როგორ დავკეროთ ბლოგერი გოგო

თუ თქვენ გოგო ხართ და თანაც ბლოგერი, ეს პოსტი სწორედ თქვენთვისაა. თუ ბიჭი ხართ, ბლოგერი, თუნდაც არაბლოგერი, ეს პოსტი თქვენთვისაცაა.

თუ დილით თქვენს ინბოქსში წერილი იპოვნეთ შინაარსით: “ძალიან კარგად წერ, ვგიჟდები შენი წერის სტილზე” , ესეიგი მამაკაცი, რომელსაც თქვენ მიზანში ყავხართ ამოღებული, ბლოგს თუ არა, თქვენი ფეისბუქის ვოლს მაინც ადევნებდა თვალყურს და მინიმუმ იცის რომ ბლოგი გაქვთ, მაქსიმუმ, შესაძლოა თქვენი ბლოგის მკითხველია.

თუ თქვენ მსგავსი შინაარსის წერილს უპასუხოდ დატოვებთ, ვერასდროს გაიგებთ, იყო თუ არა ეს პიემი დაინტერესებული მამაკაცის გადმოგდებული ანკესი თქვენს დასაკერად, ამიტომ ზოგჯერ საინტერესოა ცდა ჩაატაროთ და მადლობა გადაუხადოთ წერილის ავტორს.

თუ საუბარი ამით დამთავრდა და გაგრძელება აღარ ჰპოვა , გილოცავთ, ვიღაცას მართლა მოსწონს თქვენი წერის სტილი და თქვენი პიროვნება, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს უამრავი ვარიაცია, რითაც ასეთი მიმოწერა გრძელდება ხოლმე :

კატეგორია #1

“ბლოგების გარდა რას საქმიანობ?” – აქ უკვე ხვდებით რომ მამაკაცის ცოდნა “ბლოგებზე” ამოიწურა და მას სურს სხვა თემაზე გადაიტანოს საუბარი. მაგალითად , დაწვრილებით გამოიკითხოს საცხოვრებელი ადგილი, კორპუსის სართულების რაოდენობა და გამცნოს, რომ სადღაც მანდ ნაცნობები ყავს…

“ჭკვიანთან ერთად ლამაზიც ყოფილხარ” – ამ შემთხვევაში უკეთ იკვეთება მათი ნამდვილი ზრახვები: თავიდანვე ასე დაგეწყო შე კაცო, ან ბლოგის და პოსტის ერთმანეთისგან გარჩევა მაინც გესწავლა, დასაწყისისთვის…

“რატომ გიდევს ასეთი გამომწვევი ფოტოები?” – ოღრაში კაცის ფიქრები: “ისეთ პოსტებს წერს, ეს სიგარეტსაც მოწევს…” 🙂 ამ კითხვაზე პასუხი არასდროს გამიცია, ისევე როგორც დანარჩენ ზემოთჩამოთვლილზე და სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, რა პასუხს ელიან ქალისგან კაცები, რომლებიც მათ ამ შეკითხვას უსვამენ 😀

კატეგორია #2

საუბარი შეიძლება იმავე სიტყვებით დაიწყოს რითაც პირველ შემთხვევაში, მაგრამ განსხავება ისაა, რომ ბიჭი ბლოგერია და როგორც მინიმუმ, პოსტის და ბლოგის ერთმანეთისგან განსხვავება ძალუძს. ვარიაციები ასეთია:

“ყველაზე ლამაზი ბლოგერი გოგო ხარ” – ქალებმა ვიცით რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზები არ ვართ, მაგრამ გარკვეულ წრეში პირველობა ძალიან გვსიამოვნებს. ჭკვიანი მამაკაცი კი პირველობას გვთავაზობს და ჩვენც, გულის სიღრმეში რომც არ გვჯეროდეს, თავს ვიტყუებთ და დარცხვენილნი ვუხდით მადლობას 🙂 ბის, პირველი ნაბიჯი გადადგმულია!

“შენი ბლოგის ლინკს ჩემს ბლოგროლში ჩავსვამ” – ნაბიჯი მეორე. ეს ფაქტიურად პაემნის ტოლფასია და თუ თქვენ ნამდვილი ბლოგერი ხართ, უკვე კაბის შერჩევას უნდა იწყებდეთ მოსალოდნელი შეხვედრისთვის 😀

“ძალიან სექსუალური ხარ” – ეს სიტყვები შესაძლოა ნებისმიერმა გითხრათ, მაგრამ არავინ ისე გულით და ალალმართალი თვალებით არ გეტყვით, როგორც ბლოგერი ბიჭი. მათთვის ქალის სექსუალურობა ხომ ღვთით კურთხეული ნიჭია და ვაი იმ ქალს, რომელსაც ჯერ კიდევ კდემა მოსავს და ბნელში სძინავს …

ამ ჩამონათვალის გაგრძელება, რა თქმა უნდა, უსასრულოდ შეიძლება და ჩემი და თქვენი ვერსიები თემაზე: “როგორ დავკეროთ ბლოგერი გოგო” სხვადასხვა იყოს, შესაძლოა, ბევრად საინტერესო, ვიდრე ჩემი მონათხრობი, ამიტომ მე აქ დავასრულებ , დასკვნების გამოტანა და შებმის ხერხების დახვეწა თქვენთვის მომინდია 🙂

 

35 thoughts on “როგორ დავკეროთ ბლოგერი გოგო

  1. Mari ამბობს:

    ესაა დაკერვა შექალო? ასეთ მკერავებს თუ თერძებს, პირველსავე მცდელობაზე სანაგვეზე გავისტუმრებ. ვოტ!
    ფუ, გოიმები 😛

    • anna ამბობს:

      შენ როგორც ჩანს უფრო მაღალ მატერიებზე საუბრით გკერავენ :დ:დ:დ

      • Mari ამბობს:

        ეჰ, შვილო.. მე აწი ნემსითა და ძაფით თუ დამკერავ, თორე… :mrgreen:

  2. knuti ამბობს:

    როგორ მეცნო პირველი კატეგორიის ყვლა ფრაზა 😀

      • knuti ამბობს:

        ჩემთან ბლოგის მოწონები შემდგომ პირველი კითხვა ავატარზე მოდის:
        “ის გოგო შენ ხარ? მგრად გგავს. ”
        :ფეისპალმ:

  3. Gocha Gabodze ამბობს:

    ბლოგროლში ჩასმა პირველი კოცნის მერე ხდება. თან ნიშნისმოგებით უნდა უთხრა : ახლაც არ გამიცვლი ლინკს 🙂

  4. M.K. ამბობს:

    აღმოჩნდა, რომ ამასწინათ ის ბავშვი გულწრფელი იყო, რას ერჩი… მარტო ბლოგის მიმართ გამოთქმული კომპლიმენტებით შემოიფარგლა :))

  5. lev ამბობს:

    ვცადე ზემოთხსებული მეთოდები წაკითხვისთანავე შემემოწმებინა, მაგრამ სამწუხაროდ არავითარი დადებითი შედეგი არ უჩვენებია:დ:დ თავიდან თითქოს მოვლენები ისე წარიმართა როგორადაც არის ზემოთ აღწერილი, მაგრამ მერე აირია მონასტერი, კოვზი ჩავარდა ნაცარში:დ:დ

    • anna ამბობს:

      ჰმ, ჩემთან არ უნდა გეცადა ეგ, პოსტის ავტორი ვარ ბოლოსდაბოლოს :დ:დ:დ

  6. spamwriters ამბობს:

    შენს ლინკს ბლოგროლში ჩავსვამ :დ გამოვდივარ, მალე მოვალ მაგდონალდსში და ერთი კაბა არ გეცვას, მერე მე ვიცი :დ

    • anna ამბობს:

      უი, გაგიმართლა, კაბა მაცვია :დ მარა რომც არ მცმოდა?Oo

    • anna ამბობს:

      უცებ დავფიქრდი, სად ვახსენე მაკდონალდსი , მით უმეტეს მაგდონალდსად :დ:დ

      • spamwriters ამბობს:

        აი ანინა, ანა მეუბნება ეს რა გითხრა, სპამრაღაცა, მიდი უპასუხეო :დ როგორ დაგჩაგრაო :დ არადა მე ხო ვიცი რომ შენ ბოროტი მიზნები არ გქონდა, და შენც ხომ იცი რომ მევასები :დ

    • anna ამბობს:

      კახი, არ ვიკერები , უბრალოდ მოცემული ფაქტი მოვიყვანე :პ გაგრძელებაზე არ მისაუბრია :პ

  7. ჰექსე ამბობს:

    ვარიაციები ძალიან ცოტა იყო და შესაძლებელი იყო გაგრძელებულიყო უსასრულობამდე, თუმცა თემის ავტორი რომ კარგად ერკვევა აღნიშნულ საკითხში უდავოა.

    ისე კითხვაზე ასეთ გამომწვევ ფოტოებს რატომ დებ შეგიძლია უპასუხო, რომ გამომწვევ ფოტოებს კი არ დებ, თავად ხარ გამომწვევი…. :დ

    • anna ამბობს:

      კარგი იდეა მომაწოდე ჰექსე, მომავალში გამოვიყენებ :>

  8. blablabla ამბობს:

    მდედრის ნაწერი,პირველად წავიკითხე ამდენი (ბოლომდე არ წამიკითხავს) და დავრწმუნდი რო,ქალები ყველაზე კარგად საკუთარი თავის რეალიზებას კუხნაში ახდენენ ^^

  9. ten minutes older ამბობს:

    ქართველი ბლოგერი გოგოები არ იკერებიან )))

Comments are closed.