რატომ არ უნდა ასესხო ყოფილს ფული

როცა მეკითხებიან რას ნანობო, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგაც კი ვპასუხობ, მგონი არაფერს მეთქი, თუმცა მაინც მაქვს რაღაცები, რასაც, დრო რომ უკან დამაბრუნებინა, არაფრის დიდებით აღარ ჩავიდენდი. ფაქტია, ეს იგივე სინანულია, რომლის აღიარება ხშირ შემთხვევაში არ მსურს ხოლმე, თუმცა ვის ვუმალავ,  ნეტავ🙂

შარშან ერთი ბიჭი მიყვარდა, სწორედ ამ დროს. უფრო სწორად აღარ მიყვარდა. დიდსულოვნად გადავწყვიტე, მეგობრებად დავრჩენილიყავით და კანონზომიერებას წინ აღვუდექით – მეგობრები გავხდით😀

რამდენიმე თვე კარგად გავართვით თავი, მეც ყველანაირი გრძნობა გამიქრა, ყოველშემთხვევაში ასე ვფიქრობდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ჩემი სისუსტეებით სარგებლობა და უხეშად რომ ვთქვათ გამოყენება. ჩემმა “მეგობარმა” შეხვედრა მთხოვა და შესაბრალისი ხმის ტემბრით მაცნობა რომ რაღაც შარში სრულიად შემთხვევით გახვეულს, როგორც არასდროს ისე სჭირდებოდა ჩემი დახმარება: რაღა თქმა უნდა ფულადი. ჰოდა აბა ჩემზე უკეთესს ვის იპოვნიდა, რომელსაც მასზე ჯერ კიდევ გული შესტკიოდა და ყველაფერს თუ არა, რაღაცას მაინც გააკეთებდა მისი გასაჭირიდან ამოსათრევად.

ფაქტია, არ შემცდარა. ფულის საკმაოდ დიდი რაოდენობა დედაჩემის ნებართვით მივეცი, უფრო სწორად ვასესხე და ამ ფაქტმა ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო განამტკიცა🙂

რა თქმა უნდა, დავაცადე, ვიდრე პრობლემებს მოაგვარებდა, ვალებიდან ამოვიდოდა, თუმცა როგორც ჩანს , ვალის დავიწყება აღარ უნდა დამეცდია.

ზუსტად სამი თვის შემდეგ, როცა დედაჩემს ყელში ამოუვიდა დედა ტერეზას როლის თამაში, მთხოვა პირობა შემეხსენებინა ოთოსთვის და ფული დაებრუნებინა. დედას თხოვნა შევუსრულე და კუთვნილი ფულის უკან დაბრუნება ვითხოვე. პასუხად საკმაოდ უხეში სიტყვები მივიღე: “ნუ შემჭამე, რომ მქონდეს, ხომ დაგიბრუნებდი?” – მეც ვირწმუნე რომ საბრალო ბიჭს საიდან ექნებოდა 500 ლარი, მით უმეტეს, მომხდარი ინციდენტის შემდეგ მშობლები დიდად აღარ სწყალობდნენ და დედაჩემის წინაშე ისევ მოვწმინდე ნამუსი🙂

გულის სიღრმეში კი ძალიან მეწყინა. უფრო ძალიან კი გავცოფდი და დავიბოღმე. ერთი თვის შემდეგ უკვე საკუთარი ინიციატივით მოვთხოვე ფული დაებრუნებინა და ამჯერად კიდევ უფრო უხეში პასუხი მივიღე. ფაქტიურად შანტაჟის მსხვერპლი გავხდი:

“შენ ჩემთვის ფული არ გისესხებია, მომეცი. ვერ დაამტკიცებ რომ მასესხე, მოწმეები არ გყავს და თუ არ გაჩერდები, რაღაც-რაღაცებს ვიტყვი” როგორც წესი, რაღაცებში ბიჭები გოგოს პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოფენას გულისხმობენ ხოლმე და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი.

ამჯერად გადავწყვიტე აღარ დავბოღმილიყავი და პირდაპირ მოქმედებაზე გადავსულიყავი. ავდექი და ვუჩივლე.

ორი კვირაში სასოწარკვეთილი მირეკავს:

“ციხეზე მიშვებ? არ გრცხვენია? სასწრაფოდ გადმოგირიცხავ იმ ფულს და საჩივარი გამოიტანე!” – ოქეი , ვეუბნები და მეცინება🙂

….მშვენიერი გრძნობაა, ბანკომატიდან 500 ლარი რომ გამოგაქვს…

ამის შემდეგ, ჩვენი მეგობრობის აღდგენის რამდენიმე მცდელობა იყო. როგორც ჩანს ადამიანები შეცდომებზე ჭკუას სწავლობენ და კეთილშობილი რაინდები ხდებიან ხოლმე, თუმცა, მე მაინც საკუნეებგამოვლილი თეორიის მომხრე ვარ. აი იმაზე ვამბობ, კუზიანს რომ სამარე ასწორებს ხოლმე🙂

31 thoughts on “რატომ არ უნდა ასესხო ყოფილს ფული

  1. Apple Butaphory says:

    ძალიანაც კარგად მოქცეულხარ.. ნაგლს ზუსტად ნაგლურად უნდა მოექცე.. მსგავსი შემთხვევა მეც მქონდა,თუმცა იმხელა თანხა არ ყოფილა რომ მეჩივლა,თუმცა საბოლოოდ დავრწმუნდი იმ გამოთქმაში “თუ გინდა ადამიანი დაკარგო ფული უნდა ასესხოო”.მართალი ყოფილა

  2. Katiee.Ge says:

    აი მალადეც!😀 ჩივილს არ ველოდი, ცხვირ-პირის დანაყვა უფრო უპრიანი იქნებოდა, შენ ნამეტნავად ცივილიზებული ყოფილხარ😀

  3. tamara says:

    ძალიან სწორად მოქცეულხარ🙂 იფ, იფ, როგორ მიყვარს გასაწყლებული “მაგარი ტიპები” :):):)

  4. ჰექსე says:

    კიდევ ერთი მიზეზი რატომ არ უნდა დარჩეთ მეგობრებად.🙂

    ძალიან ყოჩაღ.🙂

  5. ჯი-ნია-ნი says:

    ვაი,რა ნაცნობი სიტუაციაა..
    უბრალოდ მე 400 ლარით ნაკლები ვასესხე..
    დღემდე ველოდები : ))
    ისა და,როგორ დაამტკიცე?
    ნუ მეცოდება 100 ლარის გამო ხო არ ვუჩივლებ მეც..

    • anna says:

      როგორ დავამტკიცე და ბარათზე ჩავურიცხე და დაფიქსირებული იყო საბანკო ოპერაციები , ჩემი სახელით განხორციელებული, ამოაგდეს და რაღას იზამდა :)))) ხომ არ უარყოფდა, არ ჩაურიცხიაო :დ
      მე რომც მომეტყუებინა და ეგ ფული ნაჩუქარიც რომ ყოფილიყო, თვითონ ვეღარ დაამტკიცებდა :დ

      • ჯი-ნია-ნი says:

        აჰა,გაგიმართლა ესეიგი ჩემგან განსხვავებით : ))
        ამის მერე თუ ვინმეს ფულს ვასესხებ მხოლოდ ბარათზე ჩარიცხვით.. =))

    • anna says:

      ან მოწმეების თანხლებით, თორემ ისე ვერაფერს ვერ იზამ :დ
      ისე, გირჩევ, ფული არავის ასესხო, განსაკუთრებით დამეგობრებულ ექსებს : )))))
      ფული ან უნდა გააჩუქო, ან ხელი მაგრად მოუჭირო :დ

  6. ადო says:

    უი დაიბრუნე ეგ ფული? :დ
    მშვენიერია, და უფრო მშვენიერია კანონის დახმარებით რომ დაიბრუნე, სიამაყით აღვივსე ახლა.

  7. teennewson says:

    ეს ბლოგი თავის პოსტებით მაოცებს….. ვფიქრობ სწორედ მოიქეცი…..

  8. netochka3 says:

    გამეხარდა,რომ თავი არ გასულელებინე,წავიდოდა და იტრაბახებდა ფული დავაწერეო.
    სასტიკად ვერ ვიტან ასეთ ხალხს,შენ კი კარგად მოიქეცი,მიყვარს ასეთი ადანიანები.

  9. ჰექსე says:

    ისე წმინდა იურიდიულად მაინტერესებს
    სესხების ფაქტს როგორ ამტკიცებდი? დედის გარდა მოწმე არსებობდა ვინმე?

    • anna says:

      ჩარიცხვის ადგილზე სამნი ვიყავით, მისი მეგობრის ჩათვლით🙂

  10. გვირილა says:

    დამევასა ^_^ და მაგარი სასიამოვნოა, როცა ასეთ რაღაცეებს კანონის საშუალებით აგვარებენ🙂

  11. nemiroff says:

    ეგრე სიტყვასიტყვით როგორ დაიმახსოვრე საოცარია(ღრმად ჩაპიქრებული სმაილი), მოდი მე ასე ვიტყოდი მეტი მტყვნის დედას შევეცი ან რამე მსგავსი რამდენი ეგრე იყო..მაპატიე ცენზურას ვერ ვიცავ.

  12. nemiroff says:

    მაპატიე ანა, ყლე ვარ. პატარა მაქვს, ლ-ს ვარბილებ, ლუზერი ვარ😦 ბოდიში ასეთი რომ ვარ😦

    • nemiroff_otto says:

      ეს ბოლო კომენტარია, აქედან სამუდამოდ გავაჯვამ და თუ სადმე შევხვდები ბოდიშს მოგიხდი ანა . ნახვამდის .

  13. elene says:

    მე ოთოს ყლექალა შეყვარებული ვარ და თუ არ მოვკეტავ, ჩემი სირი ბიჭის წინ მიხმარენ :შ

Comments are closed.