რა მოხდა Psy Party-ზე ^^

წინა პოსტიდან იცით ალბათ, ტრანს ფართიზე წასვლას ვგეგმავდი. ჰოდა, ავდექი, ქეითს, რომელმაც ასჯერ გადაიფიქრა ბოლო დღემდე, ხელი ჩავკიდე და წავათრიე .

სად შევიკრიბებოდით , თუ არა რედისონთან და ორი საათი ველოდეთ ვიდრე ყველა არ მოგროვდა და არ გადანაწილდა. ჩანთები დავყარეთ და ზემელში გავიქეცით, საჭმლის მოსამარაგებლად. ვიყიდეთ სასმელი, ტკბილეული, საჭმელი და ჩავბარგდით, თუმცა იმდენ ხანს ველოდეთ გასვლას, გზაში დავლიეთ ყველაფერი ლამის 🙂

კიდევ კარგი პლედი  და ორი ჟაკეტი წავიღეთ. მიუხედავად იმისა რომ ცეცხლი ენთო და მის ირგვლივ ვისხედით/ვიწექით ცეკვებს შორის, ძალიან მციოდა ზოგჯერ. მაგრამ ცეცხლთან და ზოგადად დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად საოცრად ბევრი ვიარეთ, ტალახში და ცოტა წვიმაშიც და ყველანი ვფიქრობდით, რა დიდი სიამოვნება იქნებოდა მეორე დილით გამოუძინებელზე აქ ამოფორთხება.

მოკლედ, ასეა თუ ისე, მივედით მე და ქეთო და ამ უკანასკნელმა, რა თქმა უნდა, მოასწრო ორიოდეჯერ წაწუწუნება, მეკი ყვავას დაკრულზე ცეკვა 😀

მერე დავიღალე და ცეცხლის წინ, პლედზე წოლის გარდა არაფერი გვიკეთებია, ვაკვირდებოდით ირგვლივ მყოფებს და ვკაიფობდით რაღაცებზე. ჰო, დამავიწყდა, საახლოებით საღამოს 9 საათზე მივედით და მას შემდეგ მუსიკა წამითაც არ გაჩერებულა, დილის ათ საათამდე. მეგონა ძილში მაინც შემიშლიდა ხელს ყურისწამღები ხმაური, მაგრამ ნურას უკაცრავად, ბოლოს მშვენივრად გამოვიძინე და დილით სიჩუმემ გამაღვიძა, როცა დიჯეიმ გამიქსვა შეწყვიტა და იკითხა, ნოკიას დამტენი ხომ არ გვქონდა ვინმეს.. წვრილი 🙂

და კიდევ სხვა მრავალი ასეთი ფოტო იგულისხმეთ, დანარჩენის დადება მეზარება 🙂

ყველაზე მაგარი რამეა, ცეკვისგან დაღლილი რომ წევხარ, ჭამ კრუასანებს და ყველაფერზე გეცინება. მოდი და ნუ გაგეცინება, როცა გვერდით ორი ტროლი, ქეთი და ყვავა გიწევს და ხარხარებთ. იმ დღეს დავრწმუნდი: არ უნდა წამოხვიდე იმ ფართიზე, სადაც შენი ექსიცაა და რა თქმა უნდა ჩვენ, ზემოთხსენებული ტრიადა. ამ დროს გამოსავალი ერთია: ადგე და ავტოსტოპით გაბრუნდე უკან 😦 ამ ამბის გამო ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ზოგჯერ მეტისმეტი მომდის ხოლმე და არც ხუმრობა ვიცი და აღარც ნამუსი მაქვს. ჩემი ბრალი არ არის, მავნე ზეგავლენების მსხვერპლი ვარ ხოლმე…

ჰო, ჩვენ იქ ღმერთი გვყავდა, ბეჟანიდ წოდებული, რომელიც შეუსვენებლად პატრულირებდა ხალხში და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა არავის .

ბოლოს დავიძინე და რამაც გამაღვიძა უკვე მოგახსენეთ. ამასობაში გავიხადე ასი ჟაკეტი, მოვწესრიგდისავით და წასვლის დროც მოვიდა. ძლივს ამოვაღწიეთ მამრების წუწუნის თანხლებით და მივხვდი, რა მომთმენები ვართ ქალები ამ სუსტ არსებებთან შედარებით. რომ წამოვედით, აღმოჩნდა, რომ 8 ადამიანი დაგვრჩა და კიდევ ერთი საათი ველოდეთ როდის მოაღწევდნენ ჩვენამდე და ბოლოს, როცა გზად მოწოლილი ძილქუშისგან თავი დავაღწიე, უკვე თბილისში ვიყავი და ვიღაც ცდილობდა ჩემს გაღვიძებას .

ასე დასრულდა ამბავი ესე – ვჭამეთ და მერე ქეთისთან ძალიან დიდხანს მეძინა. ახლა ვწერ ამ პოსტს და კიდევ მინდა : )

15 thoughts on “რა მოხდა Psy Party-ზე ^^

  1. ირმის ნახტომი ამბობს:

    “ნოკიას დამტენი ხომ არ გვქონდა ვინმეს.. წვრილი” – ჰაჰა
    “ჩემი ბრალი არ არის, მავნე ზეგავლენების მსხვერპლი ვარ ხოლმე…” – ეს უნდა დავიმახსოვრო! 😉 მაგარი რამეა!
    “აღმოჩნდა, რომ 8 ადამიანი დაგვრჩა”, LOL ;D

  2. anna ამბობს:

    @knut
    მე ვინანებდი შენს ადგილზე :დ
    @marie
    რატომ იმახსოვრებ?:დ

  3. Bejo Veragi ამბობს:

    ჰო, ჩვენ იქ ღმერთი გვყავდა, ბეჟანიდ წოდებული, რომელიც შეუსვენებლად პატრულირებდა ხალხში და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა არავის .

    :)))))))))))

    • anna ამბობს:

      იმის დაწერა დამავიწყდა რომ მაინც დაგისხლტით ხელიდან ბოლოს მე და ყვავა :დ:დ:დ:დ;დ

      • Bejo Veragi ამბობს:

        დამისხლტდით არა ის, დაგინახეთ რო მიდიოდით ზევით და თავისუფლება მოგანიჭეთ :)))

      • anna ამბობს:

        ის გოგო შენ ხომ არ გამოგვიგზავნე, თავზე რომ დაგვადგა უეცარი სიბნელიდან და აბლუკუნდა გონწართმეულივით?:დდდ

      • anna ამბობს:

        ვერ ხედავ, ნება დაურთავს… განა ჩვენ დავუტყდით :დ

  4. BigCrow ამბობს:

    ჟაკეტზე გამახსენდა, რაღაც ჟაკეტები იპოვეს იქ და თქვენი ხომ არ იყო რომელიმე?

    • anna ამბობს:

      ნწუ, ჩვენები ადგილზეა ^_^ მხოლოდ პლედი დავტოვეთ საკუთარი ნებით :დ

Comments are closed.