გინება – მარტივი გამოსავალი

მხოლოდ უახლოეს ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარ ჭერქვეშ გაგჭორონ, დილაადრიან, მაშინ, როცა გონიათ რომ ჯერ კიდევ ღრმა ძილით გძინავს:

ვიღვიძებ და მეორე ოთახიდან ჩემი ნათესავების ჭორაობას მესმის, რომელიც ძირითადად ბიძაშვილ-მამიდაშვილების კრიტიკით შემოიფარგლება. ლამისაა ისევ დავიძინო, არაფერი საინტერესო და ახალი არ მესმის, მაგრამ უცებ ხმას უწევენ და სმენას ვამახვილებ: ძლივს მესმის ჩურჩულით ნათქვამი:

-დედამისი მეცოდება. საწყალი ქალი ამის ხელში. აი ჩემი შვილები ისეთები დავზარდე, ხმას ვერ იმაღლებდნენ ჩემს წინაშე. ეს კიდევ , ყოველ საწინააღმდეგო სიტყვაზე, მზადაა ყელში გეცეს. აუტანელია.

თავში ათასი ვერსია მიტრიალებს, რა შეიძლება გავაკეთო ამ დროს. ავდგე, თავზე დავადგე, ბილწსიტყვაობით შემოვიფარგლო თუ კინწისკვრით გავუძახო ჩემი სახლიდან, დავიბოღმო და გადავყლაპო უმეცრებით ჩადენილი დანაშაული თუ უბრალოდ დავიკიდო? რადგან დილაა და მეც ჯერ კიდევ ძილბურანში ვარ, ამ უკანასკნელს ვირჩევ და თან ფიქრს ვიწყებ, რატომ შეიძლება ვიყო აუტანელი ნათესავისთვის, რომლისთვისაც ერთი შეხედვით არაფერი დამიშავებია.

პრინციპში მართალია, რას ვერჩი:

აუტანელი ვარ რადგან არასდროს გამითვალისწინებია ნათესაური კავშირების ძალა და გამუდმებით ვთვითნებობდი. პატივს არ ვცემდი ოჯახურ შეკრებებს და ყალბ პირმოთნეობას. არც უხუცესთა ჩამორჩენილ აზროვნებას ვეთანხმებოდი, მაშინ როცა ჩემგან ყველა უსიტყვო თავის დაქნევას ელოდა. არც მათ რჩევას ვითვალისწინებდი, რჩევებს პირიქით, ჩემგან იღებდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი სანათესაო უბრალოდ მეკიდა, უფრო სწორად ახლაც მკიდია და მხოლოდ მაშინ მენატრებიან ხოლმე, როცა ჩემგან შორს არიან და მათი უცებადად თავზე დასხმის საშიშროება არ მემუქრება.

სიმართლე გითხრათ, არც მე მეხატებიან გულზე ისინი: მათ არამარტო საკუთარ ჭერქვეშ შენი გაჭორვა, სასურველი საქმროს თუ უნივერსიტეტის ურცხვად შერჩევაც კი შეუძლიათ. ისინი არამხოლოდ მშობლის , არამედ თავიანთ მორჩილებას და პატივისცემას მოთხოვენ შენგან. ისინიც კი, ვისაც წელიწადში ორჯერ ხედავ, საკუთარ თავს შენს უახლოეს მეგობარზე წინ აყენებენ ერთადერთი რამის გამო: თქვენ ხომ ერთი სისხლი გაქვთ!

ამ აღშფოთებულმა ფიქრებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში იტრიალეს ჩემს გონებაში და მერე სადღაც მიიკარგნენ.

-ერთი თქვენი კარგიც მოვსტყან – ამის გაფიქრებაღა მოვასწარი ხელახლა ჩაძინებისას.

 

10 thoughts on “გინება – მარტივი გამოსავალი

  1. Mari ამბობს:

    ვიცი რატომაც ხარ ეგრე. შენი ნათესავები რომ შენგან შორს ცხოვრობდნენ და იშვიათი კავშირი გქონდეს, ბევრად უფრო გეყვარებოდა ისინი. საშინელი ასატანია, როცა უამრავი ადამიანი პერმანენენტულად გირღვევს სიმყუდროვეს. ეჰ, იგინე შვილო, გულზე მაინც მოგეშვება 😀 😀

    • anna ამბობს:

      არა, ისედაც იშვიათად ვნახულობ, მგონი ხშირი კავშირი სჯობს მიეჩვევი მაინც. გადაჩვეულზე რთულია უცებ მათი ატანა და მოთმენა 😐 ჰეით ზემ :დ

      • Mari ამბობს:

        ნეტავ რა ამბებს ატრიალებ მანდ, რომ ეგეთი “დადებითი” რეპუტაცია გაქვს. მე კი მეგონა მთელი დღე, ფრიადოსანი ბავშვივით იჯექი, წიგნებს კითხულობდი და წყნარად ერთობოდი 😀

      • anna ამბობს:

        ასეც ვიქცევი .
        აუტანელი იმიტომ ვარ ამჯერად რომ ელენეს შემოსახლება სურთ ჩემთან, მარტო ეშინია თბილისში და უარი ვსტკიცე :დ
        შედეგად ახალი ტიტული მივიღე :))

    • fsiQe ამბობს:

      მე კარგი ნათესავები მყავს (კარგი- ანუ არა მოჭორავე და შენ საქმეში ცხვირის ჩამოყოფი) მაგრამ დიდად არ ვიწვი მათი სიყვარულით, ალბათ იმიტომ რომ ახლოს არ ცხოვრობენ და წესიერად არც კი ვიცნობ.
      ჰოდა ერთია, მგონი კარგი ნათესავი ისეთივე მითია, როგორც სანტა კლაუსი და საერთოდაც, სულ არ ვთვლი რომ სისხლი უნდა მიყიოდეს. წელიწადში ერთხელ ნახვაც სავსებით საკმარისია და ჩემი ნება რომ იყოს იმ ერთხელაც არ ვნახავდი

      • anna ამბობს:

        “მგონი კარგი ნათესავი ისეთივე მითია, როგორც სანტა კლაუსი და საერთოდაც, სულ არ ვთვლი რომ სისხლი უნდა მიყიოდეს. წელიწადში ერთხელ ნახვაც სავსებით საკმარისია და ჩემი ნება რომ იყოს იმ ერთხელაც არ ვნახავდი”
        +1 :დ:დ:დ:დ

  2. NinucaElectro ამბობს:

    და ეს პოსტი რომ შენმა რომელიმე ნათესავმა ნახოს?! აა ეგეც გკიდია ხო?! კაი :დ:დ
    პრინციპში მართალი ხარ, რას გერჩი. :/

    “აუტანელი ვარ რადგან არასდროს გამითვალისწინებია ნათესაური კავშირების ძალა და გამუდმებით ვთვითნებობდი. პატივს არ ვცემდი ოჯახურ შეკრებებს და ყალბ პირმოთნეობას. არც უხუცესთა ჩამორჩენილ აზროვნებას ვეთანხმებოდი, მაშინ როცა ჩემგან ყველა უსიტყვო თავის დაქნევას ელოდა. არც მათ რჩევას ვითვალისწინებდი, რჩევებს პირიქით, ჩემგან იღებდნენ”

    მეც ეგრე ვარ. :/

  3. nick ამბობს:

    ნათესავები მე მიყვარს მარგამ მზე არ ამომდის რადგან არც მათ ამოსდით ჩემზე მზე. ზოგიერთებს კი ვაბშე არც ვიცნობ და არც მინახავს…

    • anna ამბობს:

      აბა როგორღა გიყვარს, ან რას ეძახი სიყვარულს?:))

Comments are closed.