ჯირითი და ორთაბრძოლები-გწერთ სამოთხიდან vol 2

ორი დღეა ჩვენს აქ ყოფნაზე აღარაფერი დამიწერია და მგონი დროა ქრონოლოგიურად მივყვე ისევ ყველაფერს:

პირველ რიგში, არ ვიცი როდის ჩამოვალ, მინიმუმ ერთი კვირა ისევ აქ ვიქნებით, ფეხის მოტეხვა წასვლის წინა დღეს და ამის გამო დარჩენა არ მომიწია, ისედაც ვრჩებით ორჯერ მეტხანს, ვიდრე ველოდით.

ვიდრე არაფერს ვწერდი, ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა ჩემს თავს: ვინც არ იცის, დაე იცოდეს რომ ცხენებზე ვგიჟდები და მგონი რომელიღაც პოსტში ნახსენებიც მაქვს, როგორ შურით ვუყურებ მობალახე ცხენს, მიტოვებული ფერმის ახლოს რომ დაუდევს ბინა, ჰოდა ბიჭებს თხოვა ნათია, მოეგვარათ ჩემთვის ცხენი 😀 ღამის 11 საათზე, სახლში ცხენზე ამხედრებულმა ტყუპისცალმა გიომ მოგვაკითხა და ასე მოიტაცეს თამარ ქალი 😀

გიოც პირველად იჯდა უნაგირის გარეშე და მეც, ამიტომ ორივეს იდიოტებივით გვიხაროდა, აქაოდა ჩვენ ეს შევძელითთქო. უცნაური შეგრძნებაა, ძალიან უნდა მოუჭირო ცხენს გვერდებზე ფეხი და ან ფაფარში ჩაეჭიდო, ან შენს წინ მჯდომს მოკიდო ხელი მაგრად, თორემ აუცილებლად მიწაზე მოადენ ზღართანს. ჭენებისას არაფერი მომსვლია, მშვენივრად გავართვი თავი, ოციოდე წუთი აქეთ-იქეთ დავქროდით: ღამე, ქარი რომ გიბერავს და თითქმის მთლიანად საკუთარი თავის იმედზე ხარ, “უბელო” ცხენზე პირველად მჯდომი, ძალიან მაგარი გრძნობაა…

ბოლოს დაგვირეკეს და ცხენის გაჩერების დროც დადგა, მაგრამ ცოცხალი თავით არ გაჩერდა, წრეზე სიარული დაიწყო და ნერვები მომეშალა, ავდექი და ნელ-ნელა გადმოვვარდი ცხენის გავიდან : მიწამდე დიდი მანძილი არ იყო რომ რამე მტკენოდა, ზურგით დავეცი და ტყუპისცალიც გადმოვიყოლე . თავები შევიმოწმეთ, ხომ არაფერი მოვიტეხეთ, ხომ ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ და წამოვედით. ისეთი გახარებული ვიყავი და ვარ, ვზეიმობ. yes, i did it!  სამწუხაროდ იმ ღამის ფოტომასალა არ მოგვეპოვება, ფოტოაპარატით მდგომი ნათია გაღიმებული დავტოვეთ და ადგილიდან მოვწყდით, ამიტომ მხოლოდ თხრობით შემოვიფარგლე 🙂

გუშინ მდინარეზე წავედით ისევ, ამჯერად სხვა საბანაო ადგილი შევარჩიეთ. წყალი ამღვრეული და ცივი იყო, წვიმის შემდეგ და ვერ ვიბანავეთ. გადავწყვიტეთ შიმშილი ვიდრე დაგვხოცავდა, უნო გვეთამაშა. ნათიას საოცარი ძმა ყავს: სულ აგებს, გენიოსი დისგან განსხვავებით, რომლის გვერდზე ჯდომა თამაშისას გმირობის ტოლფასია: პირველივე წუთებიდა ხვდები რომ you loose 😀

მწვადი

ამასობაში მწვადები შეიწვა, სუფრაც გაშალეს და ვისღა ახსოვდა უნო: მწვადი დიდად არ მიყვარს, მხოლოდ ფოტოებზე და შორიდან, მაგრამ გუშინ ძალიან გემრიელი რაღაც-რაღაცები შევსანსლე. ორიოდე ჭიქა არაყიც დაგვალევინეს, როგორც წესი და ვიდრე დათრობას დავიწყებდით, სასწრაფოდ დავტოვეთ ტერიტორია: ჩვენ წინ კიდევ დიდი გეგმები გვქონდა 🙂

ვულგარული ფოტოები თუ არ დავდე, რაა მამული :დ

ქეითს თავს დავესხი და შემთხვევით გადაყირავდასავით 🙂

წავედით ტყეში, უფრო სწორად ტყის გადასალახად. უცნაური ადგილია, ტყის ერთ მხარეს დინება მარჯვნივაა, მეორე მხარეს მარცხნივ. ასე შევინაცვლეთ დინებაც , მხარეც და ბოლოსდაბოლოს წყალი დაიწმინდასავით, ასე რომ ბანაობაც გვეღირსა, თანაც სრულიად მარტოებს, ირგვლივ საერთოდ არავინ იყო, გარშემო სულ ტყე და მთები..

წყალი მიგვათრევს და ასე მხიარულად ვეგებებით დახრჩობას :დ

ბოლოს მივხვდით რომ ისევ მოგვშივდა და უკან გამოვბრუნდით. მშრალი მაისური ჩავიცვი და კიდევ ორიოდე ჭიქა დავლიე, მაგრამ ვინ დაგაცადა განცხრომა, რომელიღაც ბოროტი ადამიანი მომეპარა, წამათრია და წყალში ჩამიძახა საჭმლით ხელში. ძლივს ამოვძვერი ფსკერიდან, გაგუდული და გაცოფებული, უილაჯო შურისძიების წყურვილით შეპყრობილი, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და მერე ფრიად მესიამოვნა ტანსაცმლით ბანაობა, ამიტომ კარგა ხანს არ ამოვბრუნებულვარ მდინარიდან, მაინც შიგ აღმოვჩნდებოდი და დავნებდი 😀

კოალა ქეითი- შემოგეხვევა წყალში ფეხებზე და ცოცხალი თავით არ გაგიშვებს :დ

წყალში თავს გადახდენილი ომებისას ვიტკინე მუხლი და რამდენიმე ადგილზე დალურჯებული ვარ, სამაგიეროდ ბრძნული დასკვნა გამოვიტანე: არც ისეთი მოუქნელი ვარ, როგორიც წარმომედგინა, კარგი წყალბურთელი დადგებოდა ჩემგან.

ბოლოს ყველა ავიდა, მე და ქეითი დავრჩით, ერთმანეთს ჩავეხუტეთ “ბრძოლის” დეტალებს განვიხილავდით, ვიდრე არ გავიყინეთ. მოგვიწია ასვლამ და გამოცვლამ და მალევე წამოვედით კიდევაც. რამდენიმე დღე წყლისკენ არ გავიხედავ, დღეს გეგმას შევადგენთ და მიწიერი სიამეებით შევიქცევთ თავს:D

მომავალ შეხვედრამდე 😀

13 thoughts on “ჯირითი და ორთაბრძოლები-გწერთ სამოთხიდან vol 2

  1. Mari says:

    ვაიმე, მაშინებთ. იცოდეთ, საღსალამათები დაბრუნდით შინ, როგორებიც გაგიშვით.
    ისე, ალუკარდი შეგიძლიათ დატოვოთ. ამ ფოტოებზე როა, ეგეთი ბედნიერი არ მინახავს არასდროს, ჰოდა დაე იხაროს ბუნების წიაღში 😀 😀 😀

    • anna says:

      ჰო, მართლა ძალიან მოსწონს აქ, მშვენივრადაა ❤ ❤ ❤
      დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი მეც მთელი ზაფხული მაგრამ ფეხის მოტეხვაც არ მიშველის ალბათ :დ

      • Mari says:

        ნათია გულმოწყალეა. ცოტა ხანს კიდევ შეგიფარებთ 😀 😀

  2. MrsMarch says:

    აუაუ რა ემოციებიააა :X მშურს თქვენი ველად გაჭრილო ფიმეილ რაინდებო

  3. Zurriuss.Ge says:

    ვაიმე, კოალაააააააააა
    ვხოხავ :დდდდდდდდდდ
    მომენატრეთ, თქვე ტრაკებო :გრინმარი:

    • anna says:

      ჩვენც მოგვენატრე :დ
      გრინმარის გაუზრდელებას როგორ გაუსვი ხაზი, გველო :

  4. donne says:

    თქვენ რეალითი შოუ გამოგდდით მემგონი. რომ იფიქროთ ცოტა, კარგი კომერციული პროექტის წამოწყებასაც შეძლებთ 😀

    ცივ წყალში ნასვამი არასოდეს ჩახვიდე, ძალიან საშიშია, გულს აჩერებს. არ გეხუმრები.

    • anna says:

      კი , მშვენიერი პროექტი გამოვიდოდა, კიარადა გამოვიდა :დ
      რომ დამთავრდება არ ვიცი რა გვეშველება, არ მინდა აქედან წასვლა /;დ

  5. ადო says:

    უუნაგირო ცხენი და ანა, პოსტის სათაური ეს ყოფილიყო.
    აუ მენატრებით ძროხებო ❤ ❤ ❤ თან შორს რომ ხართ უფრო მეტად…

    • anna says:

      არა, უუნაგირო ცხენი, ანა და ორგაზმი აჯობებდა ადო :დ
      ჩვენც გვენატრებით, დებილოოო ის ფოტო რომ დადე რა საყვაელი იყავი :დ
      არ გავდი იმას , რაც დაგიწერე :დ

Comments are closed.