მე-ფოტოშოპით და მის გარეშე

გუშინ ფოტოშოპის შესწავლა გადავწყვიტე და რახან წვიმდა კიდეც, ორიოდე ფოტო დავამუშავესავით. დღეს დილით ქეთი დავსვი და რამდენიმე ცალი კიდევ გავაკეთებინე და გულიც გამისკდა: არასდროს არ დავუჯერებ ადამიანის გარეგნობას, ვიდრე ცხადში არ ვნახავ 😀 ახლა რამდენიმე ფოტოს დავდებ და თავს მოვიჯაყავ დუნიაზე, სად ფოტოშოპით და სად ისე 😐

აქ ტრაკი, ფეხები და წელი ცოტა შევათხელეთ, დიდი განსხვავება არაა, მაგრამ მაინც ვწუხვარ ჩემი ტანის ცვლილებებს რომ ვუყურებ. სასწრაფოდ დიეტა ან ვარჯიში, ან ორივე ერთად!

აჰა, ცხადზე უცხადესი! შეთხელებული ფეხები, შეწეული ღიპი, დაპატარავებული ტრაკი და გადიდებული მკერდი ძალიან მიხდება:

საინტერესოა, რამდენი დამიჯდება ამ ყველაფრის პლასტიკური ოპერაცია?:D

ჩემს ღიპს ფოტოშოპმაც კი ვერ უშველა, ძლივს გავაქრეთ ნაკეცები , მაგრამ მაინც ჩანს რომ აქ ოდესღაც რაღაც დიდი იყო 😀

სამაგიეროდ გაქრა კოღოს ნაკბენები და ჩაწითლებული მხარი, ჰამაკიდან გადმოვარდნის შედეგად დაზიანებული ^^

ქეითი გულს მიკეთებს აშკარად და მამშვიდებს, სულ არ გიხდება ასეთი ცხვირიო 😀 ფერების შეცვლაც მინდოდა მეტი ეფექტისთვის, მაგრამ გადავიფიქრე, მთლად ასეც ვერ გავიმეტე საკუთარი თავი : )

ეს ბოლო მთლიანად მე შევქმენი, ტუჩებიც დავიბერე, ცხვირიც დავისწორე და თვალებსაც რაღაც ვუქენი . ამათ რომ კითხო მაინც ჩემი დიდი ცხვირი მიხდება. რადგან ნათიამ დამიდასტურა და არ მომახალა, თურმე აქამდე რას გავდიო, ესეიგი ყველაფერი რიგზეა და არც ისე ბევრს ვიტირებ 😀

სამწუხაროდ ძალიან დიდ შარში გავყავი თავი, ამიერიდან დიდი შანსია ჩემი ორიგინალი ფოტოები კაცობრიობამ ვეღარასდროს იხილოს, თუ რა თქმა უნდა, ხელი მოვკიდე ფოტოშოპის გაკვეთილებს და კარგად ავითვისე 😀

აქ ყოფნისას კიდევ ვისწავლი რაღაცებს და ცოდნას გავიღრმავებ, კარგად რომ მოვატყუო ხალხი ჩემი დაბერილი ტუჩებით და მკერდით ^^

28 thoughts on “მე-ფოტოშოპით და მის გარეშე

    • anna ამბობს:

      ზურა, შენი გაკეთებული ფოტო რომ დამედო, სხვანაირად იჭიკჭიკებდი ალბათ :დ

      • Zurriuss.Ge ამბობს:

        ბოლოს და ბოლოს, ბოტოქსით გამოტენილი მუცელი მაინც არ გექნებოდა :დდდ
        რგა, შენს სათქმელს ჩემთან ნუ აკავშირებ, მე ეგრე შორს არ მივდივარ :დ

    • anna ამბობს:

      უი, პროვოცირებას რაც შეეხება, რგა მართლა შორს გაიჭრა ;დ
      როდის იყო კომპლიმენტებს ვითხოვდი მე? :ო

  1. Mari ამბობს:

    მაინც ვერაფერს მივხვდი, ასე რომ მოეშვი წვალებას 😀 😀

  2. მანქი ამბობს:

    ბოლო სურათში მარჯვენა გოგო არის საშინელება და თუ შენ ეგ მოგწონს, ხარ დებილი :დ

    • anna ამბობს:

      აუ მანქ 😐 მეორე გოგო მჯობს და მომკალით :დ

    • anna ამბობს:

      თაკა ალუკარდს უყურე ორიოდე საათი და აითვისებ ^^ მერე გაკვეთილები იუთუბიდან :დ

  3. tatatatuli ამბობს:

    ცხვირი რომ შეცვალე, ძალიან მოგიხდა.
    მხოლოდ ეგ შეგიძლია შეცვალო, დანარჩენს მოეშვი 😉

  4. knuti ამბობს:

    დათხელება ნამდვილად მოგიხდა, აი ცხვირი ვაფშე გცვლის და რავი, მე ჩვეულებრივი მირჩევნია 😀

  5. Katiee.Ge ამბობს:

    არცერთი ნაფოტოშოპარი არ ვარგა, გარდა იმისა, სადაც კოღოს ნაკბენი და ნატკენი გაქვს წაშლილი. მე3 ფოტო ‘ნაოპერაციევ/ნამშობიარევი’ მუცლით კატასტროფაა, საშინელებაა კახექსიური მე2 ფოტოც. ბოლო – გემოვნების ამბავია, მე შენი ოდნავ გაბუშტული ცხვირი უფრო მომწონს, ვიდრე ეგ რაღაც ტაფა მირტყმული.
    სულ პირველ ფოტოზე წელს შევწევდი ოდნავ უფრო მეტად არაბუნებრივად გასწორებული მარცხენა თეძოს ნაცვლად.

    ფოტოშოპი საოჯახო ფოტოებში (სტუდიური და მოდელების სხვა საქმეა) მაქსიმუმ უნდა გამოიყენო მხოლოდ რამდენიმე მიზნით:
    1. აღადგინო/გააუმჯობესო ფერები (‘ჩააქრო’ წითელი განათება, ამოანათო ბნელი ადგილები, etc)
    2. წაშალო ‘პრიშჩიკები’, ლაქები
    3. ჩააქრო წითელი თვალები, გაათეთრო კბილები
    4. სულ ოდნავ აპრიხო/გაასწორო ცხვირი ან “მოკუმო” გაღრეჯილი ნესტოები, ისიც სიცილის დროს (როგორც წესი, ცუდად გაცინებისას ცხვირის ნაკლები იკვეთება). გაუღიმარზე შეცვლილი ცხვირი აშკარად შესამჩნევია.

    სხვა დანარჩენი ან პროფესიონალმა უნდა გააკეთოს და ისიც მილიმეტრებში, ან ჯობია დატოვო ისე, როგორც არის 🙂

    ესეც ბონუსად, რა შეუძლია ფოტოშოპს, თუმცა არა ყველას, ვისაც ფოტოშოპი აქვს კომპში ინსტალირებული;)

    • anna ამბობს:

      კაწიემ ჩემი და ქეითის ნაწვალები წყალში ჩაყარა :დ აუ ვიდრე მაგათ ვისწავლი, მოვკვდები ალბათ :შ ძალიან ბევრი წვრილმანია, მილიმეტრებში უნდა აკეთო რაღაც 😐

      • Katiee.Ge ამბობს:

        ამიტომ, მანამდე ჯობია მეტი ყურადღება გადაღებისას საკუთარ დგომას, პოზიციას, განათებას მიაქციო და მერე ნაკლები ფოტოშოპი დაჭირდება 😉

        მარტივი მაგალითია, მიუხედავად იმისა, მსუქანი ხარ თუ გამხდარი, თუ ფოტოს გადაღებისას მკლავებს ტანზე მიიტყუპებ, მკლავები გამოგიჩნდება მსუქანი და გამოვარდნილი, მერე უნდა შეწიო ფოტოშოპით. ამიტომ, ჯობია წინასწარ დაიჭირო თადარიგი და მკლავები არ მიატყუპო 😀 ანალოგიურად, ფეხის ფეხზე გადადებისას და ა.შ.

      • anna ამბობს:

        სოფელში მაგათთვის რომ არ მცხელა, იმიტომ გამიჩნდა საფოტოშოპოდ საქმე :დ
        ჯანდაბა, მუცელი ვეღარ გამოგიბერავს კაცს შენს გემოზე :დ

  6. Agasfer ამბობს:

    იმ წვრილცხვირიანი გოგო ანინას ჰგავს რაღაცით

  7. TFromJungle ამბობს:

    ლამაზი რომ ხარ ჩემი თქმა არ გჭირდება, მაგრამ ერთადერთი რასაც შევცვლიდი შენს ადგილზეც და ჩემს ადგილზეც, ცხვირია. ცუდი ცხვირი არც შენს გაქვს და არც მე, მაგრამ ლამაზიც არაა, I think. პატარა ხელის შევლება უნდა და ეგაა რა 🙂

Comments are closed.