როგორ ვებრძოლოთ “ხაზეიკებს”

არასდროს მიცხოვრია ნაქირავებ ბინაში და მაყურებლის როლიდან არც ისე რთულად მიმაჩნდა ასე ცხოვრება. ორი დღის წინ მეგობრის ბინაში გატარებულმა რამდენიმე საათმა დამარწმუნა , რომ ვცდებოდი.

კარგი ბინის შოვნა კარგ ადგილზე იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც გამართლება ე.წ “ხაზეიკაში”, ანუ დიასახლისში. პირობების წამოყენებისას, რა თქმა უნდა ორივე მხარე უფრთო ანგელოზად აჩვენებს თავს, თუმცა რა იქნება შემდგომ, ცოტა რთული გამოსაცნობია, ამიტომაც არასდროს, არასდროს არ ღირს ბინის ქირაობა იქ, სადაც ახლომახლო ბინის მეპატრონე დაძრწის!

რატომღაც დიასახლისები თვლიან რომ ყოველ წამს შეუძლიათ მდგმურის შეწუხება და სრულიადაც არ ფიქრობენ იმაზე, უნდა თუ არა ამ უკანასკნელს მათი ფიზიონომიის დანახვა დღის ამა თუ იმ მონაკვეთში. მართლაც, რა სასიამოვნოა დღეში რამდენჯერმე,  ორ დღეში ერთხელ, ან თუნდაც კვირაში ერთჯერ მყუდროება გირღვიოს ბინის პატრონმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის პატრონია და სრული უფლება აქვს საკუთარ სახლს სურვილისამებრ ესტუმროს. როგორც წესი, “ხაზეიკები” ეშმაკურ ხერხს მიმართავენ და უმეგობრდებიან თავიანთ მდგმურებს და ლოგიკით, მეგობარს ხომ გარეთ ვერ გააგდებ, “ხაზეიკასაც” ვეღარ მიუხურავ კარს ცხვირწინ. ახლადშეძენილ “მეგობარს” კი როგორც უკვე ვთქვი, თან ბევრი უსიამოვნება მოაქვს:

მან შესაძლოა წაიღოს თქვენი ნივთები, იქნება ეს თმის ფენი თუ უბრალოდ ასანთის კოლოფი და შემდეგ დაავიწყდეს მისი დაბრუნება;

მას შეუძლია მოურიდებლად გესტუმროთ და თავის პრობლემების მოსმენა გთხოვოთ, მაშინ როცა თქვენ ერთი სული გაქვთ საბანში გაეხვიოთ და დაიძინოთ;

მას შეუძლია მკაცრად აკონტროლოს თქვენი ყოველი სტუმარი და ვაი მაშინ, თუ ეს სტუმარი საპირისპირო სქესის წარმომადგენელია. ასეთ შემთხვევაში დიასახლისის ჩასახლება გარკვეული ვადით თქვენს ოთახში სრულიად მოსალოდნელია. ის მანამდე არ მოიცვლის ფეხს საეჭვო ტერიტორიიდან, ვიდრე სტუმარი თვალს არ მიეფარება.

მას შეუძლია თქვენი შესაძლებლობები თავის სასიკეთოდ გამოიყენოს და თუ თქვენ საჭმლის კარგად კეთება, კერვა, მანქანის შეკეთება, ან უბრალოდ ნათურის გამოცვლა კარგად გამოგდით, მანამ ვიდრე თავად ცდიდეს საქმის გაკეთებას, ან სპეციალისტს გამოიძახებდეს, აუცილებლად ჩამოგძახებთ თქვენ – ეგებ იოლად გამოვიდეს..

თუ თქვენ ბიჭი ხართ, თანაც სიმპათიური, შესაძლოა დიასახლისის ძალადობის მსხვერპლიც შეიქნეთ, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ხოლო თუ თქვენ გოგო ხართ და სახლის მეპატრონე მამაკაცია, ანუ “ხაზეინი”, რასაკვირველია, ამ ყველაფრის შანსი ორმაგდება

ალბათ უსასრულოდ შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება, რადგან ზემოთჩამოთვლილი პუნქტების შეგროვება სულ რაღაც 4- 5 საათში მოვახერხე, დრო კი რაც უფრო მეტია, მით მეტი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, წვრილმანი და მოსაბეზრებელი. ქირისას  საუკეთესო ვარიანტი ყოველგვარი “ხაზეიკა/ხაზეინისგან” მოშორებით ცხოვრებაა, სასურველია კორპუსში, მაგრამ თუ გარემოებების გამო გიწევთ აიტანოთ “ნაღმი” თქვენს სიახლოვეს, თავდაცვის რამდენიმე მეთოდს გირჩევთ:

თავი მოაჩვენეთ რაც შეიძლება უჟმურ და არაკომუნიკაბელურ ადამიანად: ამ შემთხვევაში თქვენთან შემოსვლის და მით უმეტეს დარჩენის სურვილი სულ უფრო და უფრო ნაკლებად გაუჩნდება.  ურთიერთობისას მხოლოდ მისალმების ელემენტარული ფორმების გამოყენებით შემოიფარგლეთ და ღიმილი მხოლოდ თვის ბოლოს შეგიძლიათ უწყალობოთ, როცა ქირის გადახდის დრო მოვა. არ დაგავიწყდეთ, ღიმილში აუცილებლად გესლი უნდა იყოს ჩაქსოვილი და სიტყვებს კბილებიდან უნდა სცრიდეთ🙂

ამ რჩევების გაგრძელებაც უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მათი გამოყენება უკვე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოხერხებული ხართ თქვენ, ამიტომ მხოლოდ ორიოდე რჩევით დამწყებთათვის შემოვიფარგლები და დანარჩენის ათვისება თქვენთვის მომინდვია, დღეისთვის კი სულ ეს იყო, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და რაც მთავარია, ეცადეთ პრაქტიკაში დანერგოთ🙂

15 thoughts on “როგორ ვებრძოლოთ “ხაზეიკებს”

    • anna says:

      მე რომ ვცხოვრობდე ქირით, მერწმუნე უფრო გრძელი გამოვიდოდა :დ

  1. neliko1 says:

    მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს მე და ჩემს მდგმურს :)))))

  2. unaamarga says:

    საინტერესოა! 17 წლიდან ნაქირავებში ვცხოვრობ და ყოველთვის მიმართლებდა ”ხაზეიკებში”! არც ხშირი სტუმრობით მაწუხებდნენ, არც ნივთები მიქონდათ და არც სხვა დანარჩენი! შეიძლება ძალიან უხასიათო ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ და იმიტომ🙂

  3. teennewson says:

    wels vapireb calke gadasvlas da tu damchirdeba es rchevebi gamoviyeneb, magram albat korpusshi viqnebi… ise tu simpatiuri diasaxlisi iqneba, tanac axalgazrda, dae iyos dzaladoba….😀🙂

    • anna says:

      ჰო, თუ სიმპათიური აღმოჩნდადა თან მოეწონე, რაღა გიჭირს, აშენებულხარ და ეგაა :დ;დ;დ;დ

    • anna says:

      აი გააკეთე განცხადება: ვიქირავებ სიმპათიურ ხაზეიკიან ბინას :დ

  4. gijmaj says:

    სტუდენტობისას ვცხოვრობდი ხაზეიკასთან და გახსენება არ მინდა იმ დროის :))) ჩემ ნივთებს არ ეხებოდა მაგრა, წამდაუწუმ ჩემთან საუბრისა და ჩემი დროის კონტროლის დაუოკებელი მოთხოვნილება ჰქონდა.
    ახლა ისევ ვეძებ ბინას და ძალიან არ მინდა რომ დიასახლისიანი კოშმარები განმეორდეს

  5. Mari says:

    სათაური ჩაასწორე.
    აუ, ჩემს ჯგუფელს ჰყავდა ეგეთი ხაზეიკა. გვერდითა სახლშჳ ცხოვრობდა და ეს საწყალი, მეგობრებს რომ დაპატიჟებდა ხოლმე სახლში და მუსიკას ხმამაღლა რთავდა, ხაზეიკა გამოუვარდებოდა და რეჩებს უკითხავდა :))))

Comments are closed.