uno

რამდენიმე თვეა რაც ამ თამაშის არსებობის შესახებ გავიგე და ძალიან მომეწონა. ადრეც მინდოდა მესწავლა, მაგრამ კარტი ფიზიკურად არ იყიდება თბილისში, გამოწერით თავი აღარ შევიწუხე და მხოლოდ კვარიათში, ბლოგინგის დღეებისას მოვახერხე სწავლა:

თამაში ძალიან სახალისოა რამდენიმე მიზეზის გამო:

  • კარტები არის ფერადი და სრულიად განსხვავებული ჩვეულებრივი კარტებისგან(ჩემი აზრით)
  • თამაშის წესებიდან გამომდინარე ძალიან იოლად შეგიძლია ვინმეს ნერვები მოუშალო და გაამწარო (ნათიას აზრით)
  • თამაში ძალიან სახალისოა და უბრალოდ მოგეწონებათ (ქეითის აზრით)

მგონი საკმარისი მიზეზებია რომ ჩვენსავით შეიყვაროთ უნო და იხალისოთ თამაშისას.

უნოს კარტი 108 ქაღალდისგან შედგება და ოთხფეროვანია: მწვანე, წითელი, ლურჯი და ყვითელი. თითოეული ფერის კარტი წყვილ წყვილადაა დასტაში. 0-დან 9-ის ჩათვლით. არის ასევე ექშენ კარტები, რომელთა საშუალებით სვლას შენს სასიკეთოდ წარმართავ და მოწინააღმდეგეს ზიანს აყენებ 😀

თამაშში რიგდება 7-7 კარტი და მიდის საათის ისრის მიმართულებით. მოთამაშეების რაოდენობა ორიდან ათამდეა. დარიგების შემდგომ ერთი კარტი ტრიალდება და თამაში იწყება. შეიძლება ფერის ფერზე დარტყმა, ან რიცხვის რიცხვზე: თუ სასურველი კარტი არ გვყავს, ვიღებთ დასტიდან ახალ კარტს. თუ არ გაგვიმართლა , კიდევ ერთს , ამ ჯერზეც თუ არ გვიმართლებს, ვტოვებთ სვლას. 

თითოეულ ფერში გვხვდება წყვილი კარტი, +2 გამოსახულებით. ჩამოსვლისას შენს შემდეგ მჯდომი მოთამაშე იმატებს ორ კარტს. თუ მასაც ყავს ნებისმიერი ფერის ამავე ნომინალის კარტი, ჩამოდის და მისი შემდგომი იმატებს უკვე ოთხ კარტს. შესაძლოა ამ უკანასკნელს  გაუმართლოს და უკვე მესამე მოთამაშემ აიღოს 6 კარტი 🙂

ამით შეიძლება აირჩიო სასურველი ფერი, შემდგომი მოთამაშე არაფერს არ იმატებს და შეუძლია თამაშის გაგრძელება შენს მიერ არჩეული ფერით

ამ კარტის ჩამოსვლა შეგიძლია ყოველთვის, ირჩევ სასურველ ფერს და შენს შემდგომ მჯდომი იმატებს 4 კარტს და ტოვებს სვლას

ამგვარი კარტის ჩამოსვლისას თამაში ტრიალდება საპირისპირო მიმართულებით. ახალი კარტის დადებისას აუცილებელია ფერი დაემთხვეს.

ამ კარტის ჩამოსვლის შემდეგ გვერდით მჯდომი სვლას ტოვებს და გადადის შემდეგ მოთამაშეზე

თამაშის მსვლელობისას შეგიძლია ერთი კარტის მაგივრად ორი ჩამოხვიდე, თუ ციფრიც და ფერიც ერთმანეთს ემთხვევა. ეს არ ეხება ზემოთ ჩამოთვლილ ექშენ კარტებს. ასევე შეგიძლია მოთამაშეს გადაასწრო, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი ჯერი, თუ გიჭირავს ზუსტად იმავე ფერის და ციფრის კარტი, რაც დადებულია. ამის შემდგომ თამაშს აგრძელებს შენს შემდეგ მჯდომი მოთამაშე.

დამატებითი ფუნქცია ჩვეულებრივი კარტებიდან მხოლოდ ნულს აქვს: ჩამოსვლისას შეიძლება აირჩიო ნებისმიერი მოთამაშე და გაუცვალო კარტი.

ხელში ერთი კარტის დარჩენისას აუცილებლად უნდა თქვა uno. თუ დაგავიწყდება, იმატებ ორ საჯარიმო კარტს. თუ გაგიმართლებს და შენი სვლისას სასურველი კარტი მოგივა, თამაშს ამთავრებ და დანარჩენები ქულებს ითვლიან.

ექშენ კარტები უდრის 20-20 ქულას, გარდა +4 გამოსახულებით: ეს უკანასკნელი 40 ქულიანია და კარტების დაყრისას სასურველია თუ ბევრ ექშენ კარტს მოვიცილებთ თავიდან. დანარჩენი კარტები უდრის იმ ქულას, რა ციფრიც ზედაა გამოსახული. 9=9ს და ა.შ.

თამაში სამას ქულამდეა: მეტის ქონის შემთხვევაში მოთამაშე ვარდება და თამაში დანარჩენებს შორის გრძელდება.

სასურველია მოთამაშეები იყვნენ ბევრნი. ამ დროს უნო ძალიან აზარტულია 😀

ჩემი და ქეითის უნოები :დ ლანდიშის გამოწერილი :დ

6 thoughts on “uno

  1. knuti ამბობს:

    ნათამაშები მაქვს ეს ჩვეულებრივი კარტით და კარტას ვეძახდით 🙂
    კარგი თამაშია.

  2. Zurriuss.Ge ამბობს:

    კარგია, ეგ პოსტი რომ დასწერე. დავაშეარო ახლა, რომ მეტი გათვითცნობიერდეს 🙂

    • anna ამბობს:

      თუ გაიგეს რამე და ნორმალურად ავხსენი :დ

  3. Mr. Nomad ამბობს:

    აუ ეს მაგარი თამაშია. მხიარული და ნერვების მომშლელი. უბრალოდ დიდი ხანია აღარ მითამაშია 😦

Comments are closed.