სიგარეტი

ამბობენ რომ ადამიანების ცხოვრებას მათი პრინციპები წარმართავს. ყველას გვაქვს რაღაც პრინციპები/ჩარჩოები: შექმნილი საზოგადოების მიერ, შექმნილი ჩვენ მიერ , ჩვენი მეგობრების, ოჯახის მიერ შექმნილი. პრინციპების არქონაც კი თავისებური პრინციპია. რაც შემეხება მე , ძალიან ცოტა პრინციპი მაქვს, რომლებსაც ხანგამოშვებით სხვებით ვცვლი, ან ვივიწყებ .

ერთადერთი, რამაც აქამდე უცვლელად მოაღწია, სიგარეტისადმი ჩემი მუდმივი წინააღმდეგობა იყო. ერთადერთი, რაც შეიძლება მეგობრისთვის მესაყვედურა, პირში გაჩხერილი აბოლებული სიგარეტი იყო. არასდროს მესმოდა , რა იზიდავდა ხალხს შავ ჭვარტლსა და ბოლში და რაში ყრიდა ფულს, რომელიც ბევრად სასარგებლო და სასიამოვნო ნივთებში შეეძლოთ დაეხარჯათ.

პირველად როდის მოვწიე, არ მახსოვს. ნამდვილად ნასვამი ვიყავი. ისე ვერ გავბედავდი ნაპასის დარტყმას, უფრო სწორად ამის მცდელობას. სასმელზე საკაიფოდ მიდისო, მაინტერესებდა როგორი იყო. არაფერი არ გამომივიდა და ბოლომდე არც მომიწევია, ისე მოვისროლე. არც ის მახსოვს მეორედ როდის მოვწიე. ამჯერად  იმაზე ნერვებმოშლილმა, ნაპასს როგორ ვერ ვარტყამ-მეთქი. არც მაშინ გამომივიდა რამე. შესაძლოა იმიტომ რომ ყოველთვის ნასვამი ვეწეოდი, გამბედაობაშემატებული.

წელიწადში სულ რამდენჯერმე ვსვამ: ძირითადად ზაფხულსა და ზამთარში ანუ მაშინ, როცა არდადეგებია და მეგობრებთან ერთად ბევრს ვუსაქმურობ და მაშინ, როცა დღესასწაულებია და ყველა უსაქმურობს. შესაბამისად, ჩემს არამწეველობას საფრთხე არ დამუქრებია, თვიდან თვემდე სიგარეტის საძაგელი გემოც მავიწყდებოდა და ვეგუებოდი იმ  ფაქტს, რომ ვერასდროს ვიგემებდი ნაპასის მიმზიდველობას.

წელს მგონი პირველად მოვწიე სიგარეტი ფხიზელმა და როგორც იქნა კვამლის ღრმად ჩასუნთქვა მოვახერხე. არ მეთანხმებიან მაგრამ ძალიან ათბობს სხეულს. წვიმდა და ციოდა – მიზეზი მქონდა გასათბობად მომეწია და თან წყეული ნაპასის დარტყმაში მევარჯიშა. ბოლოსდაბოლოს მოვახერხე და ცოდნის განმტკიცება მოვინდომე. ასე მოვწიე რამდენიმე ღერი სრულიად სველმა და გაყინულმა და ამაყი წამოვედი სახლში:

ამ ამბის მერე სიგარეტი აღარ მომიწევია. არც სურვილი გამჩენია ამის გუშინდელ დღემდე: ქუჩაში მოვდიოდი და დავინახე როგორ გემრიელად ექაჩებოდა კაცი სავარაუდოდ უკანასკნელ ღერ სიგარეტს – დანანებით და ნელა, დაგემოვნებით. გული ამიჩქარდა, ისე მომინდა სადმე ჩაკუჭულ კოლოფში ერთი ღერი მეც მგდებოდა რომ მეც ისე გემრიელად გამებოლებინა. რა უნდა მექნა? არაფერიც არ ვქენი, ნაბიჯი ავაჩქარე და სასწრაფოდ მოვცილდი იმ ადგილს.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა სიგარეტი გასინჯული არ მქონდა, ვთქვი, რომ არასდროს გამიჩნდებოდა მოწევის სურვილი და არ გავხდებოდი მწეველი.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა სიგარეტი გასინჯული არ მქონდა, ერთით მეტი პრინციპი მქონდა.

13 thoughts on “სიგარეტი

  1. spamwriters ამბობს:

    მე ვეწევი ძალიან ბევრს, ორ კოლოფამდე ავდივარ. უნდა მოვუკლო ცოტა 🙂

    მოწევა, არ მოწევაზე უფრო დიდი პრინციპი არ დაგკარვოდეს და ეგ არაფერი 🙂

    • anna ამბობს:

      როგორ არ ვეი :დ აბა აქამდე როგორ ვცხოვრობდი და როგორ ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას შენი აზრით/დ

  2. litterator ამბობს:

    შენ ისეთივე მონდომებით სწავლობ სიგარეტს როგორც მე შენზე პატარა ასაკში თითებით შტვენას 😀 😀

    მეც ძალიან ძალიან მთვრალზე მოვწიე ორჯერ თუ სამჯერ, სხვათაშორის ნაფაზით 😀

    წინააღმდეგობა ამ სურვილისთვის არასოდეს გამიწევია, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ამაზე ფიქრის დრო არ მაქვს და არც სურვილი.
    ვერ ვხვდები რატომ უნდა მოვწიო 😀
    სხვა რომ ეწევა ისიც არ მიყვარს, არც ბოლი არც სუნი 😦

    და ცალკე ხარჯი კიდევ, შენი თქმის არ იყოს დღეში 3 ლარი ხომ უნდა განსაზღვრო მინიმუმ ალბათ.
    სისულელეა

    • anna ამბობს:

      ყველაზე მეტად რაც მაბრკოლებს და ალბათ დამეხმარება არ დაწყებაში უაზრო გადაყრილი ფულია : ბოლოსდაბოლოს შემოდგომა მოდის და იშვიათად მომიწევს დათრობა და აღარც გამახსენდება სიგარეტი ;დ

  3. Kate_AlukaЯD ამბობს:

    არადა მოგიხდებოდა ^^ მაგრამ მაინც არ გინდა :დ:დ:დ

    კარგი რომ იყოს შენ დამასწრებდი? :დდდდდდდდ

  4. Mari ამბობს:

    ჰაჰა.. :ტროლფეის: უკვე აღარ გამიკვირდება, კვამლში გახვეულს თუ გიხილავ. ჰო, მიდი და ნათია გასესხებს 1-2 კვადრატულ მეტრ ხავსს 😀 😀

  5. siyvarulovna ამბობს:

    ჰოდა, მე ეგრე სურვილი არ გამჩენია აერასდროს :ო
    დაჟე როცა ფული არ მაქვს არც მინდება და არც მახსენდება :დ როცა ფული მაქვს ვყიდულობ, როცა სიგარეტი მაქვს ვეწევი, დეთს ოლ

დისკუსია დახურულია.