რიგითი ქსენოფობის დღიურიდან

გუშინ მაკდონალდსში ვიჯექი, როცა ჩემს თითქმის ცარიელ მაგიდას ერთდროულად მოუსხდნენ რუსი და სომეხი ბიჭები.

-ადგილი დაკავებულია? – მორიდებულად მეკითხება ერთ-ერთი მათგანი, შავგვრემანი ბიჭი . ძლივს მესმის ყურსასმენებში.

-დასხედით- ნაჩქარევად ვეუბნები და მუსიკის მოსმენას ვაგრძელებ. მგონი რაღაცას ჩემზე ლაპარაკობენ ერთმანეთში. რამდენიმე წუთში ისევ მაწყვეტინებს. რუსულად ცდილობს ლაპარაკი გამიბას, მეც ზრდილობის გამო რამდენიმე ფრაზას ძლივს ვბლუკუნებ ჩემი დამტვრეული რუსულით და ვითხოვ საუბრის მშობლიურ ენაზე გაგრძელებას. ცისფერთვალება რუსი წყნარად ზის და გვიღიმის. სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა ჩვენი საუბარი.

– შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს

-მადლობა- თავაზიანად ვპასუხობ ყურში მკვახედ მოხვედრილ გაზეპირებულ ფრაზას და გულის სიღრმეში მეცინება.

-ბათუმში არ წამოხვალ? – ისევ იძულებულს მხდის ყურსასმენები მოვიხსნა და შემოთავაზებას გადავხედო .  ამჯერად უკვე ხმამაღლა მეცინება და ლამისაა დავთანხმდე. საინტერესოა სადამდე ეყოფა გამბედაობა, მაგრამ ზრდილობიანი არათი შემოვიფარგლები და თვალს ვაყოლებ, როგორ დგებიან ჩემი მაგიდიდან და მიდიან.

ვაღიარებ, მომეწონა ის ბიჭი. საყვარელი და ზრდილობიანი იყო. სამწუხაროდ, ამ დროს ისევ შემახსენა თავი ჩემში მიძინებულმა ქსენოფობმა და დავმწუხრდი. არადა რას ვერჩი სომხებს? გრძელი ამბავია. მოკლედ დაახლოებით ასე ჟღერს: როგორც ჭეშმარიტ ქართველს და პატრიოტს მათი ხსენებისას ისტორიული ფაქტებიც მახსენდება ხოლმე და პირადი გამოცდილებიდანაც ბევრი არაფერი სიკეთე მახსოვს მათგან. პირიქით, ძალიან ბევრი აუტანლობა და გაუტანლობა.

ნათიას სოფელში დასვენებისას უარესი დამემართა. ქურთების ოჯახთან ერთად დავდიოდით ხოლმე მდინარეზე. მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა მათთან, გვქონდა და მქონდა . ერთ მშვენიერ დღეს, მდინარიდან რომ ვბრუნდებოდით, ვიღაცებმა ჩაგვიარეს გვერდით. სრულიად უცხო ხალხის შემრცხვა იმის გამო რომ დიდი იყო შანსი მათ მეც ქურთი ვგონებოდი.

დიდხანს ვფიქრობდი მერე ამაზე და უკვე ჩემი ფიქრების შემრცხვა . თუ პირველ შემთხვევაში სომხებისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება გამოცდილების და ისტორიული წარსულისთვის შემეძლო მიმეწერა, მეორე ფაქტს ვერაფერი დავუდე საფუძვლად.

ჯერ კიდევ ვფიქრობ, მაინც რა იწვევს ჩვენში, ამ შემთხვევაში ჩემში ქსენოფობიურ წამოვლებს. ძალიან მოკლედ და ზედაპირულად თუ ვიტყვი, ალბათ სისხლში გამჯდარი მედიდურობა და ყბადაღებული საამაყო ქართველობა.

21 thoughts on “რიგითი ქსენოფობის დღიურიდან

  1. Mari ამბობს:

    მე არაფერი მჭირს მსგავსი, სანამ არაფერს მიშლიან, მაგრამ თუ რამე არ მომეწონა, მაშინვე საშინელი ქსენოფობი ვხდები. ასე დამემართა ბორჯომში, რამდენიმე დღის წინ.

  2. litterator ამბობს:

    ეგ ის არის რაც აი თანდაყოლილად არ მაქვს და რითაც ვამაყობ, ოღონდ მართლა გადაჭარბების გარეშე.

  3. spamwriters ამბობს:

    მე რომ მელოდებოდი არ უნდა დაგეწერა? :დ :დ კი გითხარი, რომ ბევრად მეტი შეგიძლია, ეგ არაფერი კრიზისი ვის არ ქონია :დ

      • spamwriters ამბობს:

        ეგ რომ მნდომებოდა გეტყოდი და დარწმუნებული ვარ შენს სათნოებას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდი :დ

  4. An Na ამბობს:

    ჩემი ნიკით უნდა დამეპოსტა და შემეშალა სოფოთივქენი 😐 ხოდა გამეცი პასუხი რევაზ :დ

    • spamwriters ამბობს:

      ისტორია გარკვეულ წლად, თუ სრულად არა, ცვენი იდენტობა, რომ არის კარგად ვიცით. მიდი ახლანდელი მოიყვანე, ვეცდები შეგეწინააღმდეგო 🙂

  5. faifuris angelozi ამბობს:

    საერთოდ არ ვარ რასისტი თუ ქსენოფობი მაგრამ სომხებს სხვა ყველა დანარჩენი ეროვნების წარმომადგენელი მირჩევნია,თუმცა მოგეხსენება ვერაზე როგორი ინტერნაციონალური ეზოებია და ჩემს ბიძაშვილს ისეთი განსაკუთრებული სომეხი მეგობარი ჰყავს,ლამისაა ვაღიარო რომ ყველა არ არის აუტანელი და გაუტანელი.
    მე მყავს ქურთი მეგობარი,ბევრ ქართველს მირჩევნია და არასოდეს არ მიტყდება მასთან ურთიერთობა,პირიქით მეამაყება რომ ქურთია და ასეთი კარგია.

  6. lasha ამბობს:

    გულახდილობის გამოა რომ მიყვარხარ 🙂 ქსენოფობიას რაც შეეხება გაგივლის ❤

  7. გვირილა ამბობს:

    არასდროს შემინიშნავს საკუთარი თავისთვის მსგავსი რამ, ერთადერთი, რაც ქსენოფობიად შეიძლება ჩაითვალოს (თუ ძაან მოინდომებს ადამიანი) – ანეგდოტები სომხებზე მაგრად მახალისებს 😀 😀

  8. ethnorevaz ამბობს:

    და ქართველი რო ღალატობდა ისტორიის მანძილზე ქართველს, საკუთარი თავის მიმართ არ გქონიათ უარყოფითი განწყობა? მარტო უცხოელი იყო ვინც ხელს უწყობდა სხვებს?

    • anna ამბობს:

      კი როგორ არა 🙂 ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ ქართველი ერი არც იმდენად :))

დისკუსია დახურულია.