სტუდენტური კონკურსი

მახსოვს, შარშანწინ, ამ დროს რა აფორიაქებული , გახარებული და მონდომებული პირველკურსელი სტუდენტი ვიყავი 🙂 მოკლედ, როგორც იქნა, ყველამ გაიგო სად ჩაირიცხა და მგონი უმეტესობა სასურველ ადგილზე მოხვდა. ამ ქაოსის და მოლოდინის შორიდან ყურება ძალიან სახალისოა, როცა არც ნერვიულობ, თავი ქუდში გაქვს და აღარაფერი გადარდებს. არადა პირველი სიხარულის გადავლის მერე იმდენი წვრილმანი პრობლემა ჩნდება, ვიდრე ყველაფერი დალაგდება, ლამის თავი გაგისკდეს. პირველ რიგში დაფინანსება: თუ გრანტი ვერ აიღე, მართლა ძალიან ჭირს საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა.

როცა ჩავაბარე, საკმაოდ მაღალი ქულები მქონდა და 70 %იანი გრანტიც ავიღე, ასე რომ თითქმის ვერც ვგრძნობ, უფრო სწორად ჩემები ვერ გრძნობენ გადასახადის “სიმძიმეს”.

გუშინწინ ფეისბუქზე ვნახე საქართველოს ბანკის მორიგი კონკურსის ვიდეოჩანაწერი, რომელიც სტუდენტებისთვისაა, განურჩევლად კურსისა, იქნება ეს მაგისტრატურის თუ ბაკალავრიატის.  მოკლედ, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და მონაწილეთაგან, რა თქმა უნდა, ლაიქების მიხედვით გამოვლინდება სამი გამარჯვებული და ერთი საქართველოს ბანკის რჩეული. ამ უკანასკნელის საჩუქარი მაკბუქი იქნება, დანარჩენ მონაწილეებს ადგილებისდა მიხედვით გადაეცემათ 5 000, 3 000  და 2 000 ლარიანი სტიპენდიები.

ჰო, რა უნდა გააკეთოთ მონაწილეობის მისაღებად: კონკურსში მონაწილეობისთვის, მონაწილემ  istudy.ge-ზე უნდა ატვირთოს 1 წუთიანი ვიდეო avi ან mov ფორმატში, სადაც დააფიქსირებს თუ რატომაა განათლების მიღება მნიშვნელოვანი. გამარჯვებული გამოვლინდება 3 ოქტომბერს და მანამდე მონაწილეებს შეუძლიათ მაქსიმალური ლაიქების რაოდენობა დააგროვონ და გახდნენ გამარჯვებულები.

ესეც ვიდეო, რომელმაც მიიპყრო ჩემი ყურადღება.

მე მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, ვკმაყოფილდები ჩემი უკვე მოპოვებული გრანტით, მაგრამ საინტერესო იქნებოდა, გავიმარჯვებდი თუ არა კონკურსში მონაწილეობა რომ მიმეღო.  მართალია თქვენ ვერ ნახავთ ჩემს ვიდეოჩანაწერს იმაზე, თუ რატომაა სწავლა მნიშვნელოვანი, მაგრამ მე სიამოვნებით ვნახავ თქვენსას 🙂

მე რომ ვიდეო ჩამეწერა:

აუცილებლად ვიტყოდი რომ განათლება აუცილებელია თავდაჯერებულობის ასამაღლებლად;

საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად;

გარანტირებული სამსახურისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… მე აქ დავასრულებ, საკუთარი ვერსიები კი თქვენ მოიფიქრეთ და ატვირთეთ აქ !

20 thoughts on “სტუდენტური კონკურსი

  1. Mari ამბობს:

    აჰა… ისევ ლაიქები. მე პას. ისედაც დემოტივატორად აღვიქვამ იმ ფაქტს, რომ სწავლაში მაინც არაფერს ვიხდი და კიდევ აქეთ რომ მიხადონ, ხომ სულ წავედი ხელიდან 😀 😀 😀

  2. cuga93 ამბობს:

    საინტერესოა, თუ რამე კარგი იდეა მომივიდა აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას 🙂 მადლობა ინფორმაციისთვის 😉

  3. David ამბობს:

    ლაიქებით არაა – ხმის მიცემის სისტემაა საიტზე 🙂 ამით ნაკრუტკებს დაიჭერ და სხვა პლიუსებიც აქვს ფბ-ლაიქებთან შედარებით 🙂

  4. David ამბობს:

    ანა, დამავიწყდა მეთქვა:

    კონკურსის წესების მიხედვით, მოგებული თანხა 3 წლის განმავლობაში შეგიძლია გამოიყენო 🙂 ასე რომ, წლევანდელი წლისათვის მიღებული დაფინანსება ნუ შეგაჩერებს მონაწილეობისგან 🙂

    • anna ამბობს:

      უი, მშვენიერი, მეც ჩავწერ ვიდეოს აუცილებლად ^_^ ისედაც მინდოდა მაგის გაკეთება ❤

  5. Tb Iberieli ამბობს:

    ასეთ თემებს სკოლაში გვაწერინებდნენ ხოლმე :)) რამე სხვა მოეფიქრებინათ

    ნეტა გრანტი ავიღო და არ მჭირდება მაგათი მაკბუქები…

    • anna ამბობს:

      თემაზე გაცილებით იოლიაერთწუთამდე ვიდეოს ჩაწერა : ))))

  6. Nastasia Arabuli ამბობს:

    სკოლებში ეგეთ თემებს არა, სიყვერულებს და მეგობრობებს გვაწერინებდნენ სხვადასხვა ნაწარმოებში და ქალთა და მეფეთა სახეებს, :/
    თანამ იმ თემის საფასურად არავინ არ გიხდიდა რამდენიმე ათას ლარს 🙂

Comments are closed.