იოგა

რამდენიმე დღის წინ დავწერე პოსტი , სადაც საკუთარ თავს რაღაც-რაღაცებს დავპირდი, კერძოდ საკუთარი ფიგურის გარშემოწერილობის ოდნავ მაინც შემცირებას. დიდხანს ვიფიქრე, საკვების შემცირების და ჯანსაღ კვებაზე გადასვლის გარდა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რაც დამეხმარებოდა გახდომასა და სხეულის ტონუსში მოყვანაში.

ვარჯიში სახლის პირობებში რთულია, თანაც არ ვიცი რა მოძრაობა რა დატვირთვით დასჭირდება ჩემს სხეულს: მაშინ როცა მე მუცლის პრესს ვაკვდები,  შესაძლოა სხვა, გაცილებით მსუბუქმა დატვირთვამ უკეთესი შედეგი გამოიღოს. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, გამახსენდა, რომ სახლში გენიალური წიგნი მაქვს : “იოგა ყველასათვის”, სადაც როგორც სიტყვიერად, ისე სურათების მეშვეობით დაწვრილებითაა აღწერილი ყველა მოძრაობა და ვარჯიშის პოზა. თითოეული მოძრაობის რაოდენობა და დანიშნულება – სხეულის რომელი ნაწილის გასავარჯიშებლადაა ის მიმართული.

ახლა გარკვეული რეჟიმი უნდა დავუწესო თავს, რადგან იოგას მხოლოდ მაშინ აქვს შედეგი, თუ მას რეგულარულად ვასრულებთ. დღის ჩაგდება/გამოტოვება საპატიო მიზეზებითაც კი არ მინდა მოხდეს. ვარჯიშების შესასრულებლად მე ვირჩევ საღამოს ორი მიზეზის გამო:

1) დილით სულ მალე აღარ მეცლება ხოლმე და გაწამაწიაში ყოფნა და დროის არევა არ მინდა;

2) საღამოობით გაცილებით მეტი ენერგია მაქვს და შესაბამისად სიხალისეც, ნებისმიერი ვარჯიშის შესასრულებლად. ბოლოსდაბოლოს, არსად მეჩქარება და მშვიდად ვარ.

ჰო, საღამო იმიტომაა ხელსაყრელი კიდევ , რომ დღეს, მთელი დღის განმავლობაში მოვასწრებ წიგნის წაკითხვას და სასურველი ვარჯიშების ამოკრებას და საღამოს შევუდგები მათ შესრულებას, დღის ჩაგდებაც არ გამომივა, რისთვის გადავდო საქმე ხვალ?

წეღან თვალი გადავავლე შესავალს და გული სიხარულით ამევსო, ისეთი კარგი რამეები წერია 😀 შესაძლოა ავტორის მეტისმეტად მჯერა, ან მინდა რომ მჯეროდეს, მაგრამ იოგას “ყოვლისშემძლეობის” შესახებ აქამდეც არაერთხელ მსმენია და ახლა დროა საკუთარ თავზე გამოვცადო  და ჩემი თვალით დავინახო ბოლოსდაბოლოს როგორ შემცირდება ჩემი ღიპი და შეთხელდება ჩემი სქელი ფეხები 🙂

რამდენიმე სურათსაც შევავლე თვალი და მგონი არც ვარჯიშების შესრულება უნდა გამიჭირდეს: ცოტაოდენი ელასტიურობა და ყველაფერი რიგზეა. ისღა დამრჩენია წიგნს ჩავუჯდე და ყველაფერი ავითვისო. ზუსტად ერთი თვის თავზე პატიოსან სიტყვას გაძლევთ, დავწერ პოსტს, შთაბეჭდილებებით და ფოტოებით : after & before ^^

12 thoughts on “იოგა

    • anna ამბობს:

      წავიკითხე და გენიალური რამეებია, სავარჯიშო პროგრამები, წელის, მუცლის, თეძოების და სხვა ცალკე ნაწილებისთვის, დაავადებებისთვის და ა.შ .

  1. Mari ამბობს:

    როგორ მიყვარს სახლში ვარჯიში… რამდენიმე წლის წინ მეც აღმოვაჩინე სახლში რაღაც მსგავსი წიგნი, რომელმაც, ბანალურად რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრება შეცვალა 😀 😀

    • anna ამბობს:

      :D:D:D ძალიან მინდა ჩემიც შეცვალოს და ბანალურად რომ ვთქვა, ვარჯიში ცხოვრების წესად მექცეს :დ;დ:დ

  2. spamwriters ამბობს:

    ეხ როგორ მინდა მჯეროდეს, რომ ეს ენთუზიაზმი გამარტლება, მაგრამ ვერ 🙂 ჯერ ეს ერთი გურუ გინდა, მერე მეორე თუ რამე მნიშვნელოვანი ვარჯიშები წერია მაგ წიგნში, რომლებიც მარტო სხეულის გაუმჯობესებისთვის არაა გამიზნული(რაც ძალიან მეეჭვება), აჯობებს საერთოდ არ გააკეთო, იმიტომ რომ ცუდად გაკეთებულმა სეიძლება სავალალო სედეგი მოიტანოს.

    • anna ამბობს:

      არ ჩამიკლა მთელი ენთუზიაზმი?:დ
      გივი განვედ !
      კაცო, აქ დახარისხებულია, რა ვარჯიში რისთვისაა, ცალკეა დაყოფილი სხეულის გაუმჯობესების და ავადმყოფობების და ა.შ ვარჯიშები :პ
      პახოდუ პროგრამაა, უსაფრთხო დღიური ვარჯიშების და მთელი ამბები, რა გინდა კაცო, რატომ მომიკალი გული?:დ:დ

      • spamwriters ამბობს:

        :დ ჰმ რა :დ აჯობებს ავტორის ისტორია მოძებნო ნეთში, იქნებ კუტუნაა :დ

  3. tamara ამბობს:

    მეც მქონდა ეგ წიგნი, მეგობარმა მათხოვა, მართლა ენთუზიაზმის გამღვიძებელი წიგნია 🙂 სამწუხაროდ, შედეგებზე ვერაფერს გეტყვი, დიდი მცდელობა არ გამომიჩენია და იმიტომ 🙂
    ჰო, ღიპს და სქელ ფეხებს რაც შეეხება… მოგცლია, ერთი! 🙂

  4. Zurriuss.Ge ამბობს:

    წადი დვალთაში და სამივე ალივლივდით მიწის ზედაპირიდან :დ

  5. Jessie ამბობს:

    ზუსტად ამ წიგნიდან მაქვს აღებული ვარჯიშები რაც წერია ჩემს ბლოგზე :))ძალიან მაგრი წიგნია:))

Comments are closed.