გასეირნება ქუთაისში

ზოგჯერ ისე უცნაურად აღმოვჩნდები უცხო მხარეში, მეთვითონ მიკვირს : ორი დღის წინ ქუთაისში ჩამოვედი. მოვდიდი სრულიად სხვა მიზნით- უნდა მენახა ზურიუსი და იმავე დღით დავბრუნებულიყავი უკან. მერე აღმოჩნდა რომ ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ჩემი დატოვების შესაძლებლობა ჰქონდა და მეც დავეთანხმე. მით უმეტეს, 22 დან 30 აგვისტოს ჩათვლით შეიძლება კარგად გაერთო ქალაქში. ბლუზთან ზიარება გადავწყვიტე და 22ში ჩამოვედი- Eight to the bar -ის კონცერტზე.

გივი უნდა დამხვედროდა და მეგობართან წავეყვანე, რომელთანაც უნდა დავრჩენილიყავი მომდევნო ორი დღე. სად დაველოდებოდი, თუ არა მაკდონალდსში, სადაც ჩემი წინა პოსტის მუზა/მუზები მეწვივნენ. საბოლოოდ გივი მოვიდა, ბარგი, ანუ ლეპტოპი სოფოსთან დავტოვეთ და საღამოს ე.წ ძველ უბანში წავედით, პარკში- სადაც კონცერტი იმართებოდა.

სცენა დაღამებამდე

სცენა დაღამებამდე

მშვენიერი კაბა ეცვა მომღერალს :))

მშვენიერი კაბა ეცვა მომღერალს :))

რაღა დაგიმალოთ და უკეთესს ველოდებოდი: დიდად არ მომეწონა შესრულება- არც ისე კარგი ჯგუფია 😐 შესაძლოა ვცდები კიდეც, მუსიკალური გემოვნების ამბავიცაა:)

მსვლელობისას

მსვლელობისას

ძირითადი დრო პარკში სეირნობას, იქაურობის დაზვერვას და გარემოს შესწავლას დავუთმე. არ გამიმართლა, გასაკრიტიკებელი ბევრი ვერაფერი ვნახე: ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ის იყო, რაც ზოგადად მაოცებს ხოლმე მსგავსი საღამოებისას: რატომ დადის ხალხი გადაბრჭყვიალებული საღამოს კაბებით და “შპილკებით” ქუჩაში, პარკებში გამართული სანახაობებისას?
მერე ვისხედით და მაღალ მატერიებზე ვსაუბრობდით მუსიკის ფონზე: ლიტერატურასა და სარწმუნოებაზე თუ არ იკამათე, აბა როგორ ?!
ჰო, ორ ნაცნობ ბლოგერს ლაშას და თამარას შევხვდი და პირადად გავიცანი ბოლოსდაბოლოს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ბლოგერები მხოლოდ ინტერნეტში ჩხუბობენ 🙂

კონცერტის დასრულებისთანავე წამოვედით და ავბარგდით სოფოსთან: დილის 6 საათამდე არ გვიძინია გივის წყალობით და ბოლოს გარკვეული ქრთამის(ფულადი) საფასურად, როგორც იქნა გავისტუმრეთ სახლიდან 🙂
მეორე დღეს, შუადღემდე გვეძინა. მთელი დღე წვიმდა და სახლში ვისხედით. ბავშვებს უნო ვერ ვასწავლე და საკუთარ თავს ვეთამაშე გაბრაზებული 🙂 ღამით შუქი წავიდა და შედარებით ადრე დავიძინეთ, გივის გაშვებაც აღარ გაგვძნელებია. დილით სოფომ გამომაცილა ^^

პაწაწინა ელექტრომარაო , სოფოსთან

პაწაწინა ელექტრომარაო , სოფოსთან

ძალიან კარგი იყო ქუთაისში. ახლა მაკდონალდსში ვზივარ და ველოდები როდის მოვა წასვლის დრო. რამდენიმე ქუჩა ვისწავლე : ყოველშემთხვევაში ჩემი ცოდნა მაკდონალდსით და სადგურით აღარ შემოიფარგლება 🙂 მოკლედ, ვამთავრებ იქ, საიდანაც ქუთაისში მოგზაურობა დავიწყე 🙂

მაკის ვერანდა :)

მაკის ვერანდა 🙂

13 thoughts on “გასეირნება ქუთაისში

  1. Mari ამბობს:

    ჰაჰაა 😀 😀 ჩაკუნცხული სიარული ვერ ისწავლე მაინც?
    დროზე ჩამო, უნოს თამაში ღამღამობით მესიზმრება უკვე 😐

    • anna ამბობს:

      ჩაკუნცხული სიარული ჯერ არ გამიგია :))):დ
      აი შენ გესიზმრება, ზოგს კიდე ხელი ვერ მოვაკიდებინე ;დ

  2. მაკო ამბობს:

    ვაჰ,მაგარია, რომ მოგეწონა ჩემი ქალაქი,(ეჰ,გამოვსულიყავი ორშაბათს,გავიცნობდი ბლოგრებს without ბრჭყვიალა საღამოს კაბებით და “შპილკებით”)ფოტოზე სასტიკად სულაც არ გამოიყურები. იცი,როცა სხვა კუთხის მცხოვრები წერს,რომ ძალიან კარგი იყო ქუთაისში–ო,მიხარია.მაგრამ…(ნუ კაი ეხლა,იმ ბნელ სტერეოტიპებზე,რაც სამწუხაროდ ჩემ და უფრო ახალგაზრდა თაობას აწუხებს ქუთაისში,.ამ პოსტის კომეტარებში აღარ ვისაუბრებ.):)

    • anna ამბობს:

      მაკო, ბნელი სტერეოტიპები ყველგან აწუხებთ, გააჩნია რა კატეგორიის ადამიანებთან გექნება ურთიერთობა :პ

      • მაკო ამბობს:

        გეთანხმები! მაგრამ ძალიან ბევრია”ჩაბნელებული”,მარტო ქუთაისს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა.

  3. avtomachi ამბობს:

    ეჰ ანნა, არ გამოვედი მეთქი არ იქნება კარგი სიტუაციებითქო, რავიცოდი შენ ტუჩამოდიოდი, მალადეც ლაშას, გივის, და მაგ აფირისტს საყვარელი ბლოგერის რანგში რომ გადაიღო შენთან სურათი :@ , რომ არ გამაგებინეს შენ რომ იყავი ქალაქში (h) …
    მეორეთ მე დაგპატიჟებ ქუთაისში,,,
    მანამდე მე მოვდივარ ხვალ თბილიში 🙂

    • anna ამბობს:

      კიდევ ჩამოვალ ხოლმე, მე და სიყვარულოვნა ვაპირებთ სექტემბერში :დ თან ისე ჩამოვედი, მეც არ ვიცოდი წესიერად, თუ მოვდიოდი :))))

    • anna ამბობს:

      რომ წამოვედი, გზაში ვფიქრობდი რომ დამავიწყდა შენი დათაგვა ;დ ახლავე ;დ

  4. spamwriters ამბობს:

    არ ვიტყვი ახლა ხელს, რომ გაფარებს ხელზე, რას მალავ :დ

    • anna ამბობს:

      ავიღე ეგ ფოტო :დ რა დასამალი ეგ იყო, ლუდი ექსტრა :პ

  5. temuchin ამბობს:

    შე არგადასარჩენო. მაქკდონალდსთან იცი რა ახლოს ვცხოვრობ? როდის ეგდე მაქ ვერ მომწერე?

    • An Na ამბობს:

      ერთი საათი ველოდებოდი როდის გავიდოდა მარშუტკა და რავიცოდი 😐 შე არგადასარჩენო მართლა :დ

Comments are closed.