სექსი და ინტელექტი

ყოველთვის მაინტერესებდა ქალებისა და მამაკაცების დამოკიდებულება ზოგადად სექსის და პარტნიორების მიმართ: რამდენიმე თვის წინ ჩემმა მეგობარმა ინტერესი კიდევ უფრო გამიმძაფრა, როცა ვიღაც ბიჭზე ვწუწუნებდი: ფიზიკურად ძალიან მომწონდა, თუმცა დავასკვენი რომ საკმაოდ დაბალი ინტელექტს ფლობდა და დავიკიდე. გიოს გაეცინა და გაკვირვებულმა მკითხა,  როცა ადამიანი მოგწონს, არაფერს სერიოზულს არ აპირებ, ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის მისი გონებრივი მონაცემები?!

როგორც ჩანს ძალიან დააინტერესა ამ ამბავმა და მაგალითად კაცების დამოკიდებულება მოიყვანა ქალების მიმართ:

-როცა ქალი მოგწონს, რა მნიშვნელობა აქვს თავში რა უდევს? ადექი და იქონიე სექსი- ეს ხომ სრულიად ჩვეულებრივი ამბავია ! კაცებს ქალის სხეულზე უდგებათ, გონებაზე კი არა- მტკიცედ მომიჭრა და გადავწყვიტე ეს თემა დამევიწყებინა, მით უმეტეს საკუთარი პრინციპების ღალატს არ ვაპირებდი, არც სექსის ქონას.

ახლახანს იმავე „დილემის“ წინაშე აღმოვჩნდი: მე რომ იდიოტები მომწონს, ეს ცალკე თემაა და ალბათ ესეც დაიმსახურებს პოსტად განხილვას. მოკლედ ისევ რომელიღაც კრეტინზე შევაჩერე ჩემი მზერა და ორიოდე დღე მისი ფიზიკური მონაცემებით მართლაც რომ ვტკბებოდი. ორ დღეში საკმარისად მოვახერხე მისი შესწავლა და აღფრთოვანებაც გამიქრა.

კაცების ფსიქიკას ვერასდროს ჩავწვდები, მათთვის ალბათ პრიორიტეტი ლამაზი ტრაკი და ძუძუებია, დანარჩენი ფეხებზე კიდიათ, როცა საქმე სექსს ეხება..

რაც შემეხება მე, ფიზიკურად ისევ მომწონს ის ბიჭი და გემოვნება თუ არ შემეცვლება, ალბათ ყოველთვის მომეწონება, მაგრამ ყველანაირი მიზიდულობა , რაც მისადმი მქონდა, სადღაც ჯანდაბაში წავიდა. როგორც ჩანს ქალის და მამაკაცის ტვინი მართლა ძალიან განსხვავდება: როგორც ჩანს ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ, ან უარეს შემთხვევაში მე მაინც ვფიქრობ😀

რომ ვცხადყო რას ვგულისხმობ როცა დაბალ ინტელექტზე მივანიშნებ, პატარა ნაწყვეტს მოვიყვან ჩვენი საუბრიდან. ამ დროს მკერავს და მერე როგორ:

“ყველა იმ ქალის დედაც, რომელიც პირში აიღებს… ”

“ის გოგო არ მიყვარს, უბრალოდ სექსი მაქვს, განა ეს საკმარისი სარგებელი არაა იმისთვის რომ მისი რეკვები ავიტანო ყოველდღე?!…”

და ამით ყველაფერია ნათქვამი. როგორ უნდა განაგრძო ურთიერთობა მსგავს ტიპთან, ან როგორ არ უნდა შეგზიზდეს საკუთარი თავი, თუ მასთან რამე გაკავშირდება. დალახვროს ეშმაკმა, ამ შემთხვევაშიც საკმარისია ვნებიანი გამოხედვა და ლამაზი სხეული?! რომელიმე კაცი თუ მეტყვის, მთავარია კარგი სექსი და სხვა ყველაფერი ჭირსაც წაუღია, თავს წავაცლი!

ოღონდ, არ მკითხოთ, სად ვპოულობ მსგავს ექსპონატებს. გპირდებით, ოდესმე ამაზეც ვისაუბრებ გულახდილობის ჟამს🙂

ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი ჩემი შეხედულებების სისწორეში : ნურას უკაცრავად ბატონებო, მხოლოდ ფიზიკური მიზიდულობა არ კმარა. უბრალო ფლირტისთვისაც კიარ კმარა…

ცოტა გონება აამუშავეთ, ნუთუ ეს ასე ძნელია? : )

14 thoughts on “სექსი და ინტელექტი

  1. geoskeptic says:

    “ყველა იმ ქალის დედაც, რომელიც პირში აიღებს… “
    sweet mother of god.
    რა გასაკვირია რომ არ გიდგება მასეთზე : ) რომც აგიდგეს პრინციპის ამბავია, მასეთი იმის ღირსიც არაა რომ შორიდან დაანახო.
    შეიძლება არც ისე განსხვავდება ქალის და კაცის ტვინი..

  2. მარი ახსიაშვილი says:

    მეც ეგრე ვარ. თავიდან ფიზიკურად მომწონს, მაგრამ თუ ხმა ამოიღო და სისულელე ტქვა – ეგრევე მიქრება ყველანაირი მიზიდულობა.. ინტელექტი და აზროვნება მთავარია, ცარიელი ფუტლიარი არ მინდა :დ

    და რა კარგია, რომ ყველა მაგ ბიჭისნაირი არ არის ….

    ჩემი მეგობარია ერთი, კაცია, ის ამბობდა – უტვინო ქალს მხოლოდ ერთი ღამით ავიტან, მეტს ვერ გავქაჩავო..

  3. knuti says:

    მასეთებტგან საუბარს ბოლოს ბლოკით ვასრულებ ხოლმე ;დ
    და შორიდანაც არ დავანახებ არასდროს (ნოდ)

  4. snake says:

    ვაიმე, ქალო!… ასეთთან დამიჯერე სექსიც ვერ გექნება კარგი! რა თავში იხლი მაგის ლამაზ თვალებს, თუ არაფრის აზრზე არაა…😀

  5. Seymour Glass says:

    მერწმუნე ჩემო კარგო, მხოლოდ ტრაკი და ძუძუები არ გვაინტერესებს სექსთან მიმართებაში. ტემპერამენტი თუ არ აქვს ქალს და მოხარშული თევზივითაა, მაგას ბრტყელტრაკა მაგრამ ვნებიანი პარტნიორი ჯობია დამერწმუნე ^^

  6. Giorgi says:

    მოკლედ საოცარი ხალისით ვკითხულობ შენს პოსტებს😀 რა სტატიებს აძრობ ხოლმე.. :))

  7. elenelene says:

    ”ცოტა გონება აამუშავეთ, ნუთუ ეს ასე ძნელია? ”

    უჭირთ მაგ ამბავში და რა ქნან😀

  8. Little Mushroom says:

    ნუ გგონია რო ბიჭებს არ აინტერესებთ რა უდევს ქალს თავში

  9. ადო says:

    ქალი რომ ასეთ პოსტს დაწერს ის სიგარეტსაც მოსწევს, ხტფუიი

  10. Chiamaria says:

    მართალია და მარტო არ ხარ🙂
    ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა როცა მამრის ფიზიკური მონაცემები მაშინვე გაუნულებია მის ინტელექტს, უფრო ზუსტად ინტელექტის არქონას.

  11. თორნიკე says:

    ქალთან სექსისთვის მისი ინტელექტი ნამდვილად არაა აუცილებელი, მაგრამ ინტელექტი რომ სექსუალურია, ეგეც ფაქტია.

Comments are closed.