მეგობრის ტაბუირებული ექსი

                                               როდემდე უნდა ედოთ მეგობრების ყოფილებს ტაბუ? (ც) მე

ხშირად მითქვამს, ვერასდროს მოვიწონებ ჩემი მეგობრის კაცს-მეთქი და ეს დღემდე ასეა. ჩემთვის არასდროს ყოფილა მიმზიდველი დაკავებული კაცი, მით უმეტეს, ჩემი მეგობრების საკუთრებაში არსებული. ბოლოსდაბოლოს მამრების ნაკლებობას არასდროს შევუწუხებივარ ჩემს ირგვლივ.

სამწუხაროდ, მარადიული ურთიერთობები იშვიათია და ჩვენს ირგვლივ ყოველთვის მოიძებნება რამდენიმე გულგატეხილი მეგობარი და ერთი-ორი მათი ყოფილიც. როგორც წესი,  დაშორების შემდეგ ორივე მხარე ჭმუნავს და დარდობს მომხდარზე და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ იკიდებს ყველაფერს.

არ არსებობს განსაზღვრული დრო გეთოვერისთვის, მაგრამ ფაქტია, დროთა განმავლობაში მათ ყველაფერი ავიწყდებათ. არ გვავიწყდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენს გვერდით მყოფი სიმპათიური კაცი ოდესღაც მეგობრის ყოფილი იყო და წამსვე უზარმაზარ კედელს ვმართავთ ამ უკანასკნელსა და ჩვენს  შორის.  საკუთარ თავს მორალის კითხვას ვუწყებთ და ჩუმ-ჩუმად გვრცხვენია, თუ თვალი გაგვექცევა “მისი” ყოფილი კაცისკენ, მაშინ როცა კაცების 99 პროცენტისთვის მსგავსი ბარიერი არ არსებობს – პირიქით.

რამდენიმე ფაქტორია, რაც გარკვეულწილად ამსუბუქებს, ან ამძიმებს სინდისის ქენჯნას:

  1. როდის დავადგით თვალი აკრძალულ კაცს;
  2. რამდენად ახლოა “განწირული” მეგობარი;
  3. რამდენად დაბალია ჩვენში სინდისის კოეფიციენტი 🙂 ;

ამ ფაქტორებიდან ჩვენთვის სასურველი ვარიანტები შევარჩიოთ ანუ ავიღოთ სიტუაცია:

  1. დაშორებიდან საკმაო დროა გასული და ორივე მხარე გეთოვერია, მეგობრობითაც დიდად არ იკლავთ თავს . ამ შემთხვევაში ძალიან სინდისიერიც რომ ვიყოთ, დიდად აღარ გვაწუხებს და ვიწყებთ მოქმედებას, იმის მიუხედავადაც კი, თუ ამორალურად შერაცხავენ ჩვენს მოქმედებას.
  2. მეორე შემთხვევაში, როცა პატარ-პატარა ნაპერწკლები ჯერ კიდევ არის ჩვენი მეგობრის მხრიდან, მგონი დიდი უსინდისობაა აიღო და მისი ყოფილი კაცი დაისაკუთრო, მით უმეტეს, თუ ერთმანეთს სამარადისო მეგობრობას ეფიცებით. ამ დროს სინდის და ნამუსგარეცხილი ან უგონოდ შეყვარებული უნდა იყო რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგა.

ისეთი შემთხვევბიც არსებობს, როცა ქალი ყველა ყოფილ სიმპათიის ობიექტთან მიახლოებას კრძალავს, განურჩევლად იმისა, უბრალოდ მოსწონდათ თუ უყვარდათ ერთმანეთი.  ეს რაღა ჯანდაბაა? უბრალოდ პათოლოგია და ერთ კარგ “შემოლაწუნებას” უნდა დაექვემდებაროს, მეკი ისევ საყოველთაო “გასაჭირს” მივუბრუნდები:

დიდხანს ვიფიქრე და თავი ლამის ყველანაირ სიტუაციაში წარმოვიდგინე, ისეთშიც როგორშიც უკვე ვყოფილვარ და როგორშიც ჯერ არ აღმოვჩენილვარ. საკუთარი თავი გავწურე და დაზარალებული მხარის ადგილზეც დავაყენე და ბოლოს გენიალური დასკვნა გავაკეთე :

მართლაც, როდემდე უნდა ედოთ მეგობრის ყოფილებს ტაბუ?

21 thoughts on “მეგობრის ტაბუირებული ექსი

    • An Na ამბობს:

      რატომ ? :))) რა არის ცუდი იმაში რომ ბოლოსდაბოლოს ორმა ადამიანმა დაამთავროს ურთიერთობა და სხვებს გზა გაუხსნას? არც არაფერი ^^

    • An Na ამბობს:

      ამვეყნად ყველა ყველას ყოფილია და ბარემ მონაზვნადაც ხომ არ შედგებოდი? :))))

  1. Mari ამბობს:

    ნუ, უსინდიობა სულ არ მგონია მეგობრის ყოფილს თუ თვალი დაადგი ადამიანმა. არავინ არავისი საკუთრება არ არის. მაგრამ მეგობრის ყოფილი ჩემთვის ისევე ტაბუდადებულია, როგორც ბავშვობის მეგობარი ან გეი 😀

    • An Na ამბობს:

      შენ მეგობრის ყოფილს თვალი როგორ უნდა დაადგა არ ვიცი :დ
      ისე, ორონდ შენ თვალი დაადგი ვინმეს და ჩემი ხელით მოგართმევ ჩემს ბიჭს თუ გინდა?;დ;დ;დ;დ;დ

  2. Kate_AlukaЯD ამბობს:

    ამორალურობა რა შუაშია ვერ გავიგე :დ
    ნუ ანა აი მე გაძლევ უფლებას ჩემს ყოფილებთან რაც გინდა ის გააკეთო :დ უბრალოდ როგორც დაქალს მეგობრულად გირჩევ რომ არ გინდა :დდდდ იმიტომ კი არა რომ არიქა მეგობრის ყოფილია :დ იმიტომ რომ კაპიკად არ ვარგა არცერთი :დ სკარეე ვსივო თითქმის არცერთი :დ:დ:დ

    მე მომწონებია მეგობრის ყოფილი :/ ძალიანაც მომწონებია :/ მისგანაც წამოსულა რაღაცები მაგრამ მეგობრის გამო თავი შემიკავებია :/ რაშაც რიგ შემთხვევებში ვნანობ :/ ბოლოს და ბოლოს ეს ოხერი ქალაქი ისეთი პატარაა ყველა ვიღაცის ყოფილია და რა გამოდის :დდდდ

    მე გამიტყდება იმ შემთხვევაში როცა ჩემი დაქალი იჩითება კაცთან რომელის მიმართაც გეთ ოვერ არ ვარ და ეს ჩემმა დაქალმა იცის… :/ ამის გამო ის გოგო დაკარგავს ჩემი დაქალის სტატუსს :დ ზეთს ოლ :დ

    • bushka ამბობს:

      “ბოლოს და ბოლოს ეს ოხერი ქალაქი ისეთი პატარაა ყველა ვიღაცის ყოფილია და რა გამოდის :დდდდ” რა მართალი ხარ :(( თან ქალაქი ხომ პატარაა და ნორმალური ადამიანები კიდევ სულ თითზე ჩამოსათვლელი და თან ყველა ყველას მეგობარია :ს უჟას :დ

      • An Na ამბობს:

        ჰო, მთავარი მანდ გეთოვერობაა , თორემ თავის შეკავება ისეთ დროს როცა ორივეს დაკიდებული ყავს ერთმანეთი, უკვე მეტისმეტია 😐 მეჯავრებიან ხოლმე ქალები რომ მიახლოებას კრძალავენ სამუდამოდ თავიანთ ექსებთან :დდ;დ

  3. bushka ამბობს:

    ამორალურობა არაფერ შუაშია, ალბათ უფრო ანგარიშის გაწევაშია აქ საქმე. მე ვთვლი, რომ დამთავრებული ურთიერთობბის მერეც 99%–ს რჩება რაღაც გრძნობა (არ ვგულისხმობ “one night stand”-ს, მე–5 კლასის დროინდელ “სიყვარულს”, ან რამე მსგავსს :დ) და შესაბამისად დაქალისთვის ცოტა ძნელი უნდა იყოს ამის ატანა. მე მაგალითად, ძალიან მეწყინება ჩემმა დაქალმა რომ ჩემს ყოფილს დაადგას თვალი. ჩავთვლი, რომ ეს ჩემს მიმართ უპატივცემულობაა. თუმცა, როდესაც 100 %–ით ხარ დარწმუნებული რომ შენს მეგობარს ის ტიპი კიდია, მაშინ არ უნდა იყოს პრობლემა.
    მე პირადად მქონია ურთიერთობა ადამიანთან, რომელთანაც ადრე ჩემს დაქალს ჰქონდა რაღაც ფლირტის მსგავსი და პირიქითაც ყოფილა, ოღონდ ამ შემთხვევაში ზუსტად ვიცოდით რომ ერთმანეთს ამით საერთოდ არ ვაწყენინებდით.
    თუმცა მაინც არაა ეს ადვილი თემა, არსებობენ ისეთი მესაკუთრე დაქალებიც, რომლებიც ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობენ და ანგარიშის გაწევაც რთული ხდება.
    უფფფ წავედი, რეები დავწერე, თავი მაია ასათიანი მგონია 😐

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      თუ იმ ბიჭმა ჩემს დაქალს აწყენინა ან ძალიან ცუდათ დაშორდნენ ერთმანეთს სხვა საქმეა… თუ დაშორება ორივეს მხრიდან მოხდა ცივილიზებულად და ადამიანურად,, თუ მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მაშინ რა პრობლემაა ვერ ვხვდები.. ისევე ვერ ვხვდები იმას როცა წიპა ძმები ჭედავენ იმაზე რომ მათი დები ძმაკაცებს არ უნდა შეუყვარდეთ :/ რა არის აქ საპანიკო ..
      მგონია რომ ძალიან ბევრი იდიოტური დაუწერელი კანონებია რომელიც კიდევ კარგი არ დაიწერა :დ:დდ მაგრამ ერთგულად მისდევენ ამ წესებს :დ მაგალითად როგორც მარშუტკაში ნაცნობს ფული უნდა გადაუხადო და კაფეში ანგარიში ბიჭმა გაასწოროს :დ:დ:დ სისულელეა რა/..

დისკუსია დახურულია.