უკაცრავად, თქვენ გელით ჯარიმა

მოვალე ანა გელბახიანს:

სააღსრულებლო ფურცლის მიხედვით, თქვენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაგეკისრათჯარიმა და საურავი 50.50 ლარის ოდენობით. ამასთანავე თქვენ დაგეკისრათ აღსრულების საფასურის 20 ლარის ოდენობით გადახდა. სულ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 70.50 ლარს. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დაგეკისრებათ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაწეული ქონების შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯი.

მოდი მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ:

რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ჩემთვის მშვიდად მიმავალი, დამაჯარიმეს. დიახ, სრულიად შეთხვევით ბილეთი დავკარგე და უეცრად მომხდურმა ბედნიერმა კონტროლიორმა დამაჯარიმა. ბედს შევეგუე და მორჩილად გადავიხადე დაკისრებული 5 ლარი, იქვე, მეტროში მდგარ აპარატში, რომლის დამსახურებაა, ახლა 70 ლარამდე რომ ავიდა ოდესღაც გადახდილი ჯარიმა, მხოლოდ და მხოლოდ 50 თეთრის გამო:

რაშია საქმე მეგობრებო: როდესაც საქართველოს ბანკის კუთვნილებაში არსებული მშვენიერი და ლამაზი აპარატებით ვიხდით ჯარიმას, 5 ლართან ერთად უნდა გადავიხადოთ 50 თეთრიც, ე.წ საკომისიო, თუმცა აპარატი 5 ლარის ჩაგდებისთანავე გაძლევს შესაძლებლობას გავაგრძელოთ ოპერაცია და მოვითხოვო ქვითარი, რაც ხშირად გვაბნევს და გვავიწყდება რომ დამატებითი 50 თეთრი გვაქვს გადასახდელი. ვალმოხდილი ვაჭერთ თითს ეკრანს და ამაყად მოგვაქვს ქვითარი.

თვეების შემდეგ, როცა თავი ქუდში გვაქვს და მშვიდად გვძინავს ან არ გვძინავს, გვაფხიზლებს შეტყობინება იმის შესახებ, რომ თვეების წინ ჯარიმა არ გადაგვიხდია და ერთი კვირაც და ქონებას გაგვიყიდიან.

არ არსებობს ამაზე დიდი უსამართლობა და შარის მოდება ადამიანისთვის! დიდი სიამოვნებით დავლეწავდი ყველა მსგავს აპარატს, არა იმიტომ რომ სასოწარკვეთილებამ შემიპყრო და 70 ლარი მენანება(თან დიახაც მენანება , არაფერში გადასახდელად), არამედ იმიტომ რომ თვალსა და ხელს შუა ვტყუვდებით და გვგონია ყველაფერი გადავიხადეთ , რის გამო? მხოლოდ და მხოლოდ იდიოტურად მომართული სისტემის გამო, რომელიც მე, როგორც დაუღალავ ანტიმიშისტს ამ ხელისუფლების მოწყობილი მგონია საწყალი ხალხის გასაღლეტად გამიზნული !! 😀  თქვენ მეტყვით, რომ მე ვცდები, ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, ისევე როგორც ახლახანს ჩამოყვანილ ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში.

ნეტავ თქვენ იყოთ მართლები, ძვირფასო მეგობრებო და ერთადერთი მე გახლდეთ, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და ახლა გამწარებული დრტვინავს კლავიატურასთან, მაგრამ ნურას უკაცრავად, აჰა მეორე ფაქტი. მაშინ გულწრფელად შემეცოდა დაზარალებული და ჩემს ორად ორი დაჯარიმების ისტორიას გადავავლე თვალი, მეც ხომ არაფერი მივქარე-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

საინტერესოა, ვინმე არ აგებს ამ აპარატებით გამოწვეულ შეცდომაზე პასუხს? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფული ჩააგდო აპარატში და დანაკლისითურთ გამოგეწეროს ქვითარი! სადაური წესია ეს? სადაური და აქაური ყოფილა ბატონო …

ადგილზე მისულებს, მომთხოვეს ქვითარი, რომელიც რა თქმა უნდა , აღარ მქონდა. ისე, სამიოდე თვე კი დამქონდა საფულით, რა იცი რა ხდება მეთქი, მაგრამ ჭკვიანებმა მაინცდამაინც იმ დროს მოუცადეს, როცა საფულის გასუფთავების ჯერი დადგა და ყველაფერი ძველი და გამოუსადეგი გადავყარე. ჰოდა, რას ვეტყოდი, ქვითარი არ მქონდა და იმასაც კი ვერ დავამტკიცებდი სათანადო სარჩელების და აპარატის ისტორიის შემოწმების გარეშე, რომ გადახდილი მქონდა ჯარიმა.

თან როგორც გაირკვა, ამას აზრი არ ქონდა, მერე რა, რომ გადავიხადე? რაც მთავარია 50 თეთრი დამაკლდა და ამის გამო გაიზარდა 70 ლარამდე თანხა.

აქ ისმის კითხვა: რა ჯანდბად უნდოდათ ჩემი ძველი ქვითარი, თუ არაფერს აზრი არ ჰქონდა? ალბათ იმიტომ რომ სინდისის ქენჯნას შევეწუხებინე, აი შენახული რომ მქონოდა , ხომ გადავრჩებოდი-თქო.  ასეა თუ ისე, ერთი კვირა მაქვს სახელმწიფოს სასარგებლოდ 70 ლარი და დაწყევლილი 50 თეთრი გადავიხადო და ქვითარი სამუდამოდ თუ არა, რამდენიმე წლით შევინახო, რა იცი რა ხდება 🙂

23 thoughts on “უკაცრავად, თქვენ გელით ჯარიმა

  1. dato says:

    ნუ იხდით აპარატებით! გადაიხადეთ ბანკიდან. უფრო დაცულები იქნებით

  2. dato says:

    თუ იმ აპარატზე საკომისიოს ოდენობა არაა მითითებული, უჩივლეთ საქ. ბანკს

    • anna says:

      არასდროს არ გადავიხდი ამიერიდან აპარატით :დ
      არ მახსოვს მითითებულია თუ არა, ფაქტია რომ ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გაძლევს ქვითარს 😐 ეგრე არ უნდა ხდებოდეს.

  3. dato says:

    ჩივილი შეგიძლიათ. აქტის გასაჩივრება აჩერებს აქტის მოქმედებას დროში. დატესტეთ და ნახავ, აჩვენებს თუ არა საკომისიოს. მოსამართლე მოგიხსნის ჯარიმას ასეთ შემთხვევაში 90%…

    • An Na says:

      დათო, სამწუხაროდ თბილისშიც არ ვარ რომ აპარატზე ხელი მიმიწვდებოდეს და დავტესტო :(((

  4. Alexi Amniashvili says:

    შენც ამდგარიყავი და ბანკში გადაგეხადა, იქ ოპერატორი გახსენებს რომ 5 ლარი საჯარიმო და საკომოსიო 1 ლარია გადასახდელი 🙂

  5. An Na says:

    რატომ უნდა გადავიხადო ბანკში, როცა არსებობს აპარატები, სადაც იდეაში ყველაფერი რიგზეა>?;დ
    თუმცა მართლა ბანკში უნდა გადამეხადა , ვატყობ:|

  6. Mari says:

    ერთი, მეც უნდა დავეჯარიმინო სადმე… საინტერესო რამეებს წერთ შენ და ნათია 😀

    • anna says:

      მარი არგირჩევ :დ მოგივა თვეების მერე 70 ლარიანი ჯარიმის ქვითარი :დ

      • Mari says:

        მე პირადობის მოწმობით არ დავდივარ, ამიტომ კაი თავგადასავალი მელის, სანამ ჯარიმას გამომიწერენ 😀 😀 😀 ერთ კარგ პოსტად კი ღირს 😀

      • anna says:

        მიდი ბარემ რამე დანაშაული ჩაიდინე და ციხეში ჩაჯექი :))

  7. Mr. Nomad says:

    ცუდიაა 😦 მერე ბანკში წასულიყავი შენც. მე სულ ასე ვიქცევი (რაც მე ჯარიმის ქვითრები მაქვს სახლში :დ)

  8. litterator says:

    პოსტის სათაური რომ წავიკითხე ჯერ მეგონა სქელი ფეხების გამო დაგაჯარიმეს 😀 😀 😀

    ეს ნათიასაც შეემთხვა ხო? უნდა იყოს ფართხილება, ეგ აპარატები აჭრის თანხას თავისთვისაც ცხადია, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცის რა თქმა უნდა

    • anna says:

      ჰო, და კიდევ ბევრს ემართება ასე 😐 გასაჩივრებას აზრი არ აქვს თან , ვერაფერს გააწყობ . აპარატებია მოსაშთობი !:

  9. mroveli says:

    ჩემმა დამ ბანკში გადაიხადა და ორი-სამი თვის შემდეგ მოუვიდა უწყება, მოდი და 50 ლარი გამოიყოლეო :დ

    კიდევ კარგი ქვითარი ქონდა შენახული და უპრობლემოდ მოგვარდა

    • anna says:

      ისე, მანდ ქვითრებზე გაფრთხილებაა, რომ სამი წელი უნდა შეინახო :დ მანამდე უფლება აქვთ, გამოგედაონ :>

  10. anosmagazine says:

    მე დამემართა მსგავსი რამ გერმანიაში. საბოლოო ჯამში ჩემი სამართლის მასწავლებელი ჩავრთე ამბებში და საქმიდან სუფთა გამოვედი.

    საიდან უნდა იცოდეს მომხმარებელმა თუ ლარი/50 თეთრი საკომისიო უნდა გადაიხადო თუ აპარატი ამას არ გეუბნება? ანუ ეს ბანკის საკომისიოა? მაშინ ბანკი რატომ არ გიჩივით და ბიუჯეტში რატომ უნდა გადაიხადოთ?

  11. ჰექსე says:

    მდა.. არაპირველი შემთხვევა, როგორ მოგიწოდოთ ახლა პროგრესს არ მისდიოთ მეთქი, მაგრამ ადამიანების ნდობა აღარ შეიძლება და აპარატებს როგორ ენდობით?

Comments are closed.