ფეისბუქი რომ უჩემოდ დარჩეს

სათაურმა ალბათ ცოტა დაგაბნიათ, მაგრამ თემუჩინმა დამთაგა მორიგ ტეგ თამაშში -მე რომ ფეისბუქი გამიუქმდეს და ვეცდები დაკისრებულ მოვალეობას თავი ღირსეულად გავართვა და სახელიც ჩემებურად შევურჩიო:

ფეისბუქის გაუქმება რამდენჯერმე მიცდია, გამიუქმებია კიდეც, მაგრამ საკუთარი სურვილით. სულ სხვა შეგრძნებაა, როცა ფანჯარაში იუზერნეიმს წერ, შეგყავს პაროლი და ხედავ რომ შენი მცდელობები უშედეგოა. მიზეზი სხვადასხვაა, ან დაგარეპორტეს და სამუდამოდ აღგგავეს პირისაგან ფეისბუქისა, ან დროებითი შეფერხებაა და იმედს იტოვებ რომ ყველაფერი კარგად იქნება და ადრე თუ გვიან საყვარელი სოციალური ქსელი ისევ ხელმისაწვდომი გახდება.

ან შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს მოხდეს საშინელება, მარკს რაღაცამ წამოუაროს და ფეისბუქი სრულიად მოაშთოს. რა შეიძლება განვიცადო ამ დროს, პირველად ახლა დავფიქრდი ამაზე:

ჩემს ბლოგს ვიზიტორები მოაკლდება გარკვეული დროის განმავლობაში, ვიდრე რამე, მაგალითად გუგლ + არ ჩაანაცვლებს გარდაცვლილ სოციალურ ქსელს;

ძალიან გამიჭირდება ყველა იმ მეგობრის თავიდან გახსენება და დამატება, რომლებსაც აგერ უკვე წლებია მივეჩვიე და რომელთა რიცხვი 600დან 800მდე მერყეობს ხოლმე, ჩემი გუნება-განწყობის მიხედვით;

ბოლოსდაბოლოს, საშინელება იქნება იმ სიმყუდროვის ახალ პროფილში შექმნა, რაც ახლა ჩემს კედელზე სუფევს. თავი რომ დავანებოთ წუწუნს,”რა ატვირთავს ამდენ ფოტოს და რა დაამატებს ამდენ მეგობარს თავიდან”, მართლა უცნაური შეგრძნებაა ახალ ექაუნთზე გადაბარგება, სულ რომ უცვლელად დაგხვდეს ყველაფერი.

ზამთარში ჩავატარე ექსპერიმენტი და გადავბარგდი მეორე პროფილზე, სადაც მხოლოდ ახლო მეგობრები მყავს. რამდენიმე დღე გავძელი და კინაღამ სული გავაფრთხე საკუთარ თავთან ჭიდილში – არაფერი არ გამომივიდა, მეტისმეტად სოციალური ვარ იმისთვის, რომ მხოლოდ ჩაკეტილი წრისთვის ვიარსებო, მუდმივად არ განვაახლო ფრენდლისტი, ცხვირი არსად ჩავყო და კლავიატურაზე თითები არ დავილეწო…

მოკლედ, ბატონებო, მეც ისევე ვერ გავძლებ ფეისბუქის გარეშე, როგორც თვითონ … ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი და მე ამის ღრმად მწამს. მე ის არასდროს მიღალატებს- შესაძლოა ცოტათი გამიბრაზდეს და რამდენიმე წუთით ან საათით დამადეპორტოს თავის ტერიტორიიდან : აბა რეპორტი ჩემზე რომ არ ჭრის, ფაქტია: სამჯერ დამარეპორტეს და გაფრთხილებებს ვეღარ ავუდიოდი, მაგრამ ჯერჯერობით თავს მშვენივრად ვგრძნობ ჩემს ვოლზე და იმედია მარკს უჩემობა კიდევ დიდხანს არ დაემუქრება🙂

ვთაგავ ალუკარდს .

2 thoughts on “ფეისბუქი რომ უჩემოდ დარჩეს

Comments are closed.