რატომ მიდევს გამომწვევი ფოტოები?

როცა ფლიკრის ინბოქსში მეათე წერილი მომივიდა შინაარსით, რატომ მიდევს ესოდენ გამომწვევი ფოტოები, ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე ვრცელი განმარტებითი პოსტი გამომეცხო, რომელიც იმედია, საბოლოოდ ახდის ფარდას ჩემს გამომწვევობა-სექსუალურობა-ვულგარულობას.

არც პირველი გოგო ვარ და არც უკანასკნელი, რომელსაც მსგავსი წერილები მისვლია, მაგრამ არ განვზოგადდები და მხოლოდ საკუთარ პერსონაზე საუბრით შემოვიფარგლები:

პირველ რიგში, მოდით შევცვალოთ სიტყვა გამომწვევი სიტყვით სექსუალური – ეს უკანასკნელი უფრო კარგად ჟღერს და ყურს უხეშად არ ჭრის. შემდეგ დავფიქრდეთ, რატომ უნდა მედოს მე, ანა გელბახიანს ბლოგზე , ფეისბუქზე, ფლიკრზე ზემოთხსენებული გამომწვევი ფოტოები?

იქნებ იმიტომ, რომ ამით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ვცდილობ? – შესაძლოა..

ან იქნებ უფრო იმიტომ, რომ ეგოცენტრიკი ვარ, ძალიან მომწონს საკუთარი თავი და ჩემი გარეგნობის აფიშირებას არ ვერიდები? – ესეც სრულიად შესაძლებელია.

იქნებ ამ ხერხით მკითხველის მოზიდვას ვცდილობ ბლოგზე და ვცდილობ ისინი ჩემზე მეოცნებეებად ვაქციო? – შესაძლოა.

არადა პასუხი ძალიან მარტივია: ბავშვობიდან მიყვარდა სექსუალური ქალები. ხატვისას ყოველთვის შიშვლად ვხატავდი მათ და შემდეგ საჭიროებისამებრ ვმოსავდი, ან არ ვმოსავდი. ჩემი ნახატები ყოველთვის სექსუალური იყო.  ბავშვობიდან მძულდა ფუმფულა დათუნიებთან თამაში და ამის მაგივრად ტანწერწეტა ბარბებს ვაცმევდი ჩემს მიერ შექმნილ ლამაზ სამოსს. ან არ ვაცმევდი.  ბავშვობიდან მოკლე კაბებით დავქროდი და დავცინოდი კოჭებამდე კაბებში გამოხვეულ დარცხვენილ გოგონებს .

ახლა ოცი წლის ვარ და ბავშვობის მერე თითქმის არ შევცვლილვარ. გარემო შეიცვალა უბრალოდ. ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ვერ ვიტან პეიზაჟების, ცხოველების, ბავშვების, ხატების, მსახიობ/მომღერლების ფოტოებით გადავსებულ პროფილებს სოციალურ ქსელებს და მძაგს მათ უკან ამოფარებული კდემამოსილი ქალწულები.

ალბათ მიხვდით, ადრეული ყმაწვილქალობიდან გამომწვევი გახლავართ და ჩემი ფოტოები და ავატარები, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად აწყდებით თქვენს სოციალურ ქსელებში, ჩემს გამომწვეობაზე მეტყველებს , სულ ესაა. ამდენს ხომ თავად შეგეძლოდ მიმხვდარიყავით. არც კი მესმის რატომ მალაპარაკეთ ამდენი .

ბონუსად იხილეთ ეს :

32 thoughts on “რატომ მიდევს გამომწვევი ფოტოები?

  1. Mari ამბობს:

    ასეთი ფოტო კიდევ უნდა გადაიღო, ოონდ უკეთესი ხარისხითა და ფერებით.
    მე კი წავალ, ისევ პეიზაჟების ფოტოებს დავდებ, აბა შიშველი ქალების ხატვა არ ვიცი და… 😀 😀 😀

  2. Kate_AlukaЯD ამბობს:

    შენ ასგილას ამხელა ტექსტის ნაცვლად დავწერდი “იმიტომ” :დ:დ:დ და ბონუსად ფოტოს მოვაყოლებდი რომელიც სხვათაშორის ჩემი გადაღებულია :დდდდდ

    • An Na ამბობს:

      ეჰ, უნდა შემეთანხმებინა შენთვის ამ პოსტის დაწერა :დ გენიალური იქნებოდა :დ

  3. teennewson ამბობს:

    მე პირადად ბონუსი მომეწონა და კარგი იქნეა მთავარ გვერდზე მიუჩინო ადგილი…… 😀

  4. კახი ამბობს:

    ტიტლიკანა გოგოები ^^ :დ ანი რატომ ხარ ამ სურათშიც შიშველი?? :დ:დ მა “ზ”ექსუალურო შენ 😀

  5. bushka ამბობს:

    ხო, ეს თემა ჩემთვისაც “მტკივნეულია” ასე ვთქვათ :დ საერთოდ საქართველოში სექსუალურობა აღიზიანებთ. და ეს ეხებათ არამარტო ბნელ რელიგიურ ფანატებს ან ქართული მენტალიტეტის ჩარჩოებში მკაცრად მოქცეულ ხალხს, არამედ გაგიკვირდებათ და ძალიან “პრადვინუტ” ტიპებსაც :დ მე კიდევ თინეიჯერობიდან სექსუალური, ანუ “გამომწვევი” იმიჯი მაქვს, რის გამოც ყველას გაღიზიანებას ვიწვევდი. აი გაგიკვირდებათ და ჩემი ყველაზე საღად მოაზროვნე მეგობრებიც კი, ერიდებიან დეკოლტეს, ქუსლებს, მოკლე კაბას და ასეთი ხასიათის ფოტოებს, თვლიან რომ უგემოვნობააა, ვულგარულობაა და ა.შ მოკლედ, როგორც ჩანს გენი მაინც თავისას შვება.
    ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ : ნუ გაცვია ასე , ეს ფოტო მოაშორე და ა.შ.

    • An Na ამბობს:

      ვულგარული ფოტო მაშინაა , თუ ფოტოზე აღბეჭდილი არსება უშნოა და არ უხდება არც პოზა და არც სამოსი . სხვა შემთხვევაში რატომ უნდა იყოს ვულგარული და უგემოვნო ფოტო, არ მესმის
      ;))))

  6. Keti ამბობს:

    თუ კი გიხდებათ, დეკოლტეს, ქუსლებს, მოკლე კაბას და ა.შ. ნურასდროს მოერიდებით 🙂 ჩაიცვით საკუთარი სიამოვნებისთვის, პირველ რიგში 🙂
    მე ის არ მესმის, მთელი ზაფხული ჯინსებში და საშემოდგომო მაისურებში რომ იხრუკებიან გოგოები და მაქსიმალურად დაფარული სხეულით დადიან 🙂

    • An Na ამბობს:

      რამდენი გოგო მინახავს ამ ზაფხულზე, მაისურის გარედან კიდევ ჟაკეტით :ო უჟას 😐

  7. geoskeptic ამბობს:

    არც ‘გამომწვევია’ უარყოფითი დატვირთვის მატარებელი სიტყვა და არც ‘სექსუალური’.
    გამომწვევი ფოტო შეიძლება სექსუალურიც იყოს და ასექსუალურიც.
    მძაგს ძალიან “ძლიერი” სიტყვა ხომ არაა? :დ “ჩემთვის მიუღებელია” უფრო დიპლომატიური იქნებოდა :პ

    • An Na ამბობს:

      მძაგს და რა ვქნა? :))) განა მხოლოდ მიუღებელია :დ
      რაც შეეხება გამომწვევს, ვერ ვიტან მაგ სიტყვას, ყოველთვის პახაბნი და ოღრაში კაცებისგან მესმის :))

  8. spamwriters ამბობს:

    მე ახალი პოსტი მაქვს :დ ასე რომ კრიზისები და ოხრობები შენ :დ მართალია სერჩები დამათვალიერებინეო რომ მითხაი, მაშინ მომაფიქრდა, მაგრამ მაინც :დ

დისკუსია დახურულია.