მატიანეი ბლოგისაი და სამომავლო გეგმები

დღეს 26 აგვისტოა. ზაფხულის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა – ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ზაფხულის დასრულებამდე. ჩემი მეხსიერების პატრონს, პოსტებს რომ არ ვწერდე და ადრე დღიურები რომ არ მეწერა, ბევრი რაღაც , თვეების წინ მომხდარი, აღარც კი მემახსოვრებოდა. ჩემი პოსტების მეშვეობით, ახლა ქრონოლოგიურად გავიხსენებ ზაფხულს და თქვენც შეგახსენებთ:

  • ივნისი ახლა უკვე ისე შორეულად მეჩვენება, ნაწერებს რომ გადავხედე, ძლივს გავიხსენე ზოგი რამ რისთვის დავწერე. სწორედ ივნისში აღმოვაჩინე ჩემი  სიყვარული და მოსასვენებელი ადგილი, რომელსაც რაღა დაგიმალოთ და სათანადო ყურადღებას ვეღარ ვუთმობ აგერ უკვე თვენახევარია.  ქართული ბლოგინგის დღეებიც ივნისში იყო, სადაც დაუვიწყარი და უძილო სამი დღე გავატარე და მოუთნელად ველოდები შემდეგ წელს.
  • გაცილებით დინამიური აღმოჩნდა ივლისი: სწორედ ამ თვეში გაიმართა სოციალური მედიის დღე, ვიყავი სიღნაღში პოკერ რინგზე. ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა ახალი სოციალური ქსელი გუგლ+ და ჩემი ცხოვრებიდან მალევე გაიჭრა უკანმოუხედავად 🙂 ბევრი ცრემლიც დამიღვრია ივლისში, თუმცა ტირილს წელიწადის სხვა დანარჩენ დროებშიც მშვენივრად ვახერხებ.  ავტობუსების გაძვირება ვერც კი ვიგრძენი, ისე გადის ზაფხული აქეთ-იქეთ სიარულში. ჩემს საყვარელ გმირებსაც სამუდამოდ გამოვეთხოვე, საკმაოდ ცივად.
  • აგვისტოს პირველი ნახევარი ნათიას სოფელში გავატარე აღფრთოვანებულმა: კიდევ კარგი ლეპტოპი და მოდემი წავიღე და მონდომებით აღვწერე იქაური ამბები აქ და აქ. ორკვირიანი ცხონების და დასვენების შემდეგ ჩამოვედი და ქეთოსთან დავრჩი რამდენიმე დღით, რათა ერთად წავსულიყავით ბირთვისში, ფართიზე. ორ დღეში საჩხერეში წამოვედი და აქაც ვერ მოვისვენე: ქუთაისში აღმოვჩნდი რამდენიმე დღეში. ბოლო სამი დღე არსად გადაადგილებას და არაფრის ჩადენას აღარ ვაპირებ და ჟამთააღწერასაც მოვრჩები .

რაც შეეხება აწმყოს: დღეს ჩემი მეორე ბლოგი გამოვაცოცხლე , სწავლის დაწყებამდე სულ რომ არ მოკვდეს. მთელი ზაფხული არც სათანადო მასალებზე მიმწვდებოდა ხელი რეგულარულად და სიცხე-პაპანაქებასა და მუდმივ რბენაში არც სურვილი მქონდა იქ წერის 😦  4 დღეში თბილისში მივდივარ, სახლის საქმეებზეც წასასვლელი ვარ, მეგობრებიც მომენატრნენ და ბოლოსდაბოლოს ჩემი მიტოვებული ელვისიც ! ერთი კვირით დავრჩები დაახლოებით და ყველაფრისთვის მკაცრ განრიგს გავწერ : ამასობაში თვის შუა რიცხვებიც მოაღწევს და ბათუმის კინოფესტივალზე წავალ, საიდანაც ფესტივალის ბლოგერის რანგში კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულ თითოეული დღის აღწერას შემოგთავაზებთ.

მგონი მოვრჩი, სულ ეს მინდოდა მეთქვა 🙂

11 thoughts on “მატიანეი ბლოგისაი და სამომავლო გეგმები

  1. Mari ამბობს:

    რა სავსე ზაფხული გქონდა.. მე ივნისი და ივლისი გამოცდების ჩაბარებაში გავატარე და მხოლოდ აგვისტო დამრჩა, ისიც უაზროდ შემომადნა ხელში 😛

  2. Kate_AlukaЯD ამბობს:

    შენ წარმოიდგინე აი ვაააბშე ვერაფერს ვიხსენებ რა მოხდა ივნისში და ივლისში :/

    • anna ამბობს:

      მაგიტომ უნდა წერო პოსტები ხშირად ვაჰ 😐 მეც ვერ გავიხსენებდი, რომ არ გადამეხედა 😐

    • Mari ამბობს:

      იმიტომ ვერ იხსენებ, რომ სახლში გატარებული დღეები სულ ერთნაირია. ნუ, მეც ეგრე ვარ, მანგრამ ჩემი პათოლოგიური მეხსიერების გადამკიდეს, მაინც ყველაფერი მახსოვს 😀 😀

      • anna ამბობს:

        სახლში გატარებულ დღეებს ვერც მე ვიხსენებ 😐 ვეცდები სწავლა რომ დამეწყება მაშინაც ხშირად ვწერო , რა კარგი იყო ძველი რაღაცების გადახედვა ❤

    • anna ამბობს:

      აუ ახლა რა გამახსენდა იცი? გოგოშკურში დოდი რომ გეკაიფებოდა, რაც არ უნდა თქვა, კნუტს პასუხი მზად აქვს, ახლა ვქენი ეგო და ცუდად გახვდი სიცილისგან :დ;დ:დ

  3. Zurriuss.Ge ამბობს:

    შარშანდელზე სირული ზაფხული თუ შეიძლებოდა, მქონოდა, არ მეგონა. თურმე, შარშან სამოთხე იყო 😐

    • anna ამბობს:

      რას ერჩი წლევანდელს?
      არც შარშან მქონდა ურიგო ზაფხული, ყოველშემთხვევაში ახლანდელი გადასახედიდან , არადა შარშან ვფიქრობდი რომ სწორედაც რომ სირული იყო :)))

Comments are closed.