მარტო სახლში – გადავდივარ!

ბლოგზე წინასწარ რაღაცების დაწერა ცუდად მაქვს დაცდილი: ტატუზე დავწერე, ვიკეთებ მეთქი, ვერ გავიკეთე, სამსახურისდაწყება მინდოდა, არ დამიწყია, თვით ქსოვაც კი ვერ შევძელი ზამთარში, რაზეც ერთ-ერთ პირველ პოსტთაგანში ვსაუბრობდი და წესით ამასაც არ უნდა ვწერდე, მაგრამ ჯანდაბას, ისეთი აფორიაქებული ვარ, ვერ ვმალავ და დაე რაც მოსახდენია მოხდეს:

ფოტო კვარიათში ყოფნისას გადავიღე მაგრამ პოსტს უხდება :დ

ფოტო კვარიათში ყოფნისას გადავიღე მაგრამ პოსტს უხდება :დ

მარტო გადავდივარ საცხოვრებლად. სულ რამდენიმე დღეში. არ ვიცი როგორი იქნება ჩემი სახლი, სად იქნება და ა.შ, ჯერ ისევ სოფელში ვარ და დედაჩემი ზრუნავს ამ ყველაფერზე, მაგრამ ჩასვლის შემდეგ მომიწევს რაღაც-რაღაცებში ჩარევა და ცოტა ხნით თავის ატკივებაც, ვიდრე დავლაგდები, ახალ გარემოს შევეჩვევი და ჩემებურად მოვიწყობ.

ახლაღა ვხვდები რა ბედნიერებაა მარტოობა, შენს ნებაზე ცხოვრება, არავინ არ გაწუხებს და შეგიძლია თავდაყირა იარო, ანდაც შიშველმა 😀 მოკლედ, სექტემბრამდე, უფრო სწორად ოქტომბრამდე ყველაფერი ჩემებურად უნდა იყოს მოწყობილი და ახალ კურსს ამჯერად მაინც უნდა შევხვდე მშვიდად, წყნარად და საგნების შეტენვა გარემოს და არეულობას არ მივაწერო !

აქედან ორიოდე დღეში მივდივარ და ვგონებ მეტი დასვენება აღარ მეღირსება და ჯერჯერობით არც მინდა: აღარც ძილი მაკლია, მგონი თბილისშიც იკლო სიცხემ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელვისი მომენატრა 😀

მოკლედ, დასაწყისს მივუბრუნდები და ხეზე მივაკაკუნებ, იმედია დანარჩენი გეგმებივით ესეც მემილიონჯერ არ გადამედება და არ ჩამშხამდება ყველაფერი , ასე რომ ვისაც მარტო ცხოვრება გინდათ და არ ცხოვრობთ, ცოტათი შეგშურდეთ, ვინც უკვე ცხოვრობთ მარტო, გაიზიარეთ ჩემი მოსალოდნელი სიხარული და გულით მომილოცეთ, რომ ბოლოსდაბოლოს i did it !

რაც შეეხება აქაურ ყოველდღიურობას, გამოგიტყდებით და ცოტა მომბეზრდა. მარტო ელვისიც არ მომნატრებია, სამწუხაროდ. თან აქ რამდენიმე დღეა წვიმს და ცივა. როგორც უმადურს, სიცივე მომბეზრდა და ისევ მზეს ვნატრობ, გამწარებული 😀 ვცდილობ ვიკითხო წითელი და შავი და გავერთო ადგილობრივი ნაყინებით ^^

ჯერჯერობით სულ ესაა, სიყვარულით, თქვენი ანნა .

19 thoughts on “მარტო სახლში – გადავდივარ!

  1. LittleDreamer says:

    აუ რამაგარია<3 გილოცავვ ❤
    მე ჯერ 12 წლის ვარ მაგრამ მაინც მინდა მარტო ცხოვრება…
    როგორც გინდა ისე მოიქეცი,მეგობრები როცა გინდა იმდროს მოიყვანე რაც გინდა ის აკეთე აუუ…:დდდდდ თეთრი შურით მშურსს:დ

  2. კახი says:

    მართალია ძალინ შემშურდა მაგრამ მაინც გილოცავ ^^ მეც დავწერე ერთ-ერთ პოსტში მარტო მინდათქო ცხოვრება და ა.შ მაგრამ ჯერ ვერ ვქაჩავ 😀

  3. Hesse says:

    gilocav! mteeeeli gulita da sulit!!! adgilobriv nayinebs kidev kargad daakvirdi, tore momxmarebelta federaciam 17-dan 7-shi janmrtelobistvis saxifato raghaceebi aghmoachinaaaa!

    P.S. zalian magaria marto cxovreba, martla! da martla gulit gilocav 🙂

    • anna says:

      ჰესსე , ნაყინებით მხოლოდ შორიდან თუ გაახარებ თვალს, მიახლოებისას ვიცი უვარგისები არიან ხოლმე , ასე რომ ვფრთხილობ :))) ;დ

  4. avto says:

    ana martla magaria marto cxovreba, magram rogorc yvelaferi egec mosacyenia, me ukve 8 tvea calke vcxovrob da ukve vatyob rom mcyindeba, rac ar gaqvs is ufro sainteresoa ise ….

    ise dzaan magaria ….

    • anna says:

      ვცხოვრობდი მარტო და ვიცი რა კარგიცაა ❤ ასე რომ მოუთმენლად ველოდები როდის გადავცხოვრდები ისევ ^^

  5. Zurriuss.Ge says:

    არიქა, ანა მარტო გადადისო და მიასკდა ა$ღგზნებული სამამრეთი…
    ანას მარტო სახლში ყურადღების მიქცევა (ახლა ასე ჰქვია იმას?) კი არ უნდა, ელვისში სტუმრობაც სჭირდება :პ

Comments are closed.