ბრძოლა სქელი ფეხების წინააღმდეგ

ნებისყოფა საერთოდ რომ არ გამაჩნია, მაშინ ვხვდები, როცა საქმე დიეტას ეხება. დედაჩემთან ხანგრძლივი ურთიერთობისას ვხვდები ხოლმე, როგორ ვსუქდები დღითიდღე, ამის შესაჩერებლად კი ერთადერთი ხერხი ვიცი – ერთ კვირაზე დიდ ხანს არ გავჩერდე იქ, სადაც დედა და საჭმელებია.

თუ გაინტერესებთ, როგორ ვიქცეოდი ბავშვობაში, როცა სულ ერთად ყოფნა გვიწევდა, პასუხი მარტივია: სამი ზომით მსუქანი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ . რაც თბილისში გადმოვცხოვრდი, ცოტა ხელი შევაშველე, ორიოდე თვით დიეტაზე ვიჯექი და მერე თავისთავად დავრჩი იმ წონაზე, რაზეც ახლა ვარ. მოკლედ, ერთი შეხედვით, არაფერს ვუჩივი, მაგრამ მაინც მაწუხებს მსუქანი ფეხების სინდრომი:

:|
:|
:|
:|

რაც ყველაზე ძალიან მიშლის ნერვებს, ჩემი კანის სირბილეა, რასაც არანაირი დიეტა არ უშველის: ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში! ამ უკანასკნელის ნებისყოფაც არ გამაჩნია. შარშანაც, მხოლოდ ერთი თვე ვიარე ტრენაჟორებზე და შედეგი ნული :D ხშირად ნერვები მეშლება ხოლმე, რატომ არ უნდა მოვიკრიბო ძალა, სულ ცოტაოდენ დიეტაზე დავჯდე და ვარჯიშიც წავაშველო? ყველაფერს ეშველებოდა და 20 წლიან მსუქანი ფეხების კომპლექსსაც მოვაშთობდი, მაგრამ ამის ნაცვლად დღეს იცით რა ვქენი? უამრავი კატლეტი შევსანსლე !

:|
:|

ახლა, როცა შიმშილი არ მაწუხებს, იმასაც ვფიქრობ, მუცლისთვისაც რომ მიმეხედა, არ იქნებოდა ურიგითქო, მაგრამ ეს თავდაჯერებულობა და იმედები მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება, ვიცი – მანამ, სანამ არ მომშივდება :)

ალბათ მიხვდით, დედაჩემი დამტრიალებს თავს და ამიტომაც მაწუხებს შიშები . თან სწორედ ის დროა, შემოდგომამდე რომ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და საკუთარ თავს უკვე მერამდენედ, პირობას აძლევ რომ რამდენიმე კილოგრამით ნაკლებს გიხილავენ მეგობრები .

ერთი პირობით მეტი იქნება თუ ნაკლები , უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს და ჩათვალეთ პირობა დავდე:

სექტემბრამდე ვივარჯიშებ, ნაკლებს შევჭამ და ეგებ მეშველოს რამე! თვალყური მადევნეთ და ელოდეთ სავარაუდო პოსტს, შედეგითურთ :D

18 thoughts on “ბრძოლა სქელი ფეხების წინააღმდეგ

  1. თან, ფიასკოს შემთხვევაში, თავის გამართლების ხერხებსაც მოიფიქრებ :დ

  2. ცურვა დაამატე და უბრალოდ ცომეული ამოიღე, განსაკუთრებით პური, დანარჩენი ჭამე რაც გინდა!
    ერთი რამე დაიმახსოვრეთ ყველამ :D დიეტა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს შიმშილს! დიეტა ნიშნავს სწორ კვებას! :D

  3. შენ მსუქანი კიარა მოკლე ფეხები გაქვს ( ან ასე ჩანს სურათებში) ყველაზე ნაღდია 6-ის მერე არ ჭამო.

  4. რატომღაც კიდურები არასოდეს მისუქდება.

    ჯერ რბილი ხორცის გამაგრებას მიხედე. შესაფერის ექიმს მიაკითხე.

  5. “მხოლოდ ერთი თვე ვიარე ტრენაჟორებზე და შედეგი ნული”
    ერთ თვეში ნულზე ბევრად მეტს არც უნდა მოელოდე :დ

  6. ისა.. ჩემი აზრით, არ ხარ მსუქანი..
    თუ აღნაგობა გაქვს ისეთი, რომ ფეხები, მეტ-ნაკლებად, ფუმფულა გაქვს, სულ რომ არაფერი ჭამო და ჩამოხმე, ტანთან შედარებით მაინც მსუქანი დაგრჩება..

    პ.ს. მე საყვარელი ღიპი მაქვს, რომელსაც არც კი მახსოვს, რა ასაკიდან ვებრძვი: დიეტით, პრესებით, ვარჯიშით და ა.შ, მაგრამ შედეგი ნულია და კი ვარ დეპრესიაში.. :შ

  7. ვაიმე დედა შენ რომ იტყვი მსუქანი ფეხები მაქო :9 ტეტუუუ…… მე თავი უნდა მოვიკლა ე.ი :(

    არადან მეც ვარ ხოლმე მასე.. უნდა გავხდე და ვგეგმავ..და პირველ შიმშილის გრძნობამდე მრჩება ნებისყოფა :)))

  8. ერთი თვე ვარჯიში მართლაც და არ არის საკმარისი. სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში და რამდენიმე თვეში შედეგი იქნება ნამდვილად. ჩემის აზრით ვარჯიშს არ უნდა უყურებდე როგორც მიზნის მიღწევის საშუალებას. ვარჯიში ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. თორემ რომ მიაღწევ შედეგს და შეეშვები ვარჯიშს კუნთი მალევე დასუსტება და ცხიმოვანი მასა იმარჯვებს და იქნება ფეხი ისევ რბილი:)))
    წარმატებები და შემდეგ პოსტს ველოდები:)

  9. ექვსი საათის მერე? :D რა სისულელეა 6 რა მაგიური ციფრია? 5 მერე იყოს რა? მთლად უკეთესი !

  10. ძალიან კარგი ფეხებია. დავლოკავდი თავიდან ბოლომდე :D :D :* :* ბოდიშით უცენზურობსთვის :*

Comments are closed.