკვე შენთან მიასოცირდება 😀

  3. Ucha Bakuradze says:

    ჩემი აზრით როდესაც წყვილიდან ერთ ერთი (მაგალითად გოგო) მეორეს(ბიჭის) მეგობრების წრეში შედის და მათთან მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს, მათ (ბიჭის მეგობრებს) ყოველთვის აქვთ განცდა, რომ ამ გოგოსთან მათი მეგობრული ურთიერთობა “ჩერეზ” მათ პირველად მეგობარზე გადის. ამიტომაც, როდესაც ასეთი ურთიერთობა წყდება, გოგოსა და მისი ყოფილის მეგობრების ურთიერთობას ფაქტიურად აზრი ეკარგება, რაც არ უნდა გულითადი ყოფილიყო ეს მეგობრობა მანამდე, და გამაღიზიანებელიც კი ხდება. თითქოს, ამ დროს ასეთ გოგოსთან ინტენსიური მეგობრობის გაგრძელება მათი პირველადი მეგობრის ღალატადაც კი აღიქმება, და ართუ ისაფუძვლოდ, პრინციპში.

  4. akunkula says:

    ადამიანური ურთიერთობების ამ საფეხურზე დიდად დუნდუკი ვარ მე 😐 🙂
    საერთო მეგობრებს რაც შეეხება, იმით ხომ არ განისაზღვრება სხვა ადამიანი, შენი ყოფილი ვინ ჯანდაბაა. მათშიც შეიძლება გამოერიოს ადამიანი, ვისთანაც, ალბათ, კარგად ვიმეგობრებ…

Comments are closed.