დაბრუნება: პირდაპირ Aquarial Full Moon Psy Party-ზე!

ხვალ თბილისში ვბრუნდები. ძალიან მიხარია და ძალიან მწყდება გული. თბილისიც მომენატრა და ნათიას აქ დატოვებაც მენანება , კიდევ რამდენიმე კვირა მოუწევს აქ ყოფნა უჩვენოდ.

კიდევ რამდენიმე დღე ვაპირებდით დარჩენას და შაბათს ან კვირას წამოსვლას, მაგრამ ყვავას მაცდურმა წინადადებამ მოგვხიბლა და დროზე ადრე მოვდივართ მე და ქეითი, რათა მოვხვდეთ ერთ არაჩვეულებრივ და ძალიან კარგ ფართიზე ^^

13 აგვისტოს, ზემოთხსენებულ ალგეთის ტერიტორიაზე ავტობუსით წაგვიყვანენ ივენთის ვოლზე დაფიქსირებულ მსურველებს სულ რაღაც ათ ლარად, საღამოს ექვსი საათიდან, მეორე დღის შუადღემდე გვექნება დაპყრობილი იქაურობა. მანქ’ნიან მსურველებს რუკებს უბოძებენ და შეეძლებათ თავად ამოაღწიონ დანიშნულების ადგილზე^^

თუ გაინტერესებთ ვინ გვასიამოვნებს და გაგვართობს, იხილეთ ჩამონათვალი^^

main stage:

  • 2kija – Progressive Psy / Goa
  • BigCrow – Hard Fullon / Power
  • Obrigado – Psy / Goa / Night / Forest
  • Zen – Psytrance / Goa / dark
  • Syd – Forest / Dark
  • BigCrow – Morning Fullon
  • Justbeika – Trance

Chillout Stage:

  • 2kija
  • Obrigado
  • Random dj sets

 

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ ყვავას პოსტში და კიდევ ფეისბუქის ივენთის ამ ბმულზე .

ეს ივენთი მართლა ძალიან გამეხარდა, აქ სულ სხვანაირი სიტუაციაა, ღამე სახლიდანაც კი არ გვიშვებენ, თუ არ გავიპარეთ, აქ კი მთელ ღამეს საღამოს 6 საათიდან მეორე დღისით, შუადღემდე, თავზე დავიმხობ ყველაფერს, რაც სოფელში დამრჩა დასამხობი და ვიქნები ბედნიერი😀

ისე, რა ბედის ირონიაა, ლოკაცია ალგეთი- სულ ახლოს იმ ადგილიდან სადაც ჩვენ ვისვენებთ, ფაქტიურად 5 წუთში იქ ხარ🙂

გუშინ მე და ქეითმა დავდეთ ფიცი, რომ ხელს ჩავკიდებთ ერთმანეთს და ივენთის განმავლობაში არც ერთი მამრობითი სქესის გამო არ ვუღალატებთ ერთმანეთს!! ხვალიდან შაბათამდე ისევ ერთად მოგვიწევს ყოფნა, ცივილიზაციასთან შეგუება და ა.შ..

მოკლედ, მშვენიერია, მგონი დაბრუნებითაც ისევე გავერთობი და ვისიამოვნებ, როგორც აქ დასვენებით . ისღა დაგრჩენიათ, მეგობარნო, ჩემნო, ვიდრე კიდევ სადმე წავსულვართ, შანსი გამოიყენოთ და ამ ივენთზე მაინც მნახოთ . წამოდით ^^

ახლაც, რა თქმა უნდა, ყველას ძინავს და სრულ იდილიაში მიწევს წერა და გულში აქაურობას ვემშვიდობები. გუშინ თითქმის მთელი ღამე არ გვეძინა, თან ვლაპარაკობდით, თან ინტერნეტში ვიყავით შემომძვრალები. ამ ნეკნებსაც ღამით გავავლეთ მუსრი, სულ რაღაც ორმა გოგომ:

ვერ ვიტან გამგზავრებისწინა დღეებს, როცა უნდა ჩაბარგდე, ყველაფერი დაალაგო, თავი მოიწესრიგო და შეეგუო იმ ფაქტს რომ შესაძლოა ის ადამიანები, რომლებსაც შეეჩვიე, ვეღარასდროს ნახო😦 ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როდისღა ვიჯირითებ, ეშმაკმა უწყის.

მოდი მოთქმა-გოდებას შევწყვეტ, საწუწუნო მაინც არაფერი მაქვს, ნათიამ იკითხოს, აქ როგორ გაძლებს უჩვენოდ😐 ვერაფრით ვერ ავაჯანყეთ რომ წამოსულიყო. აჯანყებას აზრიც არ ჰქონდა, არ გამოუშვებენ. ასეთ დროს ვგრძნობ ხოლმე, როგორ მიყვარს გადარეული დედაჩემი რომელიც ისე გამიშვებს ჯანდაბაში, არც გადაამოწმებს, ეგებ ჯანდაბაში კიარა, დოზანაში მიდისო😀

ესეც ჩემი ბოლო პოსტი დვალთიდან. უკეთეს შემთხვევაში ბოლოსწინა🙂

12 thoughts on “დაბრუნება: პირდაპირ Aquarial Full Moon Psy Party-ზე!

    • anna says:

      რაო და არც ერთ ბიჭზე არ ვცვლით ერთმანეთს ! აი ასე ! რა თქმა უნდა ივენთის ფარგლებში :დ

      • anna says:

        ქეითი დაკითხე, მე ოღონდ წამომეთრია და პირდაპირ დავთანხმდი პირობაზე :დდ

    • Kate Alukard says:

      აბა აეტორღიალოს იქ ვინმე ამას შეითრიოს სადმე და მე იმასავით დავრჩე სასწოარკვეთილი და მითუმეტეს სადღაც ტრაკიდან ვერ ავდგები და ვერ წამოვალ :დ:დ:დ მარტო თავის ქნევა და ორასორმოცდაათი ათასი ღერის მოწევა იმისთვის რომ ხელები რამით დავაკავო არ მინდა :დ:დ:დ ჰეფი ნაუ? :დ:დ

      რჩევები წიპა: შენც სხვა რამით დააკავე ხელები ან შენც აეტორღიალე ვინმეს არ მიიღება :დ დაშლო? :დ

  1. BigCrow says:

    ვუკრავ კი, ორჯერ ვუკრავ თან, ღამით და გათენებისას, მზის ამოყვანის მუსიკას :)))

    ჰო, აქვე ვიდეომიმართვა მათ, ვინც ჯერ აზრზე ვერ მოსულა, რა ხდება:

Comments are closed.