ორი კვირა ერთ პოსტში

გამარჯობა მკითხველო. რამდენი ხანია არაფერი დამიწერია? სულ რამდენიმე დღეა. ალბათ ვიღაც ყოველდღე შემოდიოდა ბლოგზე და ამოწმებდა, ახალი ხომ არაფერი დამიპოსტავს, მაგრამ არა, ბოლო პოსტიდან დღემდე აქ არაფერი განახლებულა. ჩემს საყვარელ ბლოგებს როცა ვსტუმრობ და ახალი არაფერი მხვდება, ცნობისმოყვარეობა მიპყრობს და ვცდილობ წარმოვიდგინო, რას აკეთებს, რატომ არ წერს? ალბათ თქვენც გაინტერესებთ , თუკი წინა თვეში ყოველდღე ვწერდი და წესით ასეც უნდა გამეგრძელებინა, რა დამემართა სექტემბრის დადგომისთანავე?

ორი კვირის წინ პირველად შემცივდა და წინდები ჩავიცვი. აივანზე გავედი, დავჯექი და დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ფეისბუქის რეფრეშის სანაცვლოდ, ბევრად საინტერესო და სასარგებლო? დიდხანს არ მიფიქრია, სიცივემ მიმახვედრა რა უნდა მეკეთებინა : ქსოვა დავიწყე. ერთი წელია ჩხირებისთვის ხელი არ მომიკიდია, სხვა რაღაცებმა, მაგალითად ჩემმა ბლოგერად ქცევამ დამავიწყდა რომ ამქვეყნად კიდევ არაერთი საინტერესო საქმე არსებობს და რაც მთავარია ისინი მე მშვენივრად გამომდის. ასე გადმოვაწყვე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ნაყიდი ძაფები და საქმეს შევუდექი.

გაგიკვირდებათ და ორ კვირაში მოვქსოვე ჟაკეტი, კაშნე , ჩანთა და ქუდი. მინდოდა ყველასთვის გადამეღო ფოტოები და ამ პოსტშივე დამედო, მაგრამ ვებკამერით გადაღებული ფოტოები შემაძრწუნებლად ცუდი გამოდის და გადავიფიქრე. ცუდია, სასწრაფოდ ვსაჭიროებ ახალ ფოტოაპარატს, თუნდაც იმიტომ რომ ესენი გადავიღო ნორმალურად. თბილისში ჩამოსვლისთანავე ვითხოვებ ციფრულს და ცალკე პოსტს მივუძღვნი ჩემს “პირმშოებს” 🙂 ახლა შესვენება მაქვს, უფრო სწორად ძაფები შემომელია და გადავწყვიტე ცოტა ხნით შევწყვიტო ქსოვა. ფესტივალამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში “იდიოტის” წაკითხვას მოვასწრებ ალბათ.. უცნაურია, წლებია ამ წიგნს ვეძებ და რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ჩემს ცხვირწინ, თაროში :/ ცრუმორწმუნე რომ ვიყო, ალბათ ვიტყოდი, განგებას არ სურდა ბავშვობაში დამემთავრებინა და მისი გაქრობა ჩემს სასიკეთოდ მოხდათქო 😀

ჰო, ამ ორი კვირის განმავლობაში თბილისში ჩამოსვლაც მოვახერხე რამდენიმე დღით, ჩემი ჩხირები და ძაფები ყველგან თან დამქონდა. ალუკარდთან რომ დავრჩი, ღამით ქეთი და ყვავა ფილმს უყურებდნენ , მე პარალელურად ვქსოვდი 😀 ელვისი მომენატრა ისევ . სხვა დანარჩენი უცვლელადაა, არაფერი არ ხდება. ან რა უნდა მოხდეს, ცხვირი ძაფებში მაქვს ჩარგული, თბილ პლედში ვარ გახვეული და ამქვეყნის არაფერი გამეგება, რამდენიმე წუთით თუ შევიჭყიტები ფეისბუქზე მოვალეობის მოხდის მიზნით, ტელეფონი კი ისე დაჯდება და გაითიშება ხოლმე, ვერც კი ვიგებ.

მართლა იდეალურად დავისვენე ამ ზაფხულზე და შემოდგომაც ასევე იდეალურად გრძელდება : ჩემი აქეთ-იქეთ მოგზაურობა პენსიონერული დასვენებით ჩავანაცვლე და ბათუმისთვის ვემზადები: კინოფესტივალი წინ მაქვს და გული მიგრძნობს, ძილი ძალიან დამაკლდება. სულ რამდენიმე დღე დარჩა წასვლამდე და ცოტა გული მწყდება : ძალიან მინდოდა ნათია, ან ქეთი წამოსულიყო, არც ერთთან არ მიჭირს ყოფნა, არც ჭირში და არც ლხინში, გამოცდილი თანამეინახეები არიან უკვე , ახლა ვისთან, სად როგორ ვიქნები, ღმერთმა იცის და ვისი წუწუნის ატანა მომიწევს 🙂 რაც მთავარია, თან რა ჯანდაბა წავიღო არ ვიცი, როგორი ამინდები იქნება, ეშმაკმა უწყის , მეკი ბევრი ბარგის თრევა ჭირივით მეზარება ხოლმე :/

ეს დღეები უნივერსიტეტზეც ვფიქრობ. ვაღიარებ, ცოტა მომენატრა. რაც არ უნდა იყოს, ძველი შეცდომების გამოსწორების და შეტენილი საგნების თავიდან შესწავლის და რაც მთავარია კარგად შესწავლის შანსი მაქვს. მართალია ყოველ წელს ამას ვამბობ, რომ უკეთესად ვისწავლი და აღარ გავახალტურებ არაფერს, მაგრამ ახლა მართლა! აღარ დავუშვებ კიდევ რამე შემეტენოს და პატიოსან სიტყვას აქაც, ბლოგზეც დავდებ 🙂

მოკლედ, ყველაფერი მიხარია და ყველაფერი გენიალურადაა: ან რატომ არ უნდა მიხაროდეს, ბოლოსდაბოლოს, როცა ფესტივალიდან თბილისში დავბრუნდები, მარტო ვიქნები და იმედია ნათიასაც გამოუშვებენ ხოლმე ჩემთან დასარჩენად. შარშანდელი დღეები მომენატრა, ისევ აუცილებლად იქნება ჩემთან შეკრებები და mad bloggers ფართები 🙂

მგონი არაფერი გამომრჩენია, ის კიარადა ცოტა მომავალშიც გადავიჭერი, ასე რომ ზუსტად ის დროა პოსტი დავაფაბლიშო ^^

11 thoughts on “ორი კვირა ერთ პოსტში

  1. spamwriters ამბობს:

    ოოო ჩემი შეტენილი 3 საგანი გამახსენდა , აუჰ.

    წარმატებები დაო! მომწონს პოსტი და ნუ გაგვცვალე ქსოვაში :დ

    • anna ამბობს:

      აი სულ ცოტაც და დავანებებ თავს:დ ისიც იმიტომ რომ მერე სხვა რამე ამოვიჩემო :))))))))))))

  2. Mr. Nomad ამბობს:

    ვაა მორჩი უკვე ქსოვას? გილოცავ!!! :ყეს: :ყეს: :ყეს:

    კარგი პოსტია და მერე სურათებიც მოაყოლე :)))

    • anna ამბობს:

      ჰო, ფოტოებისთვის ნათიას დახმარება , უფრო სწორად მისი ციფრული მჭირდება :უსერ: :დ

  3. Mari ამბობს:

    რა კარგია სასარგებლო საქმე რომ გამოგიჩენია… ჩამო ახლა დროზე, მოენატრე ელვისს.

  4. siyvarulovna ამბობს:

    აუ გველო ყოველდღე რომ არ გაამხსენო, რომ ბათუმში ვერ მოვდივარ მოკვდები :შ ძროხა 😐

    ჰოდა თაროში კი არა თაროზე:დ

    და კი, გამომშვებენ, აბა რას იზამენ ❤

    • anna ამბობს:

      ლამის ნახევარი პოსტი წავიკითხე, რომ მეპოვნა სად იყო თაროში :დ
      რას წაიკითხე, გაიძულე? არ ნახავდი ფესტივალი რომ მქონდა ნახსენები და იქნებოდი მშვიდად დღეს მაინც :დ

  5. Dissolved Girl ამბობს:

    როგორ მიყვარს ქსოვა ❤ მაგრამ, კაშნის მოქსოვის მეტი არაფერი არ ვიცი :/ ანუ, "უზორები" და ნახატები და აპლიკაციები არ გამომდის. ქსოვაზე მაგრად არაფერი ამშვიდებს ნერვებს, იმჰო : )

    • anna ამბობს:

      სწორედ გუშინ ვეუბნებოდი ნათიას, სად არის ვეკო :/
      დაწერე გოგო რამე :/

Comments are closed.